„რა თქმა უნდა, თბილისის საკრებულო დაიბრუნებს, იმას რაც წაართვეს, რაც კანონით გადაცემულა მერიაზე. ჩვენ არ გამოვრიცხავთ, რომ მივმართოთ საქართველოს პარლამენტს თხოვნით, რომ თანდათანობით დაიწყოს მთელი რიგი უკანონო გადაწყვეტილებების გაუქმება და თვითმმართველობაში აღდგენა, ვინაიდან ის, რომ ქალაქის საკრებულოს არა აქვს არც ერთი ბერკეტი, აკონტროლოს მერიის შესაბამისი ორგანოები, ეს არის დასჯადი"- ამის შესახებ საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ ჯაბა სამუშიამ „ რეპორტიორის" პრეს - კლუბში განაცხადა.
სამუშიას განცხადებით სრული უფლება აქვს თბილისი მერს არ დაესწროს საკრებულოს სხდომებს, თუმცა უწებას ფრაქციის და პოლიტიკური ორგანოს სხდომაზე სამსახურის რიგითი თანამშრომელის გამოაგზავნა შეუძლია.
„არ არსებობს არცერთი დასჯადი მუხლი, რითაც მე შემიძლია ვაიძულო მერიის კონკრეტული სამსაუხრის უფროსს, რომ ის მოვიყვანო საკრებულოში. გარდა ამისა, ერთადერთხელ გამოვიდა სიტყვით სამი წლის მანძილზე, ქალაქის მერი, საქართველოს საკრებულოს წინაშე. ამით ყველაფერი ნათქვამია. ეს არის ყველაფერი ნათელი, თუ რასთან გვაქვს ჩვენ საქმე. ჩვენ თუ გვინდა ასეთი საკრებულო აგერაა, მაგრამ მე დამიჯერეთ, თბილისელებს ასეთი საკრებულო არ სჭირდება" - აცხადებს ჯაბა სამუშია.