reportiori.ge - უცვლელი რექტორი, ანუ სიტყვა უფროს მეგობარზე
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 09 ნოემბერი, 2024. 01:48
ანალიტიკა / პუბლიცისტიკა / წერილები
უცვლელი რექტორი, ანუ სიტყვა უფროს მეგობარზე
ავტორი:
07 დეკემბერი, 2014. 17:09



წინამდებარე ტექსტი არც საზეიმო მილოცვაა და არც ოფიციალური სამადლობელი, უბრალოდ რამდენიმე აუცილებელი შტრიხია იმ კაცის პორტრეტისთვის, ვისაც არასდროს უკან არ დაუხევია, თავისი სიმართლით და პროფესიონალიზმით უვლია და უღვაწია! მადლიერად და სასიამოვნოდ ვალდებულად ჩავთვალე რამდენიმე ეპიზოდი გამეზიარებინა. რა გამოვიდა, თქვენ განსაჯეთ!


2014 წლის 7 დეკემბერს ის 75 წლის გახდა... არადა, ჩემზე უმცროსი იყო, რომ გავიცანი 30 წლის წინათ!!! ძალიან დიდი უბედურების დღეებში მომიწია გაცნობა - მის უახლოეს ძმაკაცს, გურამ ჩხაიძეს თბილისის ზღვამ ორივე ვაჟი წაართვა, მათგან ერთ-ერთი ჩემი მეგობარი, - კახა ჩხაიძე!!! აი, ამ უბედურების დღეებში გავიცანი „ის" კაცი! იმ უბედურების დღეებშიც ყველა მას შეჰყურებდა, ასე მგონია, საძმაკაცოშიც უპირველესი იყო!! მეჩვენებოდა?? არ მგონია!

გავიდა წლები...

1991 წლის სექტემბერში უნივერსიტეტში 3 რექტორი დაინიშნა!!! თამაზ გამყრელიძე (ხუმრობით ,,ერთდღიანი" რექტორი), ოთარ ჯაფარიძე (40 დღემდე) და შემდეგ ..... ის!!!! დანიშნეს... რექტორი დანიშნეს, დაუნიშნეს უნივერსიტეტს.... მან კი ,,დანიშვნა" არც საკუთარ თავს და მეტადრე უნივერსიტეტს არ აკადრა... ჰო, არ აკადრა....

მერე ქვეყანა აირია... გარეთ გასვლა ლამის აღარ შეიძლებოდა... ვერსად წახვიდოდი...რის ლექცია, რა ლექცია... უნივერსიტეტს ეს არ შეეხო... მისი წყალობით!!!!! მისი მეცადინეობით და ყველაზე მეტად - უნივერსიტეტის, უნივერსიტეტელების მიმართ მისი სიყვარულის და პატივისცემის გამო... თვითონაც აქ არ გაიზარდა?! მისი მასწავლებლები, მეგობრები, ჯგუფელები, მეგობრების შვილები და შვილების მეგობრებიც - აქ, უნივერსიტეტში იყვნენ და აი, ამის გამო იტვირთა და აიღო ეს უზარმაზარი პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე. გარეთ უსინათლობა, სიცივე, ძვალ-რბილში რომ გაგატანს ისეთი სიცივე და სუსხი... ტრანსპორტზე საუბარიც ზედმეტია... უნივერსიტეტში კი თანდათან სითბო და წესრიგი, არავითარი ლექციის გაცდენა!!! არავითარი ხელფასის დაგვიანება!!!! პრემია, მეცამეტე ხელფასი - მხოლოდ უნივერსიტეტში!!! ვინმე ლექტორს უჭირს? - მისი მითითება და ბრძანებაა - დახმარება გაუწიონ ასეთ ლექტორს! ვინმე ლექტორი გარდაიცვალა? - დაკრძალვა უნივერსიტეტის ხარჯებით!!!! იქნებ ვინმეს ჰგონია ზღაპარს ვყვები?! სახელ-გვარებს გეტყვით, თუკი ინებებთ! აქ მათი ჩამოთვლა არც ეთიკურია და არც დრო და ფორმატია შესაფერისი!

თანდათან გათბა უნივერსიტეტის ყველა კორპუსი, მეცადინეობა შეუფერხებლად მიდის, იხსნება ახალი ფაკულტეტები, კათედრები, სპეციალობები, ლაბორატორიები! რომელი ერთი მოვთვალო!!! (ნეტავ, დღევანდელი უნივერსიტეტი იმის მეასედი იყოს, რაც მაშინ, 2004 წლისთვის იყო!)


ჩანართი პორტრეტისთვის!(შესაძლოა, მას ეს არ ახსოვდეს!)

მცხეთა-საგურამოს გზაზე ერთი რესტორანია, ბიჭები ვზივართ. იქვე, ალბათ, ერთი მაგიდის გამოტოვებით, უმაღლესი სასწავლებლების რექტორები მისი მეთაურობით და აკადემიის იმდროინდელი პრეზიდენტი - ალბერტ თავხელიძე! ჩანს, უკვე გასვლას აპირებენ! წინ ის მოდის, ხვალინდელი იუბილარი! შემამჩნია, მოვიდა ჩვენს მაგიდასთან, მადღეგრძელა ბიჭებთან ერთად და დაგვემშვიდობა! ჩვენც მალე წამოვიშალეთ! ანგარიში რომ მოვითხოვეთ - უკვე გადახდილიაო!!!!! ხვდებით ხო?????!!!!! უმნიშვნელოა??? აბა, მე მკითხეთ!!!! ,,აუ, რა მაგარი კაცია, როგორ გვშურს შენი, ნეტავ ჩვენ გვყავდეს ეგეთი რექტორი!!!! აუ, დაგლიჯა რა!!!!!" - მომაყარეს მეგობრებმა!!!! დღემდე ვამაყობ, დღემდე ვიბღინძები და ვტრაბახობ ამით!!!! მეორე დღეს რომ მივედი მადლობის სათქმელად, კაბინეტიდან გამოდიოდა, გამიღიმა - დიდხანს დარჩითო? - მკითხა და მადლობის თქმის შემდეგ ეს მითხრა: ,,ეგ არაფერი, ზაზა! შენც იგივეს იზამ და მადლობას ნუ დაელოდებიო!"


გავიდა 13 წელი... ქვეყანაში ფერები განაცრისფრდა! გაუფერულდა ცხოვრებაც! ვარდს ფერი დაეკარგა და ვარდისფერი ყველაზე საზიზღარი და საძულველი ფერი გახდა! აინთხლა, აითქვიფა და ამძაღდა ყოველი!!! დუჟმორეული შლეგი რაღაცას გაჰკივის, თავად არ იცის და არც ესმის! თვალებში ზიზღი და სიძულვილი ყველაფრის მიმართ! რწმენა და განათლება, ანუ ეკლესია და უნივერსიტეტი უნდა დაანგრიოს!!! თანამოაზრენი გვერდს უმშვენებენ.... ვიცით, ვგრძნობთ, როგორ ახლოვდება უნივერსიტეტთან განშორების დღე! ის წყნარად არის (ვითომ!!!), და გვამშვიდებს! 1 ოქტომბერს რექტორატში გადავდივარ, მის მდივანს არ ვემორჩილები და შევდივარ მასთან, ვეუბნები, ვარწმუნებ... თუმცა, ჩემზე მეტი იცის, უნახავს და გამოუცდია! ,,ახლა ასე სჯობს, გავეცალოთ, ვაცალოთ, თავს წაიტეხენ, აგერ ნახავ!!! არ ღირს მათ გამო სისხლის დაღვრა!" რომ არ ვეპუები, განმაიარაღებელ ფრაზას მეუბნება - ,,ვიცი, რომ პატივს მცემ და მოდი, საქმით დაამტკიცე! როგორც უმცროს მეგობარს, ისე გთხოვ!!!" ვერაფერს ვერ ვეუბნები!

 

თუკი ვინმეს ჰგონია, რომ უნივერსიტეტს ძალა არ შესწევდა წინ აღმდგარიყო,- ძალიან ცდება!!!! მაგრამ ეს სახადიც უნდა გამოევლო საქართველოს!! რამდენმა შეირცხვინა თავი, როგორ მალე გამომზეურდა და გამოიფინა უზნეობა მავანთა მიერ!

 

დღეს მადლობა უნდა ვუთხრა „ამ" კაცს - მადლობა ყველაფრისთვის... მადლობა, რომ არის და ჩვენ გვერდითაა! რამდენი სახელია საქართველოში, მაგრამ მისი სახელის ხსენების დროს, მხოლოდ ის გვახსენდება, გვაგონდება და მე პირადად, მეამაყება! ბატონი როინი!!!!!!! ჩემი უცვლელი რექტორი!!! ერთხელ მკითხა - „როგორ ვარ უცვლელი, უნივერსიტეტის მერე რამდენ ადგილას გიმუშავიაო!!" „კი, როგორ არა, მაგრამ სადაც წავედი, პრეზიდენტები დამხვდნენ და რექტორი არცერთი ყოფილა-თქო" - ორივემ ვიცინეთ!


მადლობა მას და მადლობა მის ოჯახს!!!

მადლობა ქალბატონ ლუიზას - ასე ერთგულად და თავდადებით რომ იზიარებს უღელს!

მადლობა ნინოს და ვიკას, მათ მეუღლეებს - საამაყო და საყვარელ შვილებს, გვერდში რომ უდგანან და იზიარებენ ლხინს, ჭირს და მამის გადაწყვეტილებას კითხვის ნიშანს რომ არ აკარებენ და არც აკადრებენ!!!

 

და ბოლოს, მადლობა როინ მეტრეველს და უნივერსიტეტს - ჩემთვის 2004 წლის 1 ოქტომბრამდე ორივე გაერთიანებული იყო, ერთი ცნება იყო!!!!

ვულოცავ ჩემს უცვლელ რექტორს ასე ღირსეულად უკან მოტოვებულ საუკუნის სამოცდათხუთმეტს! მადლობა მას იმ ცამეტი წლის თითოეული დღისთვის, როცა უნივერსიტეტს ისიც და მეც საკუთარ ოჯახად მივიჩნევდით!!!! 

 

სათქმელი ბევრია კიდევ, მაგრამ ან სამერმისოდ, ან პირადად!!!!



ზაზა სიამაშვილი

6 დეკემბერი, 2014 წელი



 

19 დეკემბერი, 2015. 10:53
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016