reportiori.ge - არასამთავრობოებმა ბესელია-ფოფხაძე-სესიაშვილის კანონპროექტის მიღება გააპროტესტეს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 24 თებერვალი, 2025. 17:54
რეგიონები
არასამთავრობოებმა ბესელია-ფოფხაძე-სესიაშვილის კანონპროექტის მიღება გააპროტესტეს
ავტორი:
28 ნოემბერი, 2014. 12:19


არასამთავრობო ორგანიზაციებმა უკანონო მოსმენებთან დაკავშირებით პარლამენტის მიერ პირველი მოსმენით მიღებული ბესელია-ფოფხაძე-სესიაშვილის კანონპროექტი ქუთაისში, პარლამენტის შენობასთან აქციით გააპროტესტეს.



აქციის მონაწილეები ე.წ.გასაღების კვლავ შსს-სთვის დატოვებას არ ეთანხმებიან და კანონპროექტს „დრაკონულ" კანონს უწოდებენ.


 

„ყველაზე ნაკლებად სასურველ კანონზე შეაჩერა პარლამენტმა არჩევანი. ამ სირცხვილის თაობაზე ნათელი წარმოდგენა თვითონ საკითხის ინიციატორებსა და მასში ჩართულ პირებს არ აქვთ. გუშინ საქართველოს პარლამენტმა არ შეასრულა ამომრჩევლის დაკვეთა", - აცხადებს „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" ხელმძღვანელი ნინო ლომჯარია.



გაზეთ „რეზონანსის" მთავარი რედაქტორის ლაშა ტუღუშის განცხადებით კი, პარლამენტმა ისეთი კანონი უნდა მიიღოს, რომელიც ქვეყანას ეკადრება.


 

„არ შეიძლება, ვიღაცები ჩვენს მოქალაქეებს უძვრებოდნენ გულში, სულში, ჯიბეში. იმედი მაქვს, ისეთ კანონს მივიღებთ, რომელიც ჩვენს ქვეყანას ეკადრება", - აცხადებს ტუღუში.



არასამთავრობო ორგანიზაციები საპროტესტო აქციების გამართვას თბილისშიც გეგმავენ.


 

19 იანვარი, 2016. 18:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016