reportiori.ge - რუსეთში ქართველი კანონიერი ქურდები დააკავეს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 19 სექტემბერი, 2024. 19:52
სამართალი
რუსეთში ქართველი კანონიერი ქურდები დააკავეს
ავტორი:
19 ივლისი, 2013. 18:36

რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ სამი ქართველი და რამდენიმე რუსი კანონიერი ქურდის დაკავების ამსახველი ვიდეომასალა გაავრცელა. კადრებში ის შეირაღებაც ჩანს, რომელიც ეკატერინბუგში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად ქართველი კანონიერი ქურდების მანქანებიდან ამოიღეს.

 

შეგახსენებთ, კანონიერი ქურდების შეკრება რუსმა სამართალდამცველებმა ეკატერინბუგში ჩაშალეს, სადაც სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულია ათობით კრიმინალური ავტორიტეტი მათ შორის არიან ქართველებიც. სვერდლოვსკის პოლიციის მთავარი სამმართველოს ინფორმაციით შეკრების დროს დააკავეს რამდენიმე ქართველი კანონიერი ქურდი მათ შორის გია თბილისკი“, ზურაბ თევთიძე და პაატა ლანგვილავა.

 

შეკრებას ეკატერინბურგში, სპეციალურად რუსეთის სხვდასხვა ქალაქებიდან ჩასული კანონიერი ქურდები ესწრებოდნენ.

 

 

რუსი სამართალდამცველების ინფორმაციით, სპეცოპერაციის დროს "კანონიერმა ქურდებმა" წინააღმდეგობის გაწევაც კი ვერ მოასწრეს, რადგან სპეცრაზმი კაფეში, სადაც შეკრება მიმდინარეობდა მოულოდნელად შევიდა და დაკავების სპეცოპერაცია დაიწყო. კაფე ამ დროს "კანონიერ ქურდებს" დახურული ჰქონდათ და იქ გარეშე პირები არ იმყოფებოდნენ. ჩხრეკის შედეგად კანონიერ ქურდების ავტომობილებიდან იარაღი ამოიღეს, რომელიც ექსპერტიზაზე გადააგზავენს.




 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016