reportiori.ge - რომელ ტელევიზიებს გამოუცხადებენ ბოიკოტს უფლებადამცველები და რა მიზეზით?
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 09 ნოემბერი, 2024. 06:27
ინტერვიუ
რომელ ტელევიზიებს გამოუცხადებენ ბოიკოტს უფლებადამცველები და რა მიზეზით?
ავტორი:
05 დეკემბერი, 2014. 21:53



„უფლებადამცველთა გაერთიანების თავმჯდომარე", ნიკოლოზ მჟავანაძე facebook-ის საკუთარ გვერდზე განცხადებას აკეთებს:  „თქვე დალოცვილებო, მხოლოდ ერთ ლამაზ ქალს რომ უყურო 24 საათი, ის მოგბეზრდება და რა უბედურებაა, მთელი ცხოვრება რომ გვტენით რამდენიმე ადამიანს და სხვას არ გინდათ, რო დაუთმოთ, სექტა ხართ თუ რა... მერე იტყვიან, მედიის მიმართ რატომაა აგრესიაო. ჩემი პოზიცია მხოლოდ ამ ნაცტელევიზიების ხელმძღვანელობას ეხება და არა ჟურნალისტებს, რადგან სარედაქციო პოლიტიკას, გასაგებია, ვინ წარმართავს".


რამ გააღიზიანა უფლებადამცველი? რატომ არ იწვევენ ნეიტრალური პოზიციის მქონე ადამიანებს ეთერში? რომელ ტელევიზიებს გამოუცხადებენ ბოიკოტს უფლებადამცველები.


„ალია" კომენტარისთვის ნიკოლოზ მჟავანაძეს დაუკავშირდა.


- ეს მარტო ჩვენი გაღიზიანება არ არის, ეს მთლიანად მთელი საზოგადოების გაღიზიანებაა, რადგანაც მთელი ცხრა წელი ჩვენ რაც ვნახეთ მედიაში, ეს იყო ქართველი ხალხის დაცინვა. ამ პერიოდის მანძილზე რეალურად გვქონდა დიქტატურა, ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევა და ტელევიზიის საშუალებით ვხედავდით, რომ ქვეყანაში იყო ოაზისი  და ვითომ ყველაფერი წესრიგში იყო. თავის დროზე ერთადერთი „ობიექტივი" იყო, რომელიც მართალ სიტყვა ამბობდა, „იმედის" ამბავი ყველას გვახსოვს და „მაესტრო" ხან ერთი მფლობელის ხელში იყო, ხან მეორეში და რაღაც დოზით „მაესტროდანაც" იყო ეს სიმართლე. დღეს კი რაც ხდება, ეს არის ყოვლად ამაზრზენი: „ნაციონალური მოძრაობა" დღეს არ არის ქვეყნის სათავეში და მიუხედავად ამისა, „ნაცების" სატელიტები, თავად „ნაციონალები", ჩართავ და დღე და ღამე სულ ეკრანზე არ არიან? ვერ გავიგე და ამიხსენით: ლომჯარია, გიგური და კოჟორიძე, ლენინი, მარქსი და ენგელსია? სამი ლიდერი რომ ჰყავდა პროლეტარიატს, ახლა ეს სამეული სულ ეკრანზე უნდა იყოს და სხვას აზრის გამოთქმის საშუალება არავის არ უნდა ჰქონდეს? მოსმენებზე მიდის საუბრები, კონსტიტუციაში ცვლილებებზე, ბევრ იურისტს აქვს სურვილი, რომ სამართლებრივ საკითხებზე ვისაუბროთ და ეს საშუალება წართმეული გვაქვს. ამათი ნება რომ იყოს, მნიშვნელოვან საკითხებზე სასაუბროდ ხელისუფლებასაც არ ჩართავდნენ.


- რომელ ტელევიზიებზე საუბრობთ ამჟამად?

 

 - „რუსთავზე", „იმედზე", „მაესტროზე", რომელზე არა? ექვსი წელია, სამოქალაქო სექტორში ვარ, რასაც ვაკვირდები, სააკაშვილის დროს არ იყო ასეთი შეზღუდვა და მარტო მე მაქვს მსგავსი პრობლემები? ყველას, ვინც კი ზემოხსენებულებისგან განსხვავებულად აზროვნებს და ფიქრობს, არც ერთისთვის არ არის პირდაპირი ეთერი დათმობილი. ჩვენ გვყავს საკმაოდ ძლიერი იურისტები, ნამდვილად პროფესიონალები და მათთვის კარი რატომ იხურება და ამ დროს სამართლებრივ საკითხებზე საუბრობენ მედიაექსპერტები. ვერ გავიგე, ტუღუში რატომ უნდა იყოს ყველგან?


- რომელიმე კონკრეტულ გადაცემაში გსურდათ მისვლა აზრის გამოსახატად და არ მიგიწვიეს?

 

- კონკრეტული გადაცემები კი არა, საერთოდ, ეკრანზე გამოჩენა გვეკრძალება და 40-წამიან პრესკონფერენციებზეა უკვე საუბარი, იმასაც აღარ აშუქებენ და ეს პრობლემა, ვიმეორებ, მარტო მე კი არა, სხვასაც აქვს უკვე, მარტო ჩემზე ნუ მიიღებთ ამ საყვედურს, ყველა ამ დღეში ვართ.


„ნაციონალების" მიერ შექმნილმა მედიასაშუალებებმა დღეს მოწინავე პოზიციები დაიკავეს. ეს ის ტელევიზიებია, რომლებიც თავის დროზე „აპრავებდნენ" სააკაშვილის პოლიტიკას და თუ ვინმეს ჰგონია, რომ ჯალათებზე ნაკლები როლი მიუძღვით ტელევიზიებს, რაც მაშინ ციხეებში ხდებოდა, ძალიან შემცდარან. მაშინ ძალიან მცირე რაოდენობის ტელევიზიების გარდა, ყველა ლამაზ სიტუაციებს ხატავდა.


- პირადი საუბარი თუ გქონიათ ტელევიზიების პოლიტიკის წარმმართველ ხელმძღვანალებთან?

 

- მქონია, მაგრამ ვერ შევვარდები პირდაპირ ეთერში და ვერ მოვითხოვ სიტყვის თქმას. მიკითხავს ხელმძღვანელებისთვის, რატომ ხდება ასე, სხვასაც მისცენ საშუალება აზრის გამოთქმის. წარმოიდგინეთ, თოქშოუ იმართება და შეიძლება ეკრანზე მხოლოდ ერთი პოზიციის ხალხი იყოს: ან „ნაციონალები", ან მათი სატელიტი ხალხი, ან ხელისუფლებიდან ერთი და იგივე ხალხი? სხვა აზრის ადგილი სტუდიაში არ არის და მე ერთ რამეს ვპირდები ამ ტელევიზიებს, რომ ეს ასე დიდხანს არ გაგრძელდება.


- და რას აპირებთ?

 

- რას და საზოგადოება ამას არ მოითმენს. ვიმეორებ, არავინ შევარდება ტელევიზიებში, მაგრამ მოვიფიქრებთ რამეს, რომ ამას ბოლო მოეღოს, ბოლოს და ბოლოს, ამ ტელევიზიებს ბოიკოტს გამოვუცხადებთ, ასე არ შეიძლება. ანუ, ერთ დღესაც ნამდვილ ბოიკოტს გამოვუცხადებთ ამ ტელევიზიებს, რომ არავინ დაჯდეს მათ ეთერში, რადგანაც  30 წამის დათმობა ჩვენთვის მასხრობაა, თუ რას ნიშნავს? მე იმ ხელისუფლებს რა ვუთხარი კიდევ, რომელსაც ჯოჯოხეთის მოწყობას უპირებს ტელევიზია და მიდის და მის ეთერში ჯდება. მითხარით, ლოგიკა სად არის?

 

თამარ ოქურაშვილი

გაზეთი „ალია"


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016