reportiori.ge - რა გარიგება შედგა სააკაშვილსა და პოროშენკოს შორის?
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 19:34
პრეს-დაიჯესტი
რა გარიგება შედგა სააკაშვილსა და პოროშენკოს შორის?
ავტორი:
05 დეკემბერი, 2014. 21:00



რა გავლენა აქვს სააკაშვილს უკრაინაში? რის სანაცვლოდ მიდიან ქართველები უკრაინაში მაღალ პოსტებზე სამუშაოდ?


„ალიას", ყოფილი პოლიტპატიმარი, ტრისტან წითელაშვილი ესაუბრა:


- დავიწყოთ იმით, რომ სააკაშვილის ყოფილ მინისტრებზე, რომლებზეც სისხლის სამართლებრივი დევნა მიმდინარეობს და ძებნაა გამოცხადებული საერთაშორისო მასშტაბით, დღეს ინიშნებიან უკრაინაში, ზოგი მინისტრებად, ზოგი მოადგილეებად. პოლიტიკური თვალსაზრისით, როცა ერთი სახელმწიფო, მაღალ თანამდებობაზე, მეორე სახელმწიფოში კრიმინალებად აღიარებული ადამიანები ინიშნებიან, ეს იმას ნიშნავს, რომ ის არ ითვალისწინებს ამ ქვეყნის  გადაწყვეტილებებს, რა აქვს მიღებული ამა თუ იმ პირის მიმართ. უკვე მიმდინარეობს პოლიტიკური გაციების პროცესი უკრაინა-საქართველოს შორის, იმის ნაცვლად, რომ პოლიტიკურად და ეკონომიკურად ურთიერთობები გაღრმავდეს, პირიქით, ჩვენს აზრებსა და შეხედულებებს უკრაინა არ ითვალისწინებს. ეს პროცესი ხდება იმიტომ, რომ უკრაინა ძალიან მძიმე მდგომარეობაშია როგორც სამხედრო მოქმედებების თვალსაზრისით, ისე ეკონომიკურად. როცა ქვეყანაში მიმდინარეობს საბრძოლო მოქმედებები, ეკონომიკა ნულამდე დავიდა. თუ არ მოხდა ამ დროს მეგობრებისა და პარტნიორების დახმარება იმ რაოდენობით, რომ ცოტა სული მოითქვას ეკონომიკამ, ქვეყანა დასუსტდება. დაპირებების მიუხედავად,უკრაინას დასავლეთიდან დახმარება შეეზღუდა. მას ჰპირდებოდნენ ფინანსურ დახმარებასაც და ტექნიკასაც, მაგრამ აღმოჩნდა, რომ უკრაინა მოატყუეს, დახმარება არ ჩანს. ამ დროს აქტიურობს სააკაშვილი, მან თავისი ნაცნობობით, მიაღწია იმას, რომ შეთანხმდა პოროშენკოსთან, უკრაინის პრეზიდენტთან, რომ, თუ მისი გუნდი უკრაინაში იქნებოდა წარმოდგენილი და მოხდებოდა მისი რეაბილიტაცია, იმ თანხებს, რომელიც საქართველოდან გაიტანეს, ჩადებდა უკრაინის ეკონომიკაში. ამ თანხების მობილიზება მან განახორციელა. შეთანხმება ფულზე გაიყიდა, მაგრამ რამდენი ჩადო, ზუსტი ინფორმაცია არ მაქვს. უკრაინაში ბევრი მეგობარი მყავს, კოლეგები მაწვდიან ინფორმაციას და მეუბნებიან, რომ ყველაფერი ფულის სანაცვლოდ ხდება.


- სააკაშვილს უკრაინაში მართლა აქვს რაიმე გავლენა?

 

-მეტი გავლენა არ აქვს, გარდა ფინანსური ინტერესებისა.


- კიდევ რამეს დაჰპირდა სააკაშვილი პოროშენკოს?

 

- ასევე დაჰპირდა უკრაინის ხელისუფლებას, რომ მოახდენს „ბოევიკების" მობილიზებას, გადაისვრიან უკრაინაში და ჩაებმებიან დონბასში საბრძოლო მოქმედებებში. ეს სააკაშვილმა აიღო თავის თავზე, თავისივე დაფინანსებით.


- სააკაშვილს ეს მხოლოდ რეაბილიტაციისთვის სჭირდება?

 

- მას მუდმივი საცხოვრებელი ადგილი არ აქვს,  ამერიკაში დამკვიდრება უჭირს, სამუშაო ვიზა არ მისცეს. ამერიკელები ეჭვით უყურებენ, რადგან ბევრ რამეში დარწმუნდნენ, რასაც საქართველოში მასზე საუბრობენ. სხვა ქვეყნებმაც ვერ მისცეს გარანტია, რომ იქნებოდა ხელშეუხებელი, ამიტომ უკრაინა ამოირჩია, რომ ექცია პლაცდარმად. მოგეხსენებათ, რამდენიმე ვარიანტი ჰქონდა საქართველოში დესტაბილიზაციის გამოსაწვევად, მაგრამ ყველა  ჩაუვარდა და ახალი პლაცდარმი სჭირდება საქართველოში დასაბრუნებლად. ახლა გადავიდა საარჩევნო მომზადებაზე. უნდა უკრაინაში დამკვიდრება და იქიდან თითის ქნევა, რომ დაბრუნდეს ქვეყანაში. სააკაშვილმა ასეთი პატარა ქვეყანა დაანგრია და ამხელა უკრაინას ააშენებს?

 

ჟანა ასანიძე

გაზეთი „ალია"


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016