განა პარადოქსი არ არის, რომ სააკაშვილმა, რომელმაც გაანადგურა ქართული მეცნიერება და ღვაწლმოსილი კორიფეები ჩარეცხა, ახლა მეცნიერების მეცენატის როლში გვევლინება და თავისი სახელობის ბიბლიოთეკას ხსნის? სინამდვილეში რა მიზანი აქვს ამ ბიბლიოთეკის არსებობას, ამის შესახებ გვესაუბრება ახალგაზრდული ორგანიზაცია „თავისუფალი თაობის" ერთ-ერთი ლიდერი ლადო სადღობელაშვილი.
- მას შემდეგ, რაც 2012 წლის 1 ოქტომბერს ქართველმა საზოგადოებამ ნაციონალურ რეჟიმს მრისხანების მუშტი აგემა, სააკაშვილმა თადარიგი დაიჭირა, ჩვეული ფარისევლური გადაწყვეტილება მიიღო და საბოტაჟის განსახორციელებლად ამფსონი კრიმინალებისთვის ერთგვარი შტაბბინა ააშენა. თანაც, ეს ვერაგობა ლიტერატურასა და მეცნიერებაზე ზრუნვის ბრჭყვიალა ქაღალდში შეფუთა! აი, ასე გაჩნდა ქალაქის ცენტრში „სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკა", რომელიც სინამდვილეში ნაციონალური მოძრაობის, „თავისუფალი ზონის", „პიკასოს კლუბის" და ქართველი საზოგადოების ნების წინააღმდეგ განწყობილი სხვა სატელიტი ორგანიზაციების თავშესაფარს წარმოადგენს! თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი ეს დაწესებულება, რომელსაც ანდრო ბარნოვი ხელმძღვანელობს, შიგნიდან ნაკლებად ტოვებს ბიბლიოთეკის შთაბეჭდილებას.
- ლადო, რა იცი, შიგნით რა ხდება?
- ჩვენი ორგანიზაციის წევრებმა იქ შეაღწიეს და დაათვალიერეს. წიგნის გამოტანისა და წაკითხვის სურვილიც გამოხატეს, თუმცა, როცა ერთი კონკრეტული სამეცნიერო სახელმძღვანელო მოიკითხეს, დამხვდურ პერსონალს თვალები გაუფართოვდა - მისამართი შეგეშალათო. ინფორმაცია ბარნოვამდე მისულა და მომენტალურად გაურკვევიათ, რომ მკითხველი „მათიანი" არ იყო. წიგნები იქ მხოლოდ თვალსაჩინოების მიზნით აწყვია. რეალურად, შენობაში ტარდება ნაციონალების და მათი სატელიტი ორგანიზაციების შეკრებები, კედელზე დამონტაჟებული უზარმაზარი ეკრანიდან კონფერენციის რეჟიმში ერთვებათ მათი ბოროტი პატრონი სააკოვი და ასე ერთობლივად განიხილავენ საბოტაჟის თუ სახელმწიფოს წინააღმდეგ სხვა ავანტიურისტულ გეგმებს!
- ანუ, თუ ნაცების მომხრე არ არის, მკითხველი იქ ვერ შევა?
- საქმე იაშია, რომ იმ „ბიბლიოთეკაში" წიგნის მოსათხოვად და წასაკითხად არავინ შედის! შესაძლოა, თითო-ოროლა მართლაც მიდის, მაგრამ ისინიც ნაცების გარემოცვის წარმომადგენლები არიან. უცხო ადამიანებს კი, ადგილობრივი პერსონალი მომენტალურად შიფრავს და არცთუ ორაზროვნად, აგრძნობინებს, რომ მისი აქ ყოფნა არ სიამოვნებთ. ბიბლიოკეთის შესასვლელშიც, წარწერა - „სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკა" - იდეოლოგიურ მემკვიდრეობას უსვამს ხაზს. ფარისველობაა, რომ ბიბლიოთეკას აარსებს სააკოვი, რომელმაც გააუქმა სამეცნიერო ლაბორატორიები, მეცნიერებათა აკადემია, ჩარეცხა მეცნიერების კორიფეები და მათ ადგილას სოროსელი ლიბერასტები გაამწესა. იქ იკრიბებიან ცნობილი ავანტიურისტები და ჩამშვებები, მაგალითად, მუხრან ბურჭულაძე, რომელმაც თავისი ბავშვობის ძმაკაცები მობილურის გამო დააჭერინა... ახლა ბურჭულაძე სწორედ სააკოვის ბიბლიოთეკაში მართავს თავისი ახალდაფუძნებული არასმთავრობო ორგანიზაციის პრეზენტაციას. რაც ავლაბრის საპრეზიდენტო რეზიდენციიდან სააკაშვილი აიბარგა, მისმა გარემოცვამ სწორედ ამ „ბიბლიოთეკაში" დაიდო ბუდე! ვიღაცებმა უკვე დაიწყეს ჩვენს მიმართ შავი პიარი, თითქოს ჩვენ ბიბლიოთეკას ვებრძვით. თუმცა, ხმამაღლა ვაცხადებ: იქ ბიბლიოთეკა არ არის, იქ სააკოვის და ნაცების ბუნაგია! ძირს სააკოვის ბიბლიოთეკა!
- მართლაც ბიბლიოთეკა რომ იყოს, ოღონდ სააკაშვილის სახელი ერქვას, მაინც გაილაშქრებდი?
- როგორ შეიძლება, კაცობრიობისა და ქართველი ხალხის სისხლში ამოთხვრილი დიქტატორის სახელობის ბიბლიოთეკა არსებობდეს?! მაშინ აღვადგინოთ ლენინის სახელობის მუზეუმი, მარქსიზმ-ლენინიზმის ინსტიტუტი, დავაარსოთ სერგო ორჯონიკიძის სახელობის კულტურის სახლი, ფილიპე მახარაძის სახელობის უნივერსიტეტი, ჰიტლერის სახელობის საავადმყოფო... ხალხი აუცილებლად უნდა გამოვიდეს და ბოროტების ამ ბუნაგის გაუქმება მოითხოვოს, რადგან სააკოვმა მთელი საქართველო აბუჩად აიგდო! უახლოეს დღეებში ჩვენ გავაკეთებთ ორგანიზებას და ამ ბუნაგს „ამოვქოლავთ!" და თუ შენობა მარტო ნაცებს კი არა, ქართველ საზოგადოებასაც ეკუთვნის, მე „ასავალ-დასავალის" ფურცლებიდან მივმართავ ანდრო ბარნოვს: გამომიყოს ბრიფინგისთვის დრო, რომ სწორედ იმ „ბიბლიოთეკიდან" ვამხილო სააკოვის დანაშაულები! ბიბლიოთეკის გაუქმების მოწოდებით კი არა, სააკოვის ბუნაგის გაუქმების მოწოდებით გამოვდივარ. საქართველოში რომ ასეთ ბუნაგებს ქმნიან, წარმოგიდგენიათ, როგორი ბუნაგები ექნებათ მოწყობილი უცხოეთში?
- გატყობ, კიდევ რაღაც ინფორმაციის გამხელა გსურს. რომელ უცხოურ ბუნაგზე საუბრობ?
- ამერიკაში, ნიუ-იორკში, მანჰეტენზე, ერთ-ერთი რესტორანი სააკაშვილის კრიმინალურმა ბანდამ თავშესაყარ ბუნაგად აქცია. ეს არ გამიკვირდებოდა, ამ ბუნაგში ამჟამინდელი საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლების სტუმრობის შესახებ რომ არ მიმეღო უტყუარი ინფორმაცია. ნაცებთან ერთად იქ ილხენენ ალასანიას პარტიის წევრი ნინო გოგუაძე, დათა ახალაიას კუდ-ის ჩინოვნიკი ქეთევან მიქაძე, ასევე „ქართული ოცნების" წარმომადგენელი პარლამენტში ნაძალადევის რაიონიდან თამარ კორძაია.
სურათი, რომელსაც წარმოგიდგენთ, გადაღებულია სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ და დროსტარებაში მონაწილეობს დიქტატორის ერთგული ქალბატონი ხათუნა გოგორიშვილი! სწორედ გოგორიშვილმა შეახვედრა „მეოცნებე" ქალბატონები სააკაშვილს და ძნელი წარმოსადგენი არ არის, რომ მათი საუბარი შეეხებოდა მნიშვნელოვან თემას, თუ ერთობლივად როგორ აწარმოონ საბოტაჟი ქართული სახელმწიფოს და პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის წინააღმდეგ, როგორ ჩააგდონ პარლამენტში კანონები (ამას ისინი წარმატებით უკვე ასრულებენ), გამოიწვიონ კრიზისი და დესტაბილიზაცია. ეჭვი მეპარება, ამ შეხვედრის შესახებ სცოდნოდათ „ქართული ოცნების" ხელმძღვანელებს და პირადად ირაკლი ღარიბაშვილს. ამიტომ ახლა მივმართავ ხელისუფლებას, ალაგმეთ კოალიციის ზურგს უკან ფარული გარიგებები ნაცებთან და ჩაახშეთ შეთქმულება ქართველი საზოგადოების წინააღმდეგ! ვიდრე შეთქმულების მიზნით ასეთი ბუნაგები არსებობს, ქართული სახელმწიფო და ქართველი ხალხი მუდამ გადატრიალების რისკის ქვეშ იქნება!
ესაუბრა ზაზა დავითაია
გაზეთი „ასავალ-დასავალი"