reportiori.ge - ნანი ბრეგვაძე სოლო კონცერტს ილია მეორეს მიუძღვნის
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 25 თებერვალი, 2025. 02:26
კულტურა
ნანი ბრეგვაძე სოლო კონცერტს ილია მეორეს მიუძღვნის
ავტორი:
24 ნოემბერი, 2014. 21:08


2015 წლის 4 იანვარს ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში დაგეგმილია ნანი ბრეგვაძის სოლო კონცერტი, რომელსაც ლეგენდარული მომღერალი  უწმინდესსა და უნეტარესს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს უძღვნის. 4 იანვარს მისი უწმიდესობა 82 წლის შესრულდება.


საქართველოს კულტურის პალატის ინფორმაციით, წარმოდგენის კონცეფცია აგებული იქნება დროის კონტრასტზე, ერთმანეთს შეცვლიან მე-20 და 21-ე საუკუნის სურათები. ნანი ბრეგვაძის ცხოვრების სხვადასხვა ეტაპს ეკა მამალაძე და ნატალია ქუთათელაძე გააცოცხლებენ სცენაზე.



საღამოში მონაწილეობას მიიღებენ: გიორგი ცაგარელი (ალტი), საქართველოს სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრი, კონცეფციის და ორიგინალური ვერსიის ავტორი, მუსიკალური ხელმძღვანელი და დირიჟორი: ნიკოლოზ რაჭველი, დამდგმელი რეჟისორი: დავით დოაიშვილი, მუსიკალური პროდუსერი: მარინა ბერიძე, სცენარის ავტორი: თეო ჯორბენაძე, სცენოგრაფია: გოგიკო საყვარელიძე, მხატვარი: ვანო ჭელიძე, გენერალური პროდიუსერი: დავით ოქიტაშვილი.


ღონისძიება ტარდება საქართველოს კულტურის პალატის ინიციატივითა და ორგანიზებით, პროექტის მხარდამჭერები: საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, ქალაქ თბილისის მერია.







(მოამზადა ნინი მოდრეკილმა)


 

01 თებერვალი, 2016. 02:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016