reportiori.ge - ნიკოლოზ მჟავანაძე: გიორგი ვაშაძე, ნიკა რურუა, ნიკა მელია, სევდია უგრეხელიძე ალასანიას პარტიას უერთდებიან?
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 09 ნოემბერი, 2024. 06:19
ინტერვიუ
ნიკოლოზ მჟავანაძე: გიორგი ვაშაძე, ნიკა რურუა, ნიკა მელია, სევდია უგრეხელიძე ალასანიას პარტიას უერთდებიან?
ავტორი:
25 ნოემბერი, 2014. 20:21



„კვირის ქრონიკას" ესაუბრება „უფლებადამცველთა გაერთიანების" ხელმძღვანელი ნიკოლოზ მჟავანაძე.


- მას შემდეგ, რაც ალასანია „ქართულ ოცნებას" გაემიჯნა და დამოუკიდებელი თამაში დაიწყო, ეს საკმაოდ დიდი შოკი აღმოჩნდა „ნაციონალური მოძრაობისთვის", რადგანაც ახალი პარტია იმ ნიშნულზე დაჯდა, სადაც თავად იყო აქამდე „ნაციონალური მოძრაობა" . „თავისუფალი დემოკრატების" ოპოზიციაში გადასვლა, ფაქტობრივად, არის „ნაციონალური მოძრაობის" რღვევის დასაწყისი და ამას კარგად ხვდებიან ის ადამიანები, ვინც დღეს არიან „ნაციონალურ მოძრაობაში". ჩვენ გვქვს ინფორმაცია, რომ რამდენიმე „ნაციონალი", მათ შორის გიორგი ვაშაძე, ნიკა რურუა, ნიკა მელია, სევდია უგრეხელიძე, ირაკლი აბესაძე, სერიოზულად ფიქრობენ და გადაწყვეტილი აქვთ, ალასანიას პარტიას შეუერთდნენ. რადგანაც თვითონ „ნაციონალებშიც" არის განხეთქილება: იქ ორი ჯგუფია ჩამოყალიბებული, ეს არის თარგამაძე-ბოკერიასა და ვაშაძე-მელიას ჯგუფი, რომლებიც, როგორც ცნობილია, დაპირისპირებულები არიან. მელიასა და ვაშაძეს ძალიანაც არ უნდათ, რომ ასოცირებულები იყვნენ სააკაშვილთან. მართალია, მას ბოლომდე ვერ გაემიჯნებიან, მაგრამ ხვდებიან, რომ სააკაშვილი ერთგვარი შემაფერხებელია მათი წინსვლისა და პროგრესის. მელიასა და ვაშაძის სურვილია, რომ ამ პარტიაში არსებული ე.წ. შავ-ბნელი ელემენტები სხვადასხვა პიროვნებების სახით, ცოტა არ იყოს, ჩრდილში მოექცნენ და წინა პლანზე არ იყვნენ.


- რომლები?

 

- ამ შემთხვევაში საუბარია იგივე ბოკერიაზე, თარგამაძეზე, ხაჩიძეზე, ნადირაშვილსა და სხვებზე. მაგრამ იმასაც ხვდებიან, რომ ამის გაკეთება შეუძლებელია, რადგანაც „კტო პლატიტ, ტოტ ი ზაკაზივაეტ მუზიკუ", ანუ რეალურად ვის ხელშიც არის ფინანსები და ვინც განაგებს პარტიას, ის უკვეთს იქ პოზიციებს. აქედან გამომდინარე, უკვე იქამდე მივიდა საქმე, რომ ამ ახალ ფრთას უნდა პარტიის დატოვება, მაგრამ მათ არავითარი რებრენდინგი არ უშველით, რადგანაც „ნაციონალური მოძრაობა" ცალსახად ასოცირდება დამნაშავეებთან, რომლებმაც საქართველო დაღუპეს. მაგრამ ალასანიას პარტიის გარკვეული იდეები, იგივე ევროინტეგრაციისა და ქვეყნის საგარეო კურსთან მიმართებით ერთიერთში ემთხვევა „ნაციონალების" კურსს და ამიტომ მათ გადაწყვეტილი აქვთ შეერთება და, უნდა გითხრათ, რომ კიდევ ბევრი შეუერთდება ამ განზრახვას, რითაც ისინი გარკვეულ პოლიტიკურ კარიერასაც გადაირჩენენ. აქედან გამომდინარე, როდესაც საქმე არჩევნებამდე მივა, ვისაც უნდა მიეცა ხმა „ნაციონალებისთვის", უკვე ალასანიას პარტიას მისცემს ხმას.


- კი, მაგრამ მუსირებს აზრი, რომ პროკურატურა ალასანიათი იყო დაინტერესებული და ეს ამბავი იოლად ჩაივლის?

 

- პროკურატურა მას უკვე აღარ დაიჭერს, რადგანაც მათ ეს თუ ჰქონდათ ჩაფიქრებული, დაკავება აქამდე უნდა მომხდარიყო და დარწმუნებული ვარ, ალასანიას მისცეს შანსი, რომ „ნაციონალურ მოძრაობას" ჩაენაცვლოს... ნახეთ, როგორ დალაგდა: მიუხედავად იმისა, რომ წინა დღეს მწვავე დაპირისპირება ჰქონდათ ბიძინა ივანიშვილსა და ალასანიას, მთელმა საქართველომ ვიხილეთ, რომ მეორე დღეს ისინი ერთმანეთს შეხვდნენ. ასევე, პრემიერმა კი ისაუბრა მის ნაკლოვანებებზე, მაგრამ იქვე განაცხადა, რომ ვისურვებდი, ჩვენ გვყოლოდა კარგი ოპონენტიო და ამით მიანიშნა, რომ მას სურს, ეს პარტია ოპოზიციაში იხილოს. ამასობაში ხელისუფლებაში ყოფნისას ეს პარტია საკმაოდ გაძლიერდა. თქვენ კარგად მოგეხსენებათ, გარკვეული ფინანსური ნაკადები მათ გაუჩნდათ, საკმაოდ სერიოზული ოფისიც შეიძინეს, ასევე საკმაოდ სერიოზული ინფრასტრუქტურა აქვთ დღეს უკვე, რადგანაც, როცა ხელისუფლებაში ხარ, ასეთი ფინანსური ნაკადები უფრო გეძლევა და პარტია ყველანაირად ძლიერდება. ჩემი აზრით, კიდევ მეტი   მსურველი გამოჩნდება, იგივე „ნაციონალური მოძრაობიდან" ამ პარტიაში გადასვლისა... მთავარია, ალასანიას პარტია ასე ოფიციალურად მიიღებს თუ არა მათ... არ არის გამორიცხული, „რესპუბლიკური პარტიის" სახეებიც ალასანიასთან გადაბარგდნენ. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვიხილავთ ძალიან ბევრ გადაადგილებას... სააკაშვილი არის სრულიად გაგიჟებული,  გამოდის, რომ მათ უკვე თავის რიგებში არა ჰყავთ მხარდამჭერები და ასევე „რეფორმატორებშიც". საუბარი მაქვს ირაკლი ღლონტზე. ჩემი ინფორმაციით, ამ პიროვნებას სააკაშვილმა პირადად დაურეკა და სთხოვა, რომ 15 ნოემბრის აქციაში მიეღო მონაწილეობა! ხომ წარმოგიდგენიათ, როგორ გაუჭირდა ექს-პრეზიდენტს, რომ დგას და პირადად ურეკავს სხვადასხვა ჯგუფების წარმომადგენლებს, მაგრამ ირაკლი ღლონტი 15 ნოემბერს არსად გამოჩენილა, რადგანაც მიხვდა, რომ იქ მისვლა და „ნაციონალებთან" გაიგივება, არის პოლიტიკური სიკვდილი თითოეული სუბიექტისთვის. ეს ყველამ კარგად შეიგნო და ამიტომ თავს იკავებენ. მინდა გითხრათ, რომ ნამდვილად მოხდა ჩხუბი „ნაციონალურ მოძრაობაში" 15 ნოემბრის აქციის შემდეგ, რადგანაც ვინც ყურადღებას ვადევნებდით ამ აქციას, კარგად გვახსოვს, რომ „ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლების გამოსვლისას ტაშის დაკვრაც კი არ იყო. ძალიან კარგად გამოჩნდა, რომ იმ ადამიანებმა, 15-20 ლარად რომ ჰყავდათ მიყვანილები, არ გაამართლეს. რადგანაც, თუ აქციაზე  მიდიხარ და თუ ის ლიდერები და მათი იდეები მოგწონს, ელემენტარულია, ტაშით მაინც უნდა გამოხატო მხარდაჭერა, ხომ? არადა, სამარისებურ სიჩუმეში მიდიოდა ლიდერების გამოსვლა და ნამდვილად საპანაშვიდე სიტუაცია იყო. ფაქტობრივად, ამით მათ „ორმოცი" გადაიხადეს და „წლისთავი" მალე ექნებათ, აი, ყველაფერი ამის შემდეგ ძალიან კარგი შანსი უჩნდება ალასანიას, რომ „ნაციონალების" ნიშა დაიკავოს და ის, რომ, როდესაც ალასანია გადადგა და მასთან ნორლანდი მივიდა, ასევე ის ფაქტი, რომ ეს პიროვნება ამერიკაში გაემგზავრა, კიდევ ერთხელ მოწმობს, რომ ამერიკაც კი დაიღალა ისეთ მარგინალ ჯგუფთან ურთიერთობით და თანამშრომლობით, როგორიც სააკაშვილის გუნდია. ამიტომ ამერიკელებს ურჩევნიათ, აქცენტი გააკეთონ არა სააკაშვილის გუნდზე, არამედ - მათთვის ისეთ მისაღებ და პროგრესულ ძალაზე, როგორიც არის ირაკლი ალასანიას პარტია...


- რომ მესაუბრებით, „პროგრესული" და „მისაღებიო", თქვენც ასე ხომ არ ფიქრობთ ალასანიაზე?

 

- არა, ასე ნუ იფიქრებთ, მე ნამდვილად ასე არ ვფიქრობ. თუ გახსოვთ, მან თავიდან გააკეთა განცხადება, რომ შესაძლებელია ვითანამშრომლოთ „ნაციონალებთანო", მაგრა ამას ისეთი მწვავე რეაქცია მოჰყვა, მერე უკან წაიღო ეს სიტყვები. ამ დროს, ალასანიას ნამდვილად სურს „ნაციონალებთან" თანამშრომლობა, რადგანაც იქ საერთო მეგობრები ჰყავს. ეს ადამიანი ამერიკაში რომ მიდიოდა თავდაცვის მინისტრის რანგში, „ნაციონალებს" იქ უხდიდა მადლობას: დავაკვირდეთ „რესპუბლიკელების" ქცევასაც, მათაც სურდათ ალასანიას შეერთებოდნენ და ეს ორჭოფობა უსუფაშვილის სიტყვამ გადაწყვიტა. ყველაფერი ამის გათვალისწინებით, უახლოეს ხანში ბევრი საინტერესო ამბავი გველის.


გადავწყვიტეთ, კომენტარისთვის ირაკლი ღლონტისა და „ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებს დავკავშირებოდით, რათა ფაქტები გადაგვემოწმებინა. სამწუხაროდ, ჩვენი გასაუბრება ვერ შედგა. ერთადერთი ნიკა მელიას დავუკავშირდით და მან ჩვენს მესიჯს ღიმილიანი „სმაილიკით" უპასუხა. დაველოდოთ, ბოლოს ვინ დარჩება გაღიმებული.

 

თამარ ოქრუაშვილი

გაზეთი „კვირის ქრონიკა"


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016