reportiori.ge - სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაკავებულ მაღალჩინოსანს პატიმრობა გირაოთი შეეცვალა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 19 სექტემბერი, 2024. 19:52
სამართალი
სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაკავებულ მაღალჩინოსანს პატიმრობა გირაოთი შეეცვალა
ავტორი:
19 ივლისი, 2013. 18:22

სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაკავებული მაღალჩინოსნებიდან ერთ-ერთს, ომარ თედორაძეს, სასამართლომ აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა სამი ათასლარიანი გირაოთი შეუცვალა. თედორაძის ადვოკატის, სოსო ბარათაშვილის, ინფორმაციით, სასამართლო პროცესი "ჯოენის" კლინიკაში გაიმართა, სადაც ბრალდებული  სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან საოპერაციოდ გადაიყვანეს.

   სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამმართველოს უფროსი ომარ თედორაძე 18 ივნისით დათარიღებულ გამოკითხვის ოქმში , სასურველი ჩვენების მისაღებად პროკურატურის მხრიდან  მასზე განხორციელებულ ზეწოლაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ თუ ზეწოლას ვერ გაუძლებდა, თავს მოიკლავდა , რაზეც მთელი პასუხისმგებლობა პროკურორ რიჟამაძეს დაეკისრებოდა.

ომარ თედორაძეს სხვა დაკავებულ მაღალჩინოსნებთან ერთად ბრალი  განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხების გაფლანგვაში, სამსახურებრივ გულგრილობასა და ექსპერტებზე ზეწოლაში ედება. 

 

 

 

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016