reportiori.ge - დოლარის გამყარება მსოფლიოში მიმდინარე პროცესიების ანარეკლია
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 19:46
პრეს-დაიჯესტი
დოლარის გამყარება მსოფლიოში მიმდინარე პროცესიების ანარეკლია
ავტორი:
10 დეკემბერი, 2014. 18:56


ვესუბრებით ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორს, ყოფილ ფინანსთა მინისტრს, ბატონ დავით იაკობიძეს.

 

- ბატონო დავით, საქართველოში ლარის კურსის რყევამ დოლართან მიმართებაში, სერიოზული პანიკა გამოიწვია. თქვენი განმარტება როგორი იქნება ამ მხრივ?


- დოლარის გამყარება დაიწყო მას შემდეგ, რაც მსოფლიო ბაზარზე მოხდა ნავთობის ფასების დაწევა. საერთოდ, ნავთობზე ფასები განისაზღვრება ფიუჩერული კონტრაქტებით, ანუ იდება კონტრაქტი, ხოლო თანხის გადახდა შემდეგ ხდება. ასეთი მეთოდით, როდესაც ნავთობზე ფასები ეცემა, დოლარი მიმოქცევიდან ამოდის. მსოფლიოში, თუ დოლარზე გადავითვლით, ტრიალებს სულ 90 ტრილიონზე მეტი თანხა. აქედან 12 პროცენტი მოდის ნავთობზე, ამჟამად, როდესაც ნავთობის ფასი 1/3-ით შემცირდა, დოლარზე მოთხოვნა ამ სეგმენტში მსოფლიოში შემცირდა 5 ტრილიონით. ამ პროცესს არ შეიძლებოდა, რომ სხვა ფულად რესურსებზე ზემოქმედება არ მოეხდინა, ე.ი. დოლარი გახდა უფრო იშვიათი, მისი მსყიდველობითი უნარი გაიზარდა და შესაბამისად, მსოფლიოში სულ 200-მდე ფული არსებობს, ყველას მიმართება დოლართან შემცირდა, ხოლო ყველას მიმართ დოლარის ფასი გაიზარდა - ეს ერთი.


მეორე, ფულის ბაზარს აქვს თავისი მნიშვნელოვანი მაჩვენებელი. იცით, დოლარი რატომ არის მტკიცე ვალუტა? იმიტომ, რომ ბანკი, რომელიც მისი ემიტენტია, ამერიკის ფედერალური სარეზერვო სისტემა, არ უშვებს დოლარებს მიმოქცევაში მისი ღირებულების დასაბალანსებლად. ხომ ნახეთ, საქართველოში რა მოხდა. როდესაც ბანკებმა დაინახეს, რომ ლარის ღირებულება ეცემოდა, გამოიტანეს დოლარი და დაიწყეს ლარის შესყიდვა, რომ ლარი მიმოქცევაში შეემცირებინათ. ასეთ რამეს ამერიკის ბანკი არ აკეთებს, არ სჭირდება და იმიტომ, მათ აქვთ დოლარი - მსოფლიო ფული! ასეთი რამ რომ გააკეთოს, მსოფლიოში ფულადი სისტემა საერთოდ დაინგრევა. ასევე, ასეთ რამეს არ აკეთებენ ევროპული ბანკები - ევროსთან მიმართებაში. მსოფლიოში ხომ დღეს ორი სრულყოფილი ფული მოქმედებს - დოლარი და ევრო. რა თანაფარდობა აქვთ ერთმანეთთან? ეს გახლავთ მთელი მსოფლიოს დანარჩენი 200-მდე ფულის განმსაზღვრელი პროპორცია.


რა მოხდა ამჟამად? რადგან დოლარი ნავთობის შესყიდვის ძირითადი ვალუტაა და ნავთობის ფასის დაწევამ გამოიწვია მისი განმტკიცება, ფიუჩერულმა ანუ წინმსწრებმა ვაჭრობის მიდგომამ შექმნა ის დამოკიდებულება, რომ ევროს მიმართ ის განმტკიცდა. თუ ადრე ერთი ევრო უდრიდა ერთ მთელსა და ოთხ-ნახევარ დოლარს, ახლა ერთი ევრო გახდა ერთი მთელი და თვრამეტი მეასედი. შესაბამისად, საქართველო, როგორც ქვეყანა, წლის ბოლოს ბიუჯეტიდან დარჩენილი თანხებით შესყიდვებს ახორციელებს, ასევე ბიზნესმენები საახალწლოდ იმარაგებენ როგორც სასურსათო, ასევე სხვა საახალწლო პროდუქციას, აქედან გამომდინარე, მოთხოვნა დოლარზე გაიზარდა და ამ ყველაფერმა ხელი შეუწყო იმ პროცესებს, რაც მსოფლიო პროცესების გავლენით ჩვენშიც მოხდა. მოხდა ის, რომ დაიძრა ლარი იმ შუალედისკენ, რომელიც მყარდება და არის დოლარსა და ევროს შორის. თუ ნახავდით, რა ღირს ლარი დოლარში და რა ღირდა ლარი ევროში, ხოლო დოლარს გავყოფდით ევროზე, ნახავდით, რომ ლარის თანაფარდობა ისეთივე იყო, როგორი თანაფარდობაც იყო დოლარსა და ევროს შორის. გარდა ამისა, საქართველოში ფულის ბაზრის რეგულირების პროცესი ცალმხრივია, აქ არსებობს მხოლოდ მონეტარული რეგულირება, ფისკალური რეგულირება ჩვენთან ვერ ხორციელდება. ამის მიზეზი გახლავთ ის, რომ თავის დროზე მიღებულია ქარტია მეწარმეობის თავისუფლებისა, სადაც ჩაწერილია, რომ ნებისმიერი საგადასახადო ცვლილებები მოითხოვს რეფერენდუმებს - ამიტომ ეს ყველაფერი დაუშვებელია! აქედან გამომდინარე, ფინანსთა სამინისტრომ რომ გააკეთოს საგადასახადო რეფერენციები ზოგიერთი ხასიათის პროდუქციაზე და ამით დაარეგულიროს ფული - ამას  ვერ გააკეთებს, ეს არის კანონმდებლური უფლება. ამის შემდეგ უკვე რჩება ეროვნული ბანკი, ახლა რა უფლება აქვს ეროვნულ ბანკს? მას ერთი ვალდებულება აქვს, რომ უზრუნველყოს კაპიტალის თავისუფალი მოძრაობა. ე.ი. მან ნებისმიერ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა გააკეთოს ფულის კონვერტაცია. ასეთ სიტუაციაში ეროვნული ბანკი უარს ამბობს ლარის საცვლელი კურსის სტაბილურობაზე და თავისუფალ მცურავ კურსს აღიარებს. თუ ის ამას აკეთებს, მის განკარგულებაში რჩება მხოლოდ მონეტარული პოლიტიკა. ეს მონეტარული პოლიტიკა გახლავთ ბანკის საპროცენტო განაკვეთით არეგულიროს ფულის რაოდენობა. მაგალითად, დოლარის დეპოზიტზე თუ დადებთ თანხას, მას ექნება მხოლოდ 5 პროცენტი დანამატი, მაგარამ თუ ლარზე დადებთ თანხას, იქნება 10 პროცენტი დანამატი. 5 დოლარი თანაფარდობაში უდრის 10 ლარს. ეს ფაქტორები ერთად იყრის თავს და გამოდის შემდეგი: მსოფლიოში ნავთობის ფასის დაკლების გამო დოლარის კურსი იწევა, რაც გამყარებული პოზიციებიდან გამომდინარე, შემდგომში ზრდის დოლარზე მოთხოვნას საქართველოში და ჩვენს ქვეყანაში არსებულ დეპოზიტებზე საბანკო პროცენტის განაკვეთების ასეთი ასიმეტრიულობა განაპირობებს ლარის დღევანდელ მდგომარეობას.


სამწუხაროდ ფაქტია ის, რომ არასწორი განმარტებების გამო, ხალხში ატყდა აჟიოტაჟი, გაურკვევლობა, რამაც განაპირობა ის, რომ ზოგიერთმა მათგანმა შესაძლებელია, არასწორად წარმართა თავისი ფინანსური ოპერაციები.

 

ეთერ კასრელიშვილი

გაზეთი „საერთო გაზეთი"


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016