კონფლიქტები
გრიგორი კარასინი: საქართველოსთან ურთიერთობების ნორმალიზებაში პაუზა არ არსებობს
02 დეკემბერი, 2014. 10:01
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი მიიჩნევს, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობის ნორმალიზებაში პაუზა არ არსებობს. ამის შესახებ ინფორმაციას "რია ნოვოსტი" ავრცელებს.
"ურთიერთობების ნორმალიზებაში პაუზა არ არსებობს. არსებობს პერიოდი, როდესაც უნდა იფიქრო, როგორ იმოქმედო მომავალში, გაიაზრო ყველაფერი. სიტყვა "პაუზა" მე არ მომწონს. ნორმალიზება იმ სფეროებში გაგრძელდება, რომელშიც შესაძლებელია. საქართველოს წარმომადგენლებთან ერთად ვფიქრობთ, როგორ ავაწყოთ მომავალი მუშაობა. ახალ წლამდე, ვფიქრობ, შეხვედრა არ გვექნება. მომავალი წლის დასაწყისში ვიფიქრებთ თარიღზე, თუ როდის უნდა შევხვდეთ", - განაცხადა კარასინმა.
(მოამზადა ნინი მოდრეკილმა)
12 თებერვალი, 2016. 11:05
19 დეკემბერი, 2015. 13:29
05 ნოემბერი, 2015. 12:49
29 ოქტომბერი, 2015. 12:32
13 ოქტომბერი, 2015. 14:18
26 აგვისტო, 2015. 13:42
13 აგვისტო, 2015. 12:49
04 აპრილი, 2015. 10:36
03 აპრილი, 2015. 20:10
12 მარტი, 2015. 20:18
28 თებერვალი, 2015. 15:39
21 თებერვალი, 2015. 12:07
18 თებერვალი, 2015. 18:30
17 თებერვალი, 2015. 20:02