ოკუპირებული ე.წ. სამხრეთ ოსეთის დეფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ბორის ჩოჩიევი აცხადებს, რომ რადგან ქართული მხარე უარს ამბობს ძალის გამოუყენებლობის შესახებ ხელშეკრულების გაფორმებაზე, „საჭირო არაა დიდი პოლიტიკოსობა იმის მისახვედრად, რომ "ისინი ომისთვის ემზადებიან". ამის შესახებ ჩოჩიევმა სააგენტო "რესთან" ისაუბრა.
"როდესაც საქართველო არ გვაძლევს არავითარ გარანტიებს თავდაუსხმელობის შესახებ, რაღა დაგვრჩენია გარდა იმისა, რომ სამხრეთ ოსეთის ხელმძღვანელობამ დაიცვას საკუთარი ქვეყანა და ხალხი. ამიტომ, მივმართეთ რუსეთის ხელისუფლებას, გაფორმდეს ახალი ხელშეკრულება, რომელშიც პირველ ადგილზე იქნება სამხედრო კავშირი, ჯარების გაერთიანებული დაჯგუფება, სამხრეთ ოსეთში ამაღლებული სოციალური სტანდარტები და სხვა საკითხები", - განაცხადა ჩოჩიევმა.
(მოამზადა ნინი მოდრეკილმა)