reportiori.ge - რაში სთხოვს მხარდაჭერას არასაპარლამენტო ოპოზიცია ღარიბაშვილს?
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 09 ნოემბერი, 2024. 06:45
ინტერვიუ
რაში სთხოვს მხარდაჭერას არასაპარლამენტო ოპოზიცია ღარიბაშვილს?
ავტორი:
05 დეკემბერი, 2014. 21:53



საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე მომუშავე ინტერპარტიული ჯგუფი პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას ითხოვს.


„თუ ხელისუფლებასა და პირადად ღარიბაშვილს მართლაც სურს, რეალურად კონსტრუქციული ფორმატით აწარმოოს მოლაპარაკება ოპოზიციასთან, როგორც მან ეს ცოტა ხნის წინ თავად განაცხადა, ამის შესანიშნავი საშუალება სწორედ საარჩევნო სისტემის გაუმჯობესებისთვის მოლაპარაკების წარმოებაა", - აცხადებს გიორგი ახვლედიანი.


რატომ ითხოვს ინტერპარტიული ჯგუფი პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას და რაში სთხოვენ მხარდაჭერას?


„ალიას" „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი ახვლედიანი ესაუბრა:


- კონკრეტულად რის თქმა გსურთ ღარიბაშვილისთვის?


- ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრას ვითხოვთ არა, როგორც პრემიერ-მინისტრთან, არამედ, როგორც კოალიცია „ქართული ოცნების" ლიდერთან. რატომ ღარიბაშვილს? იმიტომ, რომ ის ინიციატივები, რომლებიც ჩვენ შევთავაზეთ, უპირველეს ყოვლისა პარლამენტის თავმჯდომარეს და იმავდროულად საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარეს დავით უსუფაშვილს, ისეთი საკითხებია, რომელიც საჭიროებს საკონსტიტუციო ცვლილებებს. შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რა პოზიციას დაიკავებს ამ საკითხთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობა. ის, რომ პარლამენტის თავმჯდომარე პოზიტიურადაა განწყობილი ინტერპარტიული ჯგუფის მიმართ და თანამშრომლობის რეჟიმშია, ასევე ის, რომ იზიარებს, რომ ერთმანდატიანი სისტემა უნდა გაუქმდეს, ეს ძალიან კარგია, ცოტა არ არის, მაგრამ საკმარისიც არ არის იმისთვის, რომ ეს ცვლილებები რეალურად განხორციელდეს პარლამენტში. უსუფაშვილს აქვს ერთი ხმა - ერთი მანდატი, ჩვენ კი გვჭირდება 114 ხმა. ანუ 114 დეპუტატი უნდა დავარწმუნოთ, რომ ეს ცვლილებებია გასატარებელი. ამიტომაც, საჭიროდ ჩავთვალეთ, ჩვენი მოსაზრებები გავაცნოთ კოალიციას, გავიგოთ, როგორ უყურებენ ამ საკითხს, ცვლილებების არსს, უკვე საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალი პოლიტიკური პარტიები.


ჩვენ, მომავალი კვირის დასაწყისში, ოფიციალურად მივმართავთ ღარიბაშვილს, როგორც სამთავრობო კოალიციის ხელმძღვანელს, მიმართვაშივე დავაფიქსირებთ, რომ უმჯობესი იქნება, თუ ირაკლი ღარიბაშვილი შეგვხვდება კოალიციაში შემავალი პარტიების ლიდერებთან ერთად. ასე გავიგებდით ფრაქციების მოსაზრებებს, საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილებებთან დაკავშირებით.


- როგორ ფიქრობთ, წამოვა თქვენს შეთავაზებაზე ღარიბაშვილი?

 

- არ მგონია, ღარიბაშვილმა ეს თემა გააჭიანუროს. მით უმეტეს, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა თავადვე გამოაცხადა, დიდი სურვილი მაქტვს კონსტრუქციულ ფორმატში ვითანამშრომლო ოპოზიციასთანო. ჩვენ, ჩვენი მხრიდან, ვთავაზობთ სათანამშრომლოდ საკმაოდ კონსტრუქციულ ფორმატს. ახლა უკვე მან უნდა გადაწყვიტოს, სურს თუ არა თანამშრომლობა.


- იმედი გაქვთ, რომ, თუ ღარიბაშვილს დაიყოლიებთ, ეს მთელი უმრავლესობის დაყოლიების ტოლფასი იქნება?


- ირაკლი ღარიბაშვილს აქვს გავლენა კოალიციაზე, ის ლიდერია. ბუნებრივია, გვაქვს იმედი, რომ ის გარკვეულ ზეგავლენას მოახდენს კოალიციის შიგნით განწყობებზე, შეხედულეებზე...


ერთმნიშვნელოვნად შემიძლია ვთქვა, რომ თვითონ ეს პროცესი ნამდვილად არ წარმომიდგენია იოლ საქმედ. როცა ჩვენ ვსაუბრობთ მაჟორიტარების სისტემის გაუქმებაზე, ეს მთელ ქვეყანას უნდა, გარდა მაჟორიტარებისა, რომლებსაც ერთსა და იმავე საარჩევნო ოლქში, არჩევის დიდი იმედები აქვთ. მათ უნდათ, რომ ძალიან დიდხანს იყვნენ პარლამენტში, როგორც მარტო პულტზე ხელის დამჭერი, არაფრის მკეთებელი მორჩილი უმრავლესობა. ნახევარ პარლამენტს მაჟორიტარები შეადგენენ, ამიტომ არ იქნება იოლი, ამიტომ ვცდილობთ, რომ ჩვენი ყველა რესურსი გამოვიყენოთ. ველოდებით რეაგირებას, იმედია, არ გაგვიხდება ღარიბაშვილთან შეხვედრა საოცნებოდ და დაუსრულებელ საკითხად.

 

დიანა ლიპარტელიანი

გაზეთი „ალია"


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016