reportiori.ge - ხმაური და ბიძინვარება - ბიძინა ივანიშვილმა ირაკლი ღარიბაშვილს გარემოცვა გაუსუფთავა!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 09 ნოემბერი, 2024. 01:52
ანალიტიკა / პუბლიცისტიკა / წერილები
ხმაური და ბიძინვარება - ბიძინა ივანიშვილმა ირაკლი ღარიბაშვილს გარემოცვა გაუსუფთავა!
ავტორი:
08 დეკემბერი, 2014. 19:35


„ხმაური და მძვინვარება" დიდი ამერიკელი მწერლის უილიამ  ფოლკნერის რომანია, ხოლო იმას, რასაც საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ბოლო დღეების განმავლობაში აკეთებს, ხმაური და ბიძინვარება ჰქვია.


დიახ, როგორც ჩვენი სანდო წყაროები გვეუბნებიან, საქართველოს მთავრობის ზოგიერთი წარმომადგენელის არაეფექტური და ხშირ შემთხვევაში, მამაძაღლური ქმედებების გამო ბიძინა ივანიშვილი განრისხებული და გამძვინვარებულია, რამაც ბოლო დღეების განმავლობაში კალეიდოსკოპური საკადრო წმენდა გამოიწვია.


თანამდებობა დატოვა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ ზურაბ კოპაძემ, რომელიც „ქართუ ბანკის" ხელმძღვანელმა ნოდარ ჯავახიშვილმა ჩაანაცვლა.


ჩვენი წყაროს ცნობით, ბიძინა ივანიშვილის განრისხება იმან გამოიწვია, რომ ინფრასტრუქტურის სამინისტრომ საკუთარი ბიუჯეტის ათვისება ბოლომდე ვერ შეძლო და წლის ბოლოსათვის რამდენიმე მილიონი ლარი დაუხარჯავი დარჩა, არადა, ქვეყანაში უამრავი ინფრასტრუქტურული პროექტია განსახორციელებელი.


ბიუჯეტში დარჩენილი ფულის ასათვისებლად ინფრასტრუქტურის სამინისტრომ, თურმე, ფართხაფურთხით ჩაატარა ტენდერები და დიდძალი თანხები ერთბაშად გაუშვა მიმოქცევაში, რაც ლარის გაუფასურების ერთ-ერთი მიზეზი გახდა!


სწორედ ამის გამო, წყაროს ცნობით, ბიძინა ივანიშვილი ინფრასტრუქტურის მინისტრ დავით შავლიაშვილს თანამდებობიდან ხსნიდა, მაგრამ ბოლო წუთში გადაიფიქრა და პირველ მოადგილედ საკუთარი ნდობით აღჭურვილი პირი, თანაც კარგი პროფესიონალი ნოდარ ჯავახიშვილი დაუნიშნა.


როგორც წყარო გვეუნება, ჯავახიშვილი ახლა ფაქტობრივი მინისტრია და შავლიაშვილი უახლოეს ხანებში მაინც გამოემშვიდობება თანამდებობას.


თანამდებობები დატოვეს ძმებმა რომან და აკაკი ჩხენკელებმა. პირველი მათგანი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ეკონომიკური მრჩეველი და ეკონომიკური საბჭოს მდივანი იყო, მეორე კი - მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან და თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი.


საერთოდ, ძმები ჩხენკელების თემა საზოგადოებაში დიდი ხანია, მითქმა-მოთქმის საგანია და მათ შესახებ სერიოზული კითხვის ნიშნები ყოველთვის არსებობდა.


თუმცა, რაღა კითხვის ნიშნები, როცა რომან ჩხენკელი სხვა ნაციონალებთან ერთად „ქართუ ბანკის" გაკოტრების სქემაში მონაწილეობდა, ამ საქმეში ოფიციალურად იყო ბრალდებული და სასამართლომ 15-ათასლარიანი გირაოც შეუფარდა.


გასაკვირი ის არის, ასეთი კაცი აქამდე როგორ მუშაობდა პრემიერ-მინისტრის მრჩევლად?!


რაც შეეხება მეორე ძმას - აკაკი ჩხენკელს, მას საქართველოს რეგიონებში  სიტუაციის დალაგება და იქ არსებული ვითარების შესახებ ცენტრალური ხელისუფლებისთვის პირუთვნელი ინფორმაციის მოწოდება ევალებოდა, მაგრამ ხეირიანად ვერც ერთს აკეთებდა და ვერც მეორეს!


დიახ, საქართველოს რეგიონებში მძიმე ვითარება რომ არის და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები თუ „ქართული ოცნების" პარტიული რგოლები ე.წ. პორტირებული ნაციონალებით გაივსო, ეს საყოველთაოდ ცნობილი ამბავია.


როგორც ჩანს, ძმები ჩხენკელების თანამდებობებიდან გაშვება რეგიონებში სერიოზული საკადრო წმენდის საწინდარი გახდება და თავიანთ პოსტებს გუბერნატორთა უმეტესობაც დაემშვიდობება!


თანამდებობიდან გადადგა შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსი ირაკლი სამყურაშვილიც, რომელიც, ჩვენი წყაროს ცნობით, ყოფილი ნაციონალია და მერაბიშვილ-ახალაიების ზეობის ხანაში ბევრ უკეთურ საქმეში აქვს მონაწილეობა მიღებული.


პოსტს დაემშვიდობა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს-ის) უფროსი მალხაზ ჩიკვილაძეც, რომელიც ასევე ყოფილი ნაციონალია და 2009 წლის საკნების აქციების დროს ჩიტაძის ქუჩაზე მდებარე უშიშროების შენობის აივნიდან, ავადსახსენებელ ვასილ სანოძესთან ერთად, მშვიდობიან მომიტინგეებს ე.წ. კისტის თოფიდან ესროდა.


და კიდევ, პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" აღმასრულებელი მდივნის თანამდებობა დატოვა შსს-ის გენინსპექციის ყოფილმა უფროსმა, ირაკლი ღარიბაშვილის მეუღლის ნათესავმა ზვიად ჯანყარაშვილმა, რომელთანაც, ჩვენი წყაროების მტკიცებით, ბიძინა ივანიშვილს სერიოზული პრეტენზია ჰქონია.


ცნობისთვის: ბოლო დღეების განმავლობაში თანამდებობიდან გათავისუფლებული ყველა ზემოთ ჩამოთვლილი პირი ჯანყარაშვილის კადრი იყო და მისი მფარველობით სარგებლობდა!


ამ საკადრო წმენდის შემდეგ საჯარო სივრცეში გამოითქვა მოსაზრებები, რომ ბიძინა ივანიშვილი ირაკლი ღარიბაშვილის გარემოცვას დაერია!


თუმცა, პირადად ჩემი აზრით, ამ საკითხს ასეთნაირად უნდა შევხედოთ - კრიტიკულ სიტუაციაში ბიძინა ივანიშვილი ირაკლი ღარიბაშვილს უფროსი მეგობარივით და მასწავლებელივით ამოუდგა მხარში და გარემოცვა იმ ხალხისგან გაუსუფთავა, რომლებიც საქვეყნო საქმესაც აფუჭებდნენ და ახალგაზრდა პრემიერის იმიჯსა და ავტორიტეტსაც საფრთხეს უქმნიდნენ!


ხელისუფლება და ძალაუფლება ისეთი რამეა, ძვირფასო მკითხველო, 32 წლის ირაკლი ღარიბაშვილს კი არა, შეიძლება, ბევრად უფრო დიდი ცხოვრებისეული და პოლიტიკური გამოცდილების მქონე ადამიანს რაღაცები გამოეპაროს და სიტუაცია ხელიდან გაექცეს!


მაგრამ თუ მმართველს, მითუმეტეს, ახალგაზრდა მმართველს, იმის ბედნიერება აქვს, რომ ბიძინა ივანიშვილისნაირი ადამიანი უდგას გვერდით და გულშემატკივრობს, მაშინ ყველაფრის საშველი და წამალი ადვილად გამოინახება!


დიახ, ირაკლი ღარიბაშვილი ბედნიერი კაცია, რომ მას ბიძინა ივანიშვილისნაირი ფხიზელი თვალი, მრჩეველი და მეგობარი ჰყავს, რომელიც ყოველთვის მზრუნველ მამასავით უდგას გვერდში და ხელს უმართავს!


როგორც ჩანს, ბიძინა ივანიშვილი გარედან მაყურებელი თვალით უფრო კარგად ხედავს და ამჩნევს ისეთ რამეებს, რაც შიგნიდან ირაკლი ღარიბაშვილმა, შესაძლოა, ვერ დაინახოს!


ასინეთასი არ იყოს, ძვირფასო მკითხველო, „ორი ადამიანი რომ გეიგონებს და მიხვდება ყველაფერს, ერთი კაცი გეიგონებს და მიხვდება ისთე?"


ბიძინა ივანიშვილის ფხიზელი თვალი და ყური საქართველოსაც სჭირდება და ირაკლი ღარიბაშვილსაც!


ბიძინა ივანიშვილის ფხიზელმა თვალმა და ყურმა, საჭიროების შემთხვევაში, საქართველოც უნდა გადაარჩინოს და ირაკლი ღარიბაშვილიც!

 

ჯაბა ხუბუა

გაზეთი „ასავალ-დასავალი"


 

19 დეკემბერი, 2015. 10:53
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016