reportiori.ge - რეზო ამაშუკელი: აქედან მინდა, შევუთვალო ირაკლი ღარიბაშვილს – თავი არ დაუხაროს ამ ყვავ-ყორნებს!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 09 ნოემბერი, 2024. 06:33
ინტერვიუ
რეზო ამაშუკელი: აქედან მინდა, შევუთვალო ირაკლი ღარიბაშვილს – თავი არ დაუხაროს ამ ყვავ-ყორნებს!
ავტორი:
08 დეკემბერი, 2014. 18:47


- ბატონო რეზო, უჩვეულო სიტუაციაში გვიწევს ინტერვიუს ჩაწერა. როგორ გრძნობთ თავს საკმაო მძიმე ოპერაციის შემდეგ?

 

- ვერ გეტყვით, ოლიმპიური იმედით ვარ-მეთქი, მაგრამ მარკ ტვენს დავესესხები და ზოგ-ზოგიერთების გულის გასახეთქად ვიტყვი - ხმები ჩემი გარდაცვალების შესახებ გადაჭარბებულია!


დარწმუნებული ვარ, უფალი თავისთან მანამ არ დამიძახებს, სანამ ძალიან დიდ ლურსმანს არ ჩავაჭედებ ნაციონალების კუბოში, გნებავთ, პირდაპირ და, გნებავთ, გადატანითი მნიშვნელობით!


- საავადმყოფოს პალატაში მწოლიარეც ნაციონალებთან ბრძოლაზე ფიქრობთ?

 

- რა თქმა უნდა! მაგათ ისე გამინადგურეს და დამინგრიეს სამშობლო, რომ ძალიან დიდხანს ვეღარ აღვადგენთ!


ერთხელ ვთქვი და კიდევ ვიმეორებ - ამაყი ვარ იმით, რომ ნაციონალების ხელისუფლებიდან ჩამოშორებაში ლომის წილი მიდევს! დიახ, ვამაყობ, რომ თავიდანვე ვებრძოდი მაგათ და ზოგიერთებივით არ მითამაშია და აქეთ-იქით არ მიხტუნავია!


თუმცა, ახლა ნაციონალების გარდა, ახალმა ძალებმაც წამოყვეს თავი და ერთი ომის გადახდა მაგათთანაც მომიწევს!


- ახალ ძალებში ვის გულისხმობთ?

 

- მხედველობაში მყავს რესპუბლიკელები, „თავისუფალი დემოკრატები", ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და მის გარშემო შემოკრებილი სხვა ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებსაც უცხოეთის გარკვეული ძალებიც მხარს უჭერენ დ აფინანსებენ!


ხომ ხედავთ, ბატონ ირაკლი ალასანიას ხმაში უკვე მუქარის ტონი აქვს გარეული! ასევე გამობრძანდა ქალბატონი მაია ფანჯიკიძე და განაცხადა - ჩვენ ძლიერი ოპოზიცია ვართო!


ქალბატონო ფანჯიკიძევ, ახლა გახდით ძლიერი ოპოზიცია? აქამდე კარგად ნაბავდი თვალებს და კაცი ვერ გაარჩევდა, ახალი გაღვიძებული იყავი, ნამძინარევი იყავი თუ „პახმელიაზე" ბრძანდებოდით? როგორ მოხდა, ერთ წუთში რომ გადატრიალდით სუყველა? ახლა აპატურაი გიფათურებთ ხელებს და ხმები დაიბოხეთ, მაგრამ არ ეშინია ქართველ ხალხს თქვენი!


პირდაპირ ვაცხადებ, რომ დღეს საქართველოში არსებობს ორი რადიკალურად დაპირისპირებული ძალა - ერთ მხარეს დგას ქართული იდეით შეპყრობილი ირაკლი ღარიბაშვილი, რომელსაც ხალხის უმრავლესობა მიენდო, რადგან ამ ბიჭს ქართულად უძგერს გული, მართლმადიდებლობას მიჰყვება, პატრიარქს უდგას გვერდით, ქართული საქმეების გაკეთებას ცდილობს და ბეწვის ხიდზე დადის, რათა მგლების ალყაში მოქცეული ჩვენი სამშობლო როგორმე საამშვიდობოს გაიყვანოს!


მეორე მხარეს კი დგანან ჩემს მიერ ზემოდასხელებული ძალები, რომლებსაც, უკაცრავად მკითხველთან, მაგრამ სულ ფეხებზე ჰკიდია ქართული სულიერებაც, მენტალიტეტიც, ქართული კულტურაც, ქართული მწერლობაც და, საერთოდ, ყველაფერი ქართული!


ეს არის ძალიან მზაკვრული ძალა! ეს არის დიდი შეთქმულება საქართველოს წინააღმდეგ!


- ბატონო რეზო...


- ერთი წუთით! ჩემი თავის ჩათვლით ვთხოვ და მოვუწოდებ ყველას, ვისაც ირაკლი ღარიბაშვილი ამ ნაციონალურ-ლიბერასტული ხროვის სასიკვდილოდ არ ემეტება - ყველანაირად გავუფრთხილდეთ ამ ახალგაზრდა კაცს, მის სახელს, ავტორიტეტს და მივცეთ საშუალება, ბოლომდე დაამტკიცოს, რომ ბიძინა ივანიშვილი მასში არ შემცდარა!


ახლა ძალიან ცუდი „მესიჯები" გაისმის და ხალხში პანიკის დათესვა უნდათ, მაგრამ არ გაუვათ ეს ნომერი!


- რას გულისხმობთ?

- ინტერნეტით და ტელევიზიების საშუალებით ხმები შემოაგდეს, თითქოს ბიძინა ივანიშვილი ირაკლი ღარიბაშვილის შეცვლას გეგმას და სერგეენკოს ამზადებს პრემიერ-მინისტრად.


ფეხზე უნდა დადგეს მთელი ქვეყანა და როგორმე უნდა მოვახერხოთ, რომ ამ გახრწნილმა და ბინძურმა ტელევიზიებმა საქართველო სამუდამოდ არ დაღუპონ.


სულ მეუბნებიან, ტელევიზიები კერძო ბიზნესიაო! არ მაინტერესებს, კერძო ბიზნესია თუ რა არის, თუ ტელევიზია ანგრევს ჩემს სახელმწიფოებრიობას და მე, როგორც ერს, მანადგუებს, ის უნდა მოიშთოს!


- ბატონო რეზო, ტელევიზიებისა და თავისუფალი მედიის მოშთობა ხომ სააკაშვილის სტილი იყო?

 

- მე არ ვამბობ, რომ ტელევიზიებს ხმის ამოღების უფლება არ ჰქონდეთ, მაგრამ მათ საქმიანობაზე მკაცრი საზდოგადოებრივი კონტროლი უნდა დაწესდეს! ბოიკოტი უნდა გამოვუცხადოთ „რუსთავი 2"-ს და იმ ტელევიზიებს, რომლებიც შხამის ნთხევის, ცინიკოსობის, სიშიშვლისა და სიბინძურის მეტს არაფერს აკეთებენ!


- მოდით, შევეშვათ ტელევიზიებს და სხვა თემებზე გადავიდეთ! ბოლო დროს საკმაოდ მძიმე ეკონომიკური  პროცესები ვითარდება და ქვეყანაში სოციალური ფონი იძაბება. როგორც ამბობენ, ბიძინა ივანიშვილი ამის გამო ძალიან გაბრაზებული ყოფილა მთავრობაზე!

 

- სულაც არ არის გასაკვირი, რომ ბატონი ბიძინა აღშფოთებული იყოს! მთავრობას უნდა ჩამოსცილდნენ ის ადამიანები, რომლებიც თავიანთ მოვალეობას თავს ვერ ართმევენ!


პირდაპირ ვაცხადებ - დღევანდელ ხელისუფლებაში, პარლამენტი იქნება ეს თუ მთავრობა, არ მეგულება საქართველოსთვის და ბიძინა ივანიშვილისთვის უფრო დავდადებული და ერგული კაცი, ვიდრე არის ირაკლი ღარიბაშვილი.


აქვე წინასწარ და ხმამაღლა ვამბობ - ღმრთმა  ნუ ქნას, მაგრამ, თუ ისე მოხდა, რომ ირაკლი ღარიბაშვილი ჩამოაშორეს პრემიერის თანამდებობას, პირადად მე, რეზო ამაშუკელი, დავიხურავ ქუდს და საკუთარ თავს აბსოლუტურ იზოლაციაში მოვაქცევ! ჩემს ხმას ვეღარავინ გაიგებს!


- თქვენ რაიმე წინაპირობას ხედავთ, რომ ირაკლი ღარიბაშვილი ვინმემ ხელისუფლებას ჩამოაშოროს?

 

- მე ვხედავ იმას, რომ ყველა ამ ბიჭს არის წასეული და ყველა მხრიდან უტევენ!


აქედან მინდა მივმართო ჩირქით გასიებულ პედოფილ გივია თარგამაძეს - შენ ვის კლანებზე და რა ფინანსურ მაქინაციებზე ლაპარაკობ?! ცოდვასა და დანაშაულში ხარ ამომპალი და მალე საკუთარი გვამით მოგიწევს ყველაფერზე პასუხისგება!


ირაკლი ღარიბაშვილი სწორად, ქართულად და ვაჟკაცურად მიუყვება ძალიან რთულ გზას; ხოლო საკადრო პოლიტიკაში შეცდომების დაშვებისაგან არავინ არის დაზღვეული! ამის მაგალითი თავად ბატონ ბიძინას ხელისგულზე უდევს, ჩვენი მთავარსარდალის მარგველაშვილის სახით!


ამიტომ, როცა ვინმეს შენიშვნას ვაძლევთ, ხანდახან  საკუთარ შეცდომებზე ანდა დავფიქრდეთ!


დაბოლოს, აქედან მინდა, შევუთვალო ირაკლი ღარიბაშვილს - თავი არ დაუხაროს ამ ყვავ-ყორნებს, რომლებმაც დიდი ხანია, თავიანთი ბინძური ბიოგრაფიები გამოამჟღავნეს!


ირაკლი ღარიბაშვილს ვერ პატიობენ ერთადერთ ფრაზას, როცა მან თქვა - საქართველოში ერთსექსიანი ქორწინება არ იქნებაო! აი, ეს არის მთელი უბედურება და ვინც  ამაზე არ ფიქრობს, იმას სამშობლო ფეხებზე ჰკიდია?

 

ესაუბრა ჯაბა ხუბუა

გაზეთი „ასავალ-დასავალი"


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016