კულტურა
კულტურის სამინისტრო გურამ დოჩანაშვილის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას სიცრუეს უწოდებს
ავტორი: ნათია ცუხიშვილი
10 დეკემბერი, 2014. 10:45
კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო სოციალურ ქსელ „facebook"-ის გვერდზე წერს, რომ მწერალ გურამ დოჩანაშვილის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია დღევანდელ რეალობას არ შეესაბამება.
„კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო სოციალურ ქსელში მწერალ გურამ დოჩანაშვილის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება. ვაცხადებთ, რომ სტატია, რომელიც რამდენიმე დღის წინ გავრცელდა დღევანდელ რეალობას არ შეესაბამება, რასაც მწერლის ოჯახის წევრებიც გვიდასტურებენ", - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
რამდენიმე დღის წინ, სოციალურ ქსელში გავრცელდა გურამ დოჩანაშვილის ფოტო და ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, მწერალი მძიმე სოციალურ პირობებში ცხოვრობს.
13 თებერვალი, 2016. 13:40
12 თებერვალი, 2016. 00:11
09 თებერვალი, 2016. 00:52
08 თებერვალი, 2016. 17:08
08 თებერვალი, 2016. 16:03
08 თებერვალი, 2016. 12:02
04 თებერვალი, 2016. 12:00
04 თებერვალი, 2016. 11:23
03 თებერვალი, 2016. 12:30
03 თებერვალი, 2016. 04:27
31 იანვარი, 2016. 01:21
29 იანვარი, 2016. 21:29
29 იანვარი, 2016. 02:50