reportiori.ge - თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი პირველი ლედის პატრონატით იმართება
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 25 თებერვალი, 2025. 02:39
კულტურა
თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი პირველი ლედის პატრონატით იმართება
02 დეკემბერი, 2014. 13:01


საქართველოს პირველი ლედი მაკა ჩაჩუა თბილისის მე-15 საერთაშორისო კინოფესტივალის გახსნას დაესწრო. კინოთეატრ „ამირანში" ირანელი კინორეჟისორის მოჰსენ მახმალბაფის ფილმის „პრეზიდენტი" ჩვენება გაიმართა. ფილმში, რომელიც ჩიკაგოს კინოფესტივალზე საუკეთესოდ აღიარეს და მთავარი პრიზი „ოქროს ჰუგო" დაიმსახურა, 50-მდე ქართველი მსახიობი მონაწილეობს და ის  საქართველოშია გადაღებული.



თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალზე წარმოდგენილია საუკეთესო ფილმები როგორც საქართველოდან, ისე მთელი მსოფლიოდან. ფესტივალის პრიზია „ოქროს პრომეთე", რომლითაც გამარჯვებული ფილმი დაჯილდოვდება. ფესტივალი მნიშვნელოვანია იმითაც, რომ ფილმების ჩვენების გარდა, იმართება პროფესიული  შეხვედრები, დისკუსიები, რომლებიც საქართველოში ამ დარგის განვითარებასა და ახალგაზრდა კინემატოგრაფისტთა პროფესიულ ზრდას უწყობს ხელს. უკვე ტრადიციად იქცა ის, რომ ფესტივალი ყოველ წელს ირჩევს ქართველი საზოგადოებისთვის საინტერესო და აქტუალურ თემებს, რომელსაც მისი მესვეურები კონკრეტული ფერით გამოხატავენ. წელს ფესტივალი ეკოლოგიურ პრობლემებს ეძღვნება და მწვანე ფერისაა.



თბილისის მე-15 საერთაშორისო კინოფესტივალი, რომელიც  6 დეკემბერს უმბერტო პაზოლინის ფილმით „წყნარი ცხოვრება" დასრულდება, პირველი ლედის პატრონატით იმართება.


 

01 თებერვალი, 2016. 02:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016