reportiori.ge - სამსახურს შიხიაშვილიც დატოვებს?
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 19 სექტემბერი, 2024. 20:46
საზოგადოება
სამსახურს შიხიაშვილიც დატოვებს?
ავტორი: ანა შანიძე
07 დეკემბერი, 2014. 15:35




„თვითონ ვეტერანი გახლავართ, და კარგად ვიცი რა მდგომარეობაშიც არიან და რა სირთულეებიც არსებობს დღეს მათთვის", - ამის შესახებ  ირაკლი შიხიაშვილმა  ვეტერანთა საქმეების სახელმწიფო სამსახურის დირექტორად დანიშვნისთანავე განაცხადა. მაშინ შიხიაშვილმა აღნიშნა, მისი არჩევანი იყო ის, რომ მას ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტში ემუშავა. როგორც „რეპორტიორს" ამ საკითხებში გათვითცნობიერებულმა წყარომ აცნობა, ეს შიხიაშვილის ავტორობით დადგმული მორიგი ფარსია, რომელსაც თვითდამკვიდრებისთვის იყენებს. მას შემდეგ, რაც საკრებულოში ხელმოცარულმა შიხიაშვილმა მსუყე პრემიით ჯიბეგასქელებულმა  გაიჯახუნა კარი,  იგი ვეტერანების სამსახურის ხელმძღვანელად დაინიშნა.  თავის დროზე ნაციონალების ყველა დანაშაულის „გამპრავებელი" და  მეხოტბე, სააკაშვილის ცნობილი ზონდერის, უდესიანის თანამოაზრე შიხიაშვილი ისე გათავხედდა,  რომ  მინისტრობა მოინდომა და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის სამინისტროდ გადაკეთებას „ჩალიჩობდა".  წყაროს თქმით, შიხიაშვილი ბიძინა ივანიშვილისთვის აშკარად არასასურველი კადრია. წყარო ვარაუდობს, რომ შიხიაშვილს, მინისტრობის ნაცვლად,  საგამოძიებო ორგანოების წინაშე მოუწევს ზოგიერთ კორუფციულ სქემასთან დაკავშირებულ კითხვაზე. პასუხის გაცემა.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016