reportiori.ge - რა პრინციპით მიიღებენ სოციალურად დაუცველები დახმარებას?
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 19:33
პრეს-დაიჯესტი
რა პრინციპით მიიღებენ სოციალურად დაუცველები დახმარებას?
ავტორი:
05 დეკემბერი, 2014. 21:10



„ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ზურაბ ჭიაბერაშვილი სოციალურად დაუცველების აღწერის ახალ მეთოდოლოგიას აკრიტიკებს.


„ჯანდაცვის სამინისტროს მიერ ჯანდაცვის საპარლამენტო კომიტეტზე წარმოდგენილი მონაცემების მიხედვით, ახალი მეთოდოლოგიით ფულად დახმარებას 141 831 ოჯახის ნაცვლად 106 000 ოჯახი მიიღებს. ამ ოჯახებიდანაც ყველა ვეღარ მიიღებს დახმარების იმავე ოდენობას, რასაც ადრე იღებდა. სულზე საშუალო 52 ლარის ნაცვლად, ზოგიერთი ოჯახი სულზე 40 ან 30 ლარს მიიღებს.


იმის გამო, რომ ზედიზედ მეორედ ბიუჯეტს ვერ ასრულებს, ბიძინა ივანიშვილის მთავრობა ცდილობს, ფული ყველაზე გაჭირვებული ადამიანების ხარჯზე დაზოგოს. სერგეენკოს რეფორმით, სოციალური დახმარება მარტოხელა პენსიონერსა და ცალკე მცხოვრებ პენსიონერ ცოლ-ქმარს შეუწყდება".


„ალია" დაინტერესდა, რა საფუძველზე დაყრდნობით აკეთებდა აღნიშნულ განცხადებას ზურაბ ჭიაბერაშვილი? მან ჩვენს სატელეფონო ზარს არ უპასუხა და შემდეგ „ესემეს" შეტყობინება გავუგზავნეთ: „ბატონო ზურაბ, თქვენს განცხადებას გავეცანით, კითხვები გვაქვს", თუმცა, არც ამის შემდეგ გვიპასუხა.


შესაბამისად, საკითხში გასარკვევად, „ალია" სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორ გაიოზ თალაკვაძეს დაუკავშირდა:


- ბატონო გაიოზ, ჭიაბერაშვილის განცხადებით, ახალი მეთოდოლოგიით ფულად დახმარებას 141 831 ოჯახის ნაცვლად 106 000 ოჯახი მიიღებს, გამდიდრდნენ და პროგრამიდან ამოიღეთ, თუ რაშია საქმე?


- არასწორი ინფორმაცია გავრცელდა. იმ ოჯახების რაოდენობა, რომლებიც სოციალურ დახმარებას მიიღებენ, კი არ მცირდება, არამედ იზრდება 40 ათასით. რა მნიშვნელობა აქვს, ოჯახებს რამდენ მოსახლედ დავყოფთ?! ამას არ აქვს მნიშვნელობა, 460 ათასია ბენეფიციარი და ეს კიდევ უფრო გაიზრდება. დაახლოებით 500 ათასამდე. 460 ათას ადამიანს 100 ათას ოჯახად დავყოფთ, თუ მეტად, ან ნაკლებად, რა მნიშვნელობა აქვს?! რეალურად 460 000 ადამიანი მიიღებს სოციალურ დახმარებას.


- მისივე განცხადებით, ამ ოჯახებიდანაც ყველა ვეღარ მიიღებს დახმარების იმავე ოდენობას, რასაც ადრე იღებდა. სულზე საშუალო 52 ლარის ნაცვლად, ზოგიერთი ოჯახი სულზე 40 ან 30 ლარს მიიღებსო. არც ეს შეესაბამება სიმართლეს?

 

- დღეს სახეზე გვაქვს ოჯახების ხელოვნური დაყოფა. რაც ხდება შემდეგი მიზეზით: ოჯახის უფროსი წევრი იღებს 52 ლარს, ხოლო დანარჩენები ნაკლებს - 48 ლარს და ა.შ. მაგალითისთვის, თუ სამსულიანი ოჯახია, აქვთ სტიმული, რომ სამ ოჯახად დარეგისტრირდნენ და სამივემ მიიღოს 60-60 ლარი. მომავალი მეთოდოლოგიის მიხედვით, ოჯახის ყველა წევრი მიიღებს ერთსა და იმავე თანხას, 60-60 ლარს, ანუ აღარ იქნება საჭირო ხელოვნური დაყოფა... ესაა მარტივი არითმეტიკა და ამის გაგება თუ არ უნდა „ნაციონალურ მოძრაობას", სხვა რამეა.


- რა ბედი ელით მარტოხელა პენსიონერს და ცალკე მცხოვრებ პენსიონერ ცოლ-ქმარს? ჭიაბერაშვილი ამბობს, რომ მათ სოციალური დახმარება შეუწყდებათ...

 

- არა, სრული უაზრობაა, ფაქტები აქვთ გაყალბებული, რაც ჩვენ წარმოვადგინეთ პრეზენტაციაზე, გაყალბებულია ეგ აბსოლუტურად. კი არ მცირდება რამე, პირიქით, იზრდება. დღეს თუ 57 ათასზე ქვემოთ მყოფი იღებს ბენეფიტს, მომავალი მეთოდოლოგიით 65 ათასამდე არის გაზრდილი ეს რიცხვი. რამდენიმე ზღვარი დაწესდება. პირველი ზღვარი იქნება 30 ათასი, შემდეგ - 57 ათასი, მერე - 60 ათასი და ასევე 65 ათასიც. დღეს, ვისი ქულაც 65 ათასია, არანაირ ბენეფიტს არ იღებს და ხვალ მიიღებს, იმაზე ნაკლებს კი მიიღებს, ვიდრე 57 ათასზე ქვემოთ მყოფი, მაგრამ საერთოდ არაფერს იღებდა და ამას ხომ სჯობს?!

 

დიანა ლიპარტელიანი

გაზეთი „ალია"


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016