reportiori.ge - არჩილ კაიკაციშვილი: საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე მოქალაქისთვის ყაჩაღურად წართმეულ ბინაში ცხოვრობს!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 19:46
პრეს-დაიჯესტი
არჩილ კაიკაციშვილი: საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე მოქალაქისთვის ყაჩაღურად წართმეულ ბინაში ცხოვრობს!
ავტორი:
09 დეკემბერი, 2014. 18:58


ეს ისტორია, რომელიც უახლოეს მომავალში თავისი სკანდალურობით სერიოზული გამოწვევების წინაშე დააყენებს საქართველოს ხელისუფლებას, მაშინ დაიწყო, როცა „ვარდების რევოლუციამ" აჭარაშიც არია ცხოვრება და იძულებული გახდა ასლან აბაშიძე, ემიგრაციაში წასულიყო. სააკაშვილი აჭარის ლიდერის ერთგული ჩინოვნიკების პოლიტიკურ დევნას შეუდგა და დღის წესრიგში დადგა მათი „განკულაკების" საკითხი. გვესაუბრება არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების" ხელმძღვანელი არჩილ კაიკაციშვილი.


- იმ განუკითხავ წლებში სახელმწიფო უმოწყალოდ ძალადობდა მოქალაქეებზე. პროკურატურა და სასამართლო სააკაშვილის რეჟიმის განუყოფელ ნაწილად იქცნენ და  ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე უკანონებდნენ ყოფილი ჩინოვნიკებისთვის თუნდაც უსამართლოდ წართმეულ ქონებას. როლანდ ბლადაძე ერთ-ერთი პირველი აღმოჩნდა, ვის მიმართაც დაუნდობელი რეპრესიები დაიწყო.


- ვინ იყო როლანდ ბლადაძე?


- როლანდი სარფის საბაჟოს უფროსის მოადგილედ მუშაობდა. 2004 წელს მის მიმართ გამოძიება დაიწყო ქონების უკანონოდ და დაუსაბუთებლად შეძენის გამო, ედავებოდნენ, რომ საბაჟოზე მუშაობის განმავლობაში, ბათუმში, ერას ქუჩაზე ძვირადღირებული ბინის საყიდლად ფულს ვერ დააგროვებდა. რა თქმა უნდა, სასამართლომ პროკურატურის პოზიციები გაიზიარა და ბლადაძეს ბინა ჩამოართვეს, თუმცა, მანამდე როლანდს ახალი ხელისუფლებისთვის დიდი რაოდენობით ფულის მიტანა მოსთხოვეს, რაზეც მან კატეგორიული უარი თქვა და დევნის საფუძველიც სწორედ ეს გახდა. ამის შემდეგ, ბლადაძეს პროკურატურა იმ ქონებაზე შემოედავა, რომელიც მისი არასდროს ყოფილა. როლანდი იძულებული გახდა, რუსეთში გადახვეწილიყო და იქაური მოქალაქეობა მიეღო, ხოლო მისმა მეუღლემ და სამმა შვილმა თავი ნათესავებს შეაფარეს. არც პროკურატურის და არც სასამართლოს გადაწყვეტილებები ბლადაძეების ოჯახისთვის არ შეუტყობინებიათ, რაც მაშინაც კი დაუშვებლად ითვლებოდა. უფრო მეტიც: სასამართლო თავის გადაწყვეტილებებს ბლადაძის ოჯახის კანონიერი წარმომადგენლის დასწრების გარეშე იღებდა! პირქუში 2006 წელი იდგა. სააკაშვილის რეჟიმმა სახელმწიფოსგან ყაჩაღობის გამართლების მიზნით კანონმდებლობაში „სამართლებრივი საფუძვლებიც" კი შექმნა, რომლის თანახმად, თუ მაღალი თანამდებობის პირის (ამ შემთხვევაში, ასლან აბაშიძის) მიმართ არსებობდა კითხვები, შესაძლებელი ხდებოდა, ამ პირის მიმართ სამართლებრივი დევნა მასთან დაკავშირებულ სხვა თანამდებობის პირებზეც გავრცელებულიყო იმის მიუხედავად, იყვნენ თუ არა ისინი დამნაშავენი. წარმოიდგინეთ, ეს მუხლი დღემდე მოქმედებს, თუმცა, პრაქტიკულად მას აღარ იყენებენ.


- რა ბედი ეწია ბლადაძის ქონებას?


- სააკაშვილის № 285 ბრძანების თანახმად, ჯერ ეკონომიკის სამინისტროს გადაეცა, შემდეგ კი ჩამორთმეული ქონების „ნაციონალიზაცია" დაიწყო. იმ პერიოდში საკონსტიტუციო სასამართლომ ბათუმში დაიდო ბინა. მოსამართლეებს სახელმწიფოსგან სოციალური შეღავათები და უძრავი ქონებით უზრუნველყოფა ესაჭიროებოდათ. სააკაშვილის რეჟიმმა საუკეთესო გამოსავალი იპოვა და მოსამართლეებს სიმბოლურ, ათას ლარად გადასცა ძველი ჩინოვნიკებისთვის ჩამორთმეული ბინები. მხოლოდ ორმა მოსამართლემ - ჯონი ხეცურიანმა და ვახტანგ გვარამიამ განაცხადეს უარი ასეთი ბინების სახელმწიფოსგან მიღებაზე, რადგანაც აცნობიერებდნენ - როცა რეჟიმი შეიცლებოდა, მათ ამის გამო მოეკითხებოდათ. ჩვენ, „ახალგაზრდა ადვოკატებმა", გამოვიკვლიეთ, რომ ყველა მოსამართლემ, რომლებმაც ბინები 1000-1000 ლარად ჩაიგდეს ხელში, ეს ბინები გაყიდეს! ერთადერთი, ვინც დღემდე ცხოვრობს რეჟიმის მიერ მოქალაქისთვის ყაჩაღურად წართმეულ ბინაში, არის საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილი, ხოლო აღნიშნული ბინა ის ბინაა, რომელიც როლანდ ბლადაძეს წაართვეს! ამაზე დიდი სკანდალი არავის სმენია, როცა ქვეყნის ყველაზე მაღალი სასამართლო ინსტიტუტის ხელმძღვანელი ყაჩაღურად ჩამორთმეულ სახლში ცხოვრობს! გიორგი პაპუაშვილი ქონების კეთილსინდისიერი შემძენი მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნებოდა, თუ არ ეცოდინებოდა, რომ სადავო ქონებას იძენდა, არადა, ირკვევა, რომ მან თავიდანვე იცოდა ამის შესახებ!


- როგორ ამტკიცებთ ამას?


- ამას 2 დოკუმენტი მოწმობს: პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის მაშინდელი თვმჯდომარის, ელენე თევდორაძის განცხადება, რომელიც ქონებას სადავოდ მიიჩნევდა და ჭეშწმარიტების დადგენამდე ბლადაძეების ბინიდან გამოსახლების შეჩერებას მოითხოვდა; ასევე საფინანსო-საბიუჯეტო კომტეტის მაშინდელი თავმჯდომარის, ლევან ბეჟაშვილის ანალოგიური დოკუმენტი. თანაც, სადავო სახლთან ბლადაძეების ოჯახის წევრთა აქციები გამუდმებით ტარდებოდა, რაც პრესაშიც შუქდებოდა. შეუძლებელი იყო, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს არ სცოდნოდა ამ დოკუმენტების შესახებ, ამიტომ ქონების კანონიერ მესაკუთრედ იგი ვერ ჩაითვლება! ჩამორთმევის დღიდან ბლადაძეების ოჯახს სამართლებრივი დავა არ შეუწყვეტია. სასამართლოს და პროკურატურის უკანონო დადგენილებები საჩივრდებოდა სამართლიანობის აღდგენის მოლოდინში. მოხდა გამაოგნებელი მოვლენა: სასამართლომ არ გაითვალისწინა მთავარი მტკიცებულება, რომელიც იმაში მდგომარეობს, რომ როლანდ ბლადაძემ ბათუმში, ერას ქუჩაზე აღნიშნული ბინა შეიძინა 2 წლით ადრე, ვიდრე 2002 წელს საბაჟოზე მუშაობას დაიწყებდა და ამის დამადასტურებელი დოკუმენტებიც გააჩნია!


2013 წელს როლანდ ბლადაძემ პროკურატურას, მისი საქმის გამოძიების მოთხოვნით მიმართა. პროკურატურამ ბლადაძე აქამდე წარდგენილ ყველა ბრალდებაში უდანაშაულოდ აღიარა, ნასამართლობა და ძებნაც მოუხსნა, რაც, თავის მხრივ, სასამართლოში ახალი გარემოების ფარგლებში დავის თავიდან დაწყების საფუძველი გახდა, თუმცა, სასამართლოებმა სასარჩელო მოთხოვნა ამჯერად იმის გამო არ დააკმაყოფილეს, რომ ჩივილის ხანდაზმულობის 5-წლიანი ვადა გასულია...


- ანუ, საქმე საბოლოოდ ჩიხში შევიდა?

 

- ჩვენ ასე არ ვთვლით, რადგან ჩვენმა ორგანიზაციამ პარლამენტს ხანდაზმულობის ვადების გაზრდასთან დაკავშირებით მიმართა. ამის გარეშე მარტო ბლადაძეს კი არა, სააკაშვილის რეჟიმის პერიოდში ყველა უკანონოდ ქონებაწართმეულს ესპობა ქონების დაბრუნების შანსი. პარლამენტიდან ოფიციალურად დაგვიდასტურეს, რომ ამ საკითხზე მიმდინარეობს მუშაობა და ჩივილის ხანდაზმულობის ვადების 5-დან 15 წლამდე გაზრდა იგეგმება! ევროკავშირსა და ევროსაბჭოში გაგზავნილი ჩვენი წერილების პასუხად კი შეშფოთების გამომხატველი განცხადებები ისმის რიგი მაღალი დონის ჩინოვნიკებისგან. ჩვენ, ახლად აღმოჩენილი გარემოებები მაინც წარვადგინეთ სასამართლოებში, თუმცა, მოსამართლე მაია ვაჩაძემ ამჯერადაც კუბლაშვილის ზარს და პაპუაშვილის ინტერესებს მიანიჭა უპირატესობა.


ამ საქმეს დიდი ტრიუმფით მოვიგებთ სტრასბურგის ევროპულ სასამართლოში, მაგრამ ვიდრე გიორგი პაპუაშვილს სახელმწიფოსგან უკანონოდ ნაჩუქარი ბინის სამარცხვინოდ დატოვება მოუწევს, მე „ასავალ-დაავალის" ფურცლებიდან მოვუწოდებ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს, ნებით დაუბრუნოს ეს ბინა მის კანონიერ მფლობელს, როლანდ ბლადაძეს!-

 

- ჩამორთმეული ქონების დაბრუნებასთან დაკავშირებით, ერთსულოვანია თუ არა მთავრობის, პარლამენტის და პრეზიდენტის პოზიციები?


- მთავრობა და პარლამენტი მიუთითებენ, რომ ქონებაჩამორთმეულთა საქმეებზე სამართლიანობის აღსადგენად მზად არიან, ხოლო პრეზიდენტის ადმინისტრაცია ჯერჯერობით დუმს. არადა, პრეზიდენტს ჩვენ ვთხოვეთ, მორატორიუმი გამოეცხადებინა იმ სადავო ქონების გასხვისებაზე, რომელთა გამოც საგამოძიებო მოქმედებები უკვე მიმდინაროებს; თანაც, შეეფასებინა წინამორბედი პრეზიდენტის 2007 წლის 6 ივნისის განკარგულება № 285, რომლის ძალითაც აჭარაში მოქალაქეებისთვის ჩამორთმეული ქონება საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს გადაეცათ. პრეზიდენტმა ეს არ გააკეთა, რითაც განამტკიცა მოსაზრება, რომ ის სააკაშვილის რეჟიმის დამნაშავე ჩინოვნიკთა ინტერესებს ლობირებს. არსებობს სხვა მოსაზრებაც: პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, შესაძლოა, არც კი იცის, რომ ექს-პრეზიდენტ სააკაშვილის გამოცემული ბრძანებების გაუქმების უფლება გააჩნია!

 

ესაუბრა ზაზა დავითაია

გაზეთი „ასავალ-დასავალი"


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016