reportiori.ge - „ნაციონალურმა მოძრაობამ“ სასამართლოს სარჩელით მიმართა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
კვირა, 10 ნოემბერი, 2024. 07:08
პოლიტიკა
„ნაციონალურმა მოძრაობამ“ სასამართლოს სარჩელით მიმართა
ავტორი:
19 ივლისი, 2013. 18:47

„ნაციონალები" საკრებულოსთან დაკავშირებით „ქართული ოცნების" გადაწყვეტილებას არ ეთანხმებიან. თბილისის საქალაქო სასამართლოში საკრებულოს წევრმა თემურ გრიგალაშვილმა და მასთან ერთად ფრაქცია „ნაცმოძრაობის" რამდენიმე წევრმა სარჩელი უკვე შეიტანეს. თემურ გრიგალაშვილი და საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე მამუკა ახვლედიანი საკრებულოს სხდომას არალეგიტიმურად აფასებენ და 25 პირის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას აპროტესტებენ.

სხდომის დასრულების შემდეგ მამუკა ახვლედიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას განცხადა, რომ სხდომა ძალისმიერი მეთოდებით ჩატარდა.

„სხდომა იყო სრულიად არალეგიტიმური. არსებობდა ძალიან ბევრი იურიდიული ლაფსუსი. ამ დეპუტატებს არ ჰქონდათ  სხდომის მოწვევის უფლება, მაგრამ გამოიყენეს ძალისმიერი მეთოდები.  ჩვენი ფრაქცია ამ სხდომის შედეგებს არ ცნობს.  თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის თანანმდებობაზე ირაკლი შიხიაშვილის  კანდიდატურას კატეგორიულად არ დაუჭერთ მხარს. კოალიცა „ქართულ ოცნებაში" არის გაუგებრობა და შეუთანხმებლობა. ფრაქციის ნაწილი შიხიაშვილის კანდიდატურას მხარს არ უჭერს. რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, დაჩქარებული მეთოდებით უნდათ ამ გადწყვეტილების სისრულეში მოყვანა, რადგნა პრემიერ-მინისტრი ამ საკითხთან დაკავშირებით საქმის კურსში არ არის. ცდილობენ ფოსტფაქტუმ გააცნონ მიღებული გადაწყვეტილება",- განცხადა საკრებულოს უკვე ყოფილმა თავმჯდომარემ, მამუკა ახვლედიანმა.

შეგახსენებთ, დღეს საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე უმრავლესობის წევრებმა მამუკა ახვლედიანი თანამდებობიდან გადააყენეს. 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016