reportiori.ge - ყველა დამნაშავე თუ „ნიჭიერია“ და ყველანი წყაროს წყალივით სუფთა ხართ, მობრძანდით, პროკურორებო და მე დამაპატიმრეთ!!!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 18:47
პრეს-დაიჯესტი
ყველა დამნაშავე თუ „ნიჭიერია“ და ყველანი წყაროს წყალივით სუფთა ხართ, მობრძანდით, პროკურორებო და მე დამაპატიმრეთ!!!
ავტორი:
02 დეკემბერი, 2014. 20:06


ცოტა ხნის წინ, „ექსკლუზივ ნიუსს" მიაწოდეს ინფორმაცია, რომ გენერალური პროკურორის ყოფილი პირველი მოადგილე, ლაშა ნაცვლიშვილი, სამართალდამცავ ორგანოებთან პრობლემების გამო საქართველოდან გაიქცა და თავი უცხოეთს შეაფარა. ასევე გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს გენერალურმა პროკურატურამ მასზე სისხლის სამართლის საქმე აღძრა, უახლოეს პერიოდში ძებნის დადგენილებას გაამზადებს, რის შემდეგაც ლაშა ნაცვლიშვილი ოფიციალურად ძებნილად გამოცხადდებაო. ამის შესახებ, საინფორმაციო სააგენტო „ექსკლუზივ  ნიუსმა"  რამდენიმე  სტატიაც გამოაქვეყნა.


ახლახან კი „ექსკლუზივ ნიუსს" მიაწოდეს ინფორმაცია, რომ ლაშა ნაცვლიშვილი გასულ კვირას, თავისი ცოლის დისშვილის ქორწილში იმყოფებოდა, კარგადაც მოულხენია და ხელისუფლების მაღალჩინოსნებთან უამრავი სურათიც გადაუღია.


შეგახსენებთ, რომ ლაშა ნაცვლიშვილის ცოლის დისშვილი ელენე კერძაია, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის თანამშრომელია, ცოლად გაჰყვა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ერთ-ერთ მაღალჩინოსანს,ზურაბ დიდიძეს. სწორედ კერძაია-დიდიძის ბედნიერების დღე იყო ლაშანაცვლიშვილისთვის საქართველოში ჩამოსვლის მიზეზი.


„ექსკლუზივ ნიუსი" ახალდაქორწინებულებს ბედნიერებას უსურვებს;  ამ ყველაფერში მთავარი ის კი არ არის, რომ ბიძა, ლაშა ნაცვლიშვილი, თავისი ცოლის დისშვილის ქორწილში იმყოფებოდა, არამედ ის, რომ ლაშანაცვლიშვილის მიმართ საზოგადოებაში უამრავი კითხვა დაგროვდა, ეს კითხვები კი დღემდე პასუხგაუცემელია.


უფრო კონკრეტულად გეტყვით, რომ ვრცელდებოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ლაშა ნაცვლიშვილმა და ზურაბ ადეიშვილის „მარჯვენა ხელმა", დავითჩხატარაშვილმა, ახალი ხელისუფლების პირობებში უამრავი სისხლის სამართლის საქმე „გააფუჭესო" და გენერალური პროკურატურა ნაცვლიშვილი-ჩხატარაშვილის მიერ გაფუჭებული საქმეების გამოძიებას გეგმავსო.


ლაშა ნაცვლიშვილი გენერალური პროკურორის მოადგილედ მუშაობისას, ნაცვლად იმისა, რომ ყველა დანაშაულებრივი ნოვაციის და შემოქმედების ავტორიჩხატარაშვილი დაესაჯა და დაეკავებინა, პირიქით მოიქცა - „დამნაშავე" გენერალურ პროკურატურაში მრჩევლად დანიშნა და მისგან რჩევებსაც კი იღებდა.


ცნობილია, რომ ლაშა ნაცვლიშვილისა და დავით ჩხატარაშვილის მეგობრობა ჯერ კიდევ შევარდნაძის ხელისუფლების დროს უშიშროების სამინისტროში დაიწყო; ჩხატარაშვილის შეფი იმ დროისთვის ლაშა ნაცვლიშვილი იყო. მოკლედ, ჩხატარაშვილი- ნაცვლიშვილის ტანდემი სწორედ იმ დროს ჩამოყალიბდა.


ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ, გენერალურ პროკურატურაში ჩხატარაშვილი-ნაცვლიშვილის ტანდემი კვლავ ბობოქრობდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსანთა მიერ ჩადენილი დანაშაულები ჩაიფარცხა და ამ კონკრეტული სისხლის სამართლის საქმეების ლობირებას, ძველი მეგობრები - ჩხატარაშვილი და ნაცვლიშვილიშეხმატკბილებულად ახერხებდნენ. სწორედ მათი მფარველობის შედეგადშეფერხდა და პრაქტიკულად, მუშაობა შეწყვიტა გენერალურმაპროკურატურამ ზურაბ ჟვანიას, დათა ახალაიას, ზურაბ ადეიშვილის,გიგი უგულავას, ლადო გურგენიძისა და სხვათა მიმართ კონკრეტული სისხლის სამართლის საქმეებზე.


მეგობრების ეს „ბედნიერება" დიდხანს არ გაგრძელდა და დავით ჩხატარაშვილიოთარ ფარცხალაძის გენპროკურორობის პირველ დღეებშივე დააპატიმრეს.ჩხატარაშვილის "პატრონმა" ლაშა ნაცვლიშვილმა კი საქართველო, თურქეთის გავლით, სასწრაფოდ დატოვა და ევროპას მიაშურა. ის ოჯახთან ერთად შვეიცარიაში იმყოფებოდა. ამის შესახებ ექსკლუზიური ინფორმაცია სწორედ საინფორმაციო სააგენტო "ექსკლუზივ ნიუსში" გამოქვეყნდა.


 ცნობილი გახდა, რომ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლის შემდეგ, როგორც მოსალოდნელი იყო, მილიარდერის კარზე ბევრი საეჭვო რეპუტაციის ადამიანი გამოჩნდა და მიუხედავად ყველაფრისა, საპატიო ადგილიც კი დაიკავა. ერთ-ერთი იყო ლაშა ნაცვლიშვილი, რომლის ნიჭიერებაზე  ყოფილი პრემიერიბიძინა ივანიშვილი ჟურნალისტებთან გაუთავებლად საუბრობდა. არადა, ამ„ნიჭიერმა" კაცმა, ლაშა ნაცვლიშვილმა საქართველო გაურკვეველვითარებაში დატოვა. საზოგადოებამ არც ის იცის, რა მიზეზით გადადგა ყოფილი გენერალური პროკურორის პირველი მოადგილე ლაშა ნაცვლიშვილითანამდებობიდან და არც ის, თუ რატომ დატოვა მან საქართველო!


არადა, მის ბიოგრაფიაში უამრავი უსიამოვნო შტრიხი იკვეთება: ლაშანაცვლიშვილის კარიერა პროკურატურაში დაიწყო. ის ჩუღურეთის რაიონის პროკურატურის გამომძიებლად მაშინ მუშაობდა, როცა ამ რაიონის პროკურორი გიორგი აგლაძე გახლდათ (ბატონი აგლაძე ამჟამად გარდაცვლილია). ლაშა ნაცვლიშვილი, ძირითადად, სისხლის სამართლის დანაშაულებს იძიებდა; ერთ-ერთი ასეთი იყო მოქალაქე ზაირა მ.-ს საქმე. ქალბატონზე საქმეთაღლითობის მუხლით იყო აღძრული. საქმის გამომძიებელი ლაშა ნაცვლიშვილი იყო. დანაშაულში ეჭვმიტანილი ზაირა მ. ლენინგრადის ქუჩაზე ცხოვრობდა, ნაცვლიშვილმა ის აიძულა, სახლი გაეყიდა. მანმართლაც გაყიდა სახლი, ოქროს ნივთები, ყველაფერი ღირებული, რაც კიოჯახს გააჩნდა და ფული ლაშა ნაცვლიშვილს მიუტანა. ამის შესახებ ინფორმაცია ქალბატონმა ზაირამ „ექსკლუზივ ნიუსს" დაუდასტურა.


ამ ფაქტის შესახებ, ინფორმაცია მაშინდელმა ქალაქის პროკურორმაც მიიღო, აწ განსვენებულმა ნუგზარ გაბრიჩიძემ გააფრთხილა ნაცვლიშვილი - ინფორმაციები მომდის შენზე და იცოდე, თუ დადასტურდა, არ დაგინდობო.


ნაცვლიშვილმა, რა თქმა უნდა, ყველაფერი უარყო. არადა, ვალების გამო, მას ფეხში ესროლეს. ის იძულებული გახდა, სახლი გაეყიდა და ვაკის ორ-ოთახიანი ბინა გაყიდა. ამის შემდეგაც, როგორც ჩვენი ინფორმატორი გვიყვება, ის მაინც არ დაოკდა და ერთ-ერთი კონკრეტული სისხლის სამართლის საქმე თავდაყირა დააყენა. მან მკვლელობის საქმეზე ფული აიღო. საქმე იმდენად გააფუჭა, რომ მოკლული დამნაშავედ გამოიყვანა და მკვლელი გაამართლაო. მისმა საქციელმა ქალაქის იმჟამინდელი პროკურორი ისე გააბრაზა, რომ ლაშა ნაცვლიშვილიპროკურატურიდან გააგდო. ყველაზე დიდი უბედურება კი ის იყო, რომ ყველაფრის მკადრებელი, პროკურატურიდან სამარცხვინოდ გაძევებული ლაშანაცვლიშვილი, მოულოდნელად უშიშროების მინისტრის მოადგილედ დაინიშნა. მაშინ მთელი პროკურატურის შემადგენლობა გაოგნებული იყო.


ლაშა ნაცვლიშვილის უშიშროების მინისტრის მოადგილედ დანიშვნისპერიოდს, პანკისში განვითარებული ცნობილი მოვლენები დაემთხვა.ნაცვლიშვილი პანკისის ხეობის ადგილობრივ ბარიგებს „ინფორმაციისმოძიების მიზნით" დაუახლოვდა. არადა, ყოველდღე „განგრეულ კაიფში"იყოო, - ამბობს ინფორმატორი. ამიტომ უშიშროების მინისტრი, ვალერი ხაბურძანია იძულებული გახდა, ის პანკისისთვის ჩამოეშორებინა და თბილისში გამოუშვა.

შემდეგ ლაშა ნაცვლიშვილი "რესპუბლიკური პარტიიდან" პარლამენტშიცკი მოხვდა.


ახალი ხელისუფლების პირობებში კი, ცნობილია, რომ ნაცვლიშვილის შესახებპოზიტიურ ინფორმაციას ბიძინა ივანიშვილთან გია ხუხაშვილიეზიდებოდა. სწორედ ამიტომ გაიძახოდა ბიძინა ივანიშვილი, რას ერჩით ლაშანაცვლიშვილს, ერთი ნიჭიერი კაციაო. ამ "ნიჭიერმა" კაცმა კი ახალი ხელისუფლების სახელი ლაფში ამოსვარა და ხალხს სამართლიანობის აღდგენის იმედი საბოლოოდ გაუქრო, ნაცვლიშვილმა ყველა გაგვსვარა და ჩაგვითრია სიბინძურეში. იმდენად დაბურდული ქსელი შექმნა კორუფციისა, ძალიანაც რომ შეეცადო თავის გამართლებას, ძალიან გაჭირდებაო, - აცხადებს „ექსკლუზივნიუსთან" საუბარში ლაშა ნაცვლიშვილის ერთ-ერთი მსხვერპლი, რომელიც დღესაც ხელისუფლების მაღალჩინოსანია. „მან ყველაფერი გააკეთამეგობრების და ახალი ხელისუფლების საწინააღმდეგოდ", წავიდა დაყველა ფეხებზე დაგვიკიდა...



როგორც მოგახსენეთ, გენერალურ პროკურორად ოთარ ფარცხალაძისდანიშვნისთანავე, დავით ჩხატარაშვილი დააკავეს და ლაშა ნაცვლიშვილმა საქართველო დატოვა. გენერალურმა პროკურორმა კი ყველა იმ საქმეზე, რომლის გამოძიებასაც უშუალოდ ლაშა ნაცვლიშვილი ზედამხედველობდა, თავიდან დაიწყო გამოძიება: ზურაბ ჟვანიას, სანდრო გირგვლიანის, ბუტა რობაქიძის,დავით კეზერაშვილის, გიგი უგულავას, გიგა ბოკერიას, ასევე"საქართველოს ბანკის" და "ლიბერთი ბანკის" წილების უკანონოდ ხელშიჩაგდების საქმეები, სადაც ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგიქადაგიძე და ყოფილი პრემიერი ლადო გურგენიძე ფიგურირებს. ასევე კეზერაშვილის საქმესთან ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისმონაწილეობა მომხდარ დანაშაულში.


სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ ეს ადამიანი ერთ წელზე მეტ ხანს, საპასუხისმგებლო თანამდებობაზე მუშაობდა. ის გენერალური პროკურორის პირველი მოადგილე გახლდათ.


„ექსკლუზივ ნიუსის" ინფორმაციით, გენერალური პროკურატურა ყოფილი პროკურორის პირველ მოადგილეს, ლაშა ნაცვლიშვილს ზურაბ ჟვანიასმკვლელობის საქმის გაფუჭებისა და მიხეილ სააკაშვილისმფარველობისთვის მოსთხოვს პასუხს, ასევე იმ პირთა და ბიზნესმენთა ლობირებაშიც დაადანაშაულებს, რომლებიც „ნაციონალური მოძრაობის"ფავორიტ ბიზნესმენებად იყვნენ ცნობილნი და მათი დანაშაულის მიჩქმალვასლაშა ნაცვლიშვილი გია ხუხაშვილთან ერთად აწარმოებდა. ბიზნესმენთა ფინანსური მაქინაციების გაშიფვრაში კი ნაციონალების „ტვინი", დავითჩხატარაშვილი ეხმარებოდა. მოკლედ, ე.წ. „ტროიკა" საქმეებს გარკვეული თანხის საფასურად აფუჭებდნენო-აცხადებს კონფიდენციალური წყარო. ჰოდა, ერთი „გამფუჭებელი" დავით ჩხატარაშვილი პროკურატურამ  პატიმრობიდან გაათავისუფლა, მეორე - ლაშა ნაცვლიშვილი კი შვეიცარიაში გაიქცა, რომელიც ცოლის დისშვილის ქორწილში უპრობლემოდ ჩამოვიდა; მესამე - გია ხუხაშვილი„ინტელექტუალური ანალიზით" თავს გვაწონებს და ტვინს გვიბურღავს. ამასობაში გენერალური პროკურატურა გულხელდაკრეფილია.


ამ ყველაფრის შემდეგ კი, ცოტა უცნაური განცდა მეუფლება: ყველადამნაშავე თუ „ნიჭიერია", ეს ნიჭიერები თუ ქვეყნიდან ნაქურდალიდიდი თანხებით თავქუდმოგლეჯილი გარბიან, შემდეგ ისევუპრობლემოდ გადაადგილდებიან; უკაცრავად, მაგრამ, ვის მოვუხადობოდიში: „დამნაშავე" ნაცვლიშვილს, „სამართლიან" პროკურატურას თუბიძინა ივანიშვილს, რომელსაც „ნიჭიერი ანგელოზი გავულანძღე? ჰოდა,რადგანაც ყველანი წყაროს წყალივით სუფთა ხართ, ამიტომ მობრძანდით,პროკურორებო და მე დამაპატიმრეთ, მე ვარ დამნაშავე, აღასრულეთსამართლიანობა!




(წყარო: ექსკლუზივნიუსი, დარეჯან ლიპარტელიანი)


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016