თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" წევრმა, ჯაბა სამუშიამ „რეპორტიორის" პრეს-კლუბში ბრიფინგი გამართა
„ როცა 25 ადამიანი ითხოვს რომ ჩატარდეს რიგგარეშე სხდომა, რა უფელაბა აქვს თავმჯდომარეს, ეს სხდომა არ ჩაატაროს? ეს არის შეურაწყოფა თვითონ კოლეგების. მე მესმის, რომ აქ უკვე პოლიტიკური თემაა, ეს თემა საკრებულოზე არ დაწყებულა, ეს დაიწყო წლების წინ მაშინ როდესაც დღევანდელ საკრებულოს „ნაციონალურ მოძრაობის" ფრაქციას, ხმის ჩახლეჩვამდე ვუყვიროდით... როდესაც გამოვდიდოდით და ვამბობდით, რომ დასუფთავების გადასახადი ხელოვნურადაა გაზრდილი. თურმე ეს ყველაფერი ნაციონალების აგიტატორებისთვის იხარჯებოდა. დღეს მოველოდი „ნაციონალურო მოძრაობის" წევრების მხრიდან კაცურ ნაბიჯს, ისეთს როგორიც თავის დროზე დავით საგანელიძემ გადადგა, როდესაც თავად დაწერა განცხადება საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობიდან გადადგომის მოთხოვნით, კაცი სკამს არ უნდა ჩამოებღაუჭო, კაცურად უნდა მოიქცე!"- აცხადებს ჯაბა სამუშია.