გვესაუბრება მწერალი ელიზბარ ჯაველიძე:
- ბატონო ელიზბარ, თქვენ არაერთხელ გამოგითქვამთ მოსაზრება, რომ ბიძინა ივანიშვილს ზოგიერთი მისი თანამებრძოლი უღალატებს.
„თავისუფალმა დემოკრატებმა" უკვე განახორციელეს ღალატის აქტი. კიდევ ვის მიიჩნევდით მოღალატედ და რა შეიძლება გამოიწვიოს ყოველივემ პოლიტიკურ ცხოვრებაში?
- თავისი ცხოვრების წესიდან გამომდინარე, მოღალატეების ამოცნობას დიდი წინასწარმეტყველური ნიჭი ნამდვილად არ სჭირდება. „რესპუბლიკელების" ისტორია, ჩემთვის, იმთავითვე ცნობილი იყო. ვიცი როგორ დაფუძნდა ეს პარტია. მისმა დამფუძნებელმა, როდესაც ქეჩოში ხელი სტაცეს და კაგებეში წაიყვანეს, ქაღალდი და კალამი მოითხოვა, დაწყებული ძმიდან საცოლით დამთავრებული ყველა ჩამოწერა და დააპატიმრებინა. დღეს კი ლევან ბერძენიშვილი ზნეობის, ცოდნისა და განათლების ეტალონად მიაჩნიათ. თავად აცხადებს, კურდღელივით კაცი ვარ და თავი დამანებეთ, ნება მომეცით სამშობლოს ვემსახუროო. ქართველ ხალხს არაფერი დავიწყებია. მშვენივრად ვიცი, როგორ გამოუშვეს ძმები ბერძენიშვილები ციხიდან. კოლონიიდან მოსკოვის კაგებეს უფროსის ჩარევით გაათავისუფლეს. მახსოვს, როგორ იღწვოდა გურამ ენუქიძე, რათა ლევან ბერძანიშვილი სამსახურში მოეწყო. მაშინ, როცა მერაბ კოსტავას მუსიკალური სკოლის მასწავლებლად არ უშვებდნენ. როდესაც გურამს ვკითხე, რა ხდება, დისიდენტებს ასე კარგად რატომ ექცევით-მეთქი, დავალებააო, მიპასუხა. ასევე, კარგად მახსოვს „რესპუბლიკელების" განცხადებები - აფხაზეთი დამოუკიდებელი უნდა იყოს, ტერიტორიებზე პრეტენზიები არ უნდა გვქონდესო. ეს ნიშნავს, რომ სამშობლო კი არ გაინტერესებს, არამედ რაღაც სხვა. ბატონ ბიძინას ორჯერ მივწერე საჯაროდ წერილი, ვამბობდი, ამ ხალხის პარლამენტში შეყვანა არა შეიძლება-მეთქი. ისინი დამოუკიდებლად პარლამენტში ვერასოდეს მოხვდებოდნენ. ივანიშვილის დიდი ავტორიტეტითა და ხათრით მეც კი მივეცი ხმა. მამაჩემი რომ ამდგარიყო საფლავიდან და ეთხოვა, მათ ხმას არ მივცემდი, მაგრამ ბატონი ბიძინასი მჯეროდა და ამიტომაც მივეცი „რეპუბლიკელებს" ხმა. იგივე აზრის ვიყავი ალასანიაზეც. ალასანია და სააკაშვილი ერთი ხის ნაყოფია. ჩემთვის მისი ცხოვრების გზაც ცნობილია, რა გააკეთა როცა კაგებეს რიგითი ოფიცერი იყო, ვინ მოიტაცა, როგორ დამალა სარდაფში და ა.შ. რა უფლება ჰქონდა ვინმეს სარდაფში ჩაკეტვის? ამისთვის უნდა დაეჭირათ. ისიც მახსოვს, მანამდე, როგორ გამოიყვანა ორი ყმაწვილი ოჯახიდან, რომლებიც დღესაც დაკარგულები არიან. ეს თემა მიჩუმათებულია. ფაქტები არსებობს. ამაზე ხმას არავინ იღებს, მაგრამ აღარ უნდა გავჩუმდეთ, რადგან დღეს იგი ისეთ განცხადებებს აკეთებს, რაც ქვეყნის მტრობაა. გავყვეთ მოვლენებს. როდესაც თავდაცვის ახალი მინისტრი დანიშნეს, სოსო ცისკარიშვილმა, რომელსაც თავი ობიექტურ შემფასებლად მოაქვს, თქვა, ამ ყმაწვილის ცხოვრებას კაგებეს ხაზი მიჰყვებაო. შე დალოცვილის შვილო, მას რომ ამოუჩხრიკე უშიშროების ხაზი, ალასანია ვინ იყო? მამამისი, თავდაპირველად, ორჯონიკიძის კაგებეს უფროსი იყო. თავად კაგებეს ოფიცერი იყო. როცა სააკაშვილი „მოქალაქეთა კავშირის" ფრაქციის თავმჯდომარე იყო, სამჯერ-ოთხჯერ მიუხტა შევარდნაძეს, ალასანია უშიშროების მინისტრის ხაბურძანიას მოადგილედ დანიშნეო. დაინიშნა კიდეც. ამ დროს ხდება „ვარდების რევოლუცია", ხაბურძანია ჩემს თვალწინ ახტა და სააქტო დარბაზის კარი გახსნა, სადაც შეიჭრნენ. მიუხედავად ამ დამსახურებისა, ხაბურძანია მოხსნეს. და იწყება ალასანიას დაწინაურება, ჯერ აჭარის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე გახდა, მერე ელჩი გაეროში. ეს შემთხვევით არ მომხდარა. სააკაშვილთან სულიერი ნათესაობა აკავშირებდა. შემდეგ გარკვეული ძალების კარნახით თანამდებობიდან გადადგა და ოპოზიციონერი გახდა. ყველას გვახსოვს კარვების ქალაქი. ვინ აშალა კარვები პირველად? - ალასანიამ. რატომ? - ვიღაცამ უთხრა, არადა, ქართველმა ხალხმა სთხოვა კარვები არ აშალოო, ისიც დათანხმდა, მაგრამ მეორე დღეს კარვები აშალა. ეს ჩემს მეხსიერებაშია დალექილი. იმაზე აღარაფერს ვამბობ „კულინარიის" წევრი რომ იყო. ის ბავშვები სწორედ მაშინ დაიკარგნენ. ქალაქის მერის არჩევნებზე მეორე ადგილი აიღო და უგულავას გამარჯვება მიულოცა. არადა, ეს არჩევნები მთლიანად გაყალბებული იყო. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რამ - როგორ ჩატარდა სამეგრელოში არჩევნები. მან სამეგრელოს ვერცერთ კუთხეში ვერ მოიგო, მიუხედავად იმისა, რომ ყველაზე დიდი დაფინანსება ჰქონდა. იმასაც ამბობენ, რომ ალასანიასა და როლანდ ახალაიას შორის მოლაპარაკება შედგა. ფაქტი ერთია, ალასანია დამარცხდა. ამიტომ, „რესპუბლიკელების" და ალასანიას ისტორიის გათვალისწინებით ვიცოდი, რომ ადრე თუ გვიან „ქართულ ოცნებას" უღალატებდნენ. ფაქტი სახეზეა. ბატონ ბიძინაზე საყვედურს ვერასდროს ვიტყვი, მისი მადლიერი ვარ. უმადური ხალხი არ მიყვარს. მან დიდი საქმე გაუკეთა ქართველ ხალხს იმ ჭირის მოშორებით, რასაც „ნაცმოძრაობა" ჰქვია. მაგრამ მხარდაჭერა რომ არ ყოფილიყო, დამოუკიდებლად, ბიძინა ივანიშვილი ამას ვერ მოახერხებდა. ამერიკა მიხვდა, რომ ქართველი ხალხი სააკაშვილს ვეღარ აიტანდა. გახსოვთ, ალბათ, ხაშურში სპეც. რაზმი ტომრებს რომ დაარბენინებდა, იყო ბიძინა ივანიშვილის ფიზიკური განადგურების მცდელობაც. დასავლეთის და ამერიკის გარკვეული ძალები რომ არ ჩარეულიყვნენ, ალბათ, მას ფიზიკურად გაანადგურებდნენ.
როგორ ფიქრობთ, რა უნდა ამერიკას? - მას მაინცდამაინც სააკაშვილი და „ნაციონალები" კი არ აინტერესებს, არამედ ხელისუფლებაში იმ ძალების მოსვლა, ვინც მათ პოლიტიკურ კურსს გააგრძელებს. მათ სურთ ქართველობა, ზნეობა, ტრადიცია, ყველაფერი ეროვნული, ქართული ოჯახი მოისპოს, დავივიწყოთ ისტორიული წარსული. ისტორია იმ დღიდან უნდა დაიწყოს, როცა ეს ძალები მოვიდნენ. სააკაშვილი ამბობს, ისტორია ჩვენი მოსვლიან იწყებაო. მაგალითად, ჭიაბერაშვილი, ეს ბაყაყიჭამია ნაძირალა, პირდაპირ ასე დაწერეთ, ქართვლის დედას შეურაცხყოფას აყენებდა, რასაც ჩვენი ფსიქოლოგი სოციოლოგები დიდ წარმატებად მიიჩნევდნენ. როცა ქალაქის მერი იყო, პროექტი შეადგინა, რაშიც 33 ათასი დოლარი მიიღო. იგი ამბობდა, ყველაზე საშიშნი ისტორიის და ქართული ლიტერატურისა და ენის მასწავლებლები არიან იმიტომ, რომ ისინი ბავშვებს ეროვნულ სიყვარულს უნერგავენო. მეორე საშიშროება ოჯახიდან მოდის, სადაც ბავშვი იზრდება და ყალიბდებაო. ამ პოლიტიკის გამტარებელი ხალხი ქართულ სახელმწიფოს რომ არ შექმნიდა, გასაგები იყო. ამიტომაც ვიყავი მათ წინააღმდეგ.
- თქვენ, მარგველაშვილის გაპრეზიდენტების წინააღმდეგიც იყავით. რა იყო ამის მიზეზი?
- მარგველაშვილმა ჟურნალ „დრო მშვიდობისაში" რამდენიმე წლის წინ წერილი „ნიჩურტა მე ქართველი ვარ" გამოაქვეყნა, სადაც ამბობს, რომ ქართველი ერი ავადმყოფია, ვერ გაიზარდა, ბავშვის დონეზე დარჩა და მისი განკურნება შეუძლებელია. ბატონ ბიძინას წერილით მივმართე, რომ არ შეიძლებოდა ამის მთქმელი კაცი, რომელიც „სოროსისა" და „თავისუფლების ინსტიტუტის" საზოგადოებაში იშვა, საქართველოს პრეზიდენტი გამხდარიყო. ივანიშვილი, ეტყობა, მისით პიროვნულად მოიხიბლა. მარგველაშვილი თავისი ქცევით აფერისტია, პლასტელინივით ყველაფერს ეკრობა. ივანიშვილმა ისიც კი თქვა, თუ გიორგის არ აირჩევთ საქართველოდან წავალო. საქართველოს არ აქვს იმის უფლება, რომ ასეთი ადამიანი დაკარგოს. ქვეყანას ასეთი მეცენატი და ქველმოქმედი არ ჰყოლია. დღეს თუ არ მიჭირს და შემიძლია წამალი ვიყიდო, მისი წყალობითაა. მან ხელოვნება, თეატრი, მუსიკა, ბოლოს და ბოლოს საქართველო გადაარჩინა. თუმცა, მან მოგვიანებით თქვა, ასე ადამიანში არ შევმცდარვარო. როცა მარგველაშვილი რეზიდენციაში შევიდა, ეს „ნაციონალებისკენ" მიმავალი გზა იყო. თუ გახსოვთ, საარჩევნო კამპანიის დროს, იგი ამბობდა, როგორც კი ამირჩევენ კოაბიტაცია დასრულდებაო. კოაბიტაცია მართლაც დაამთავრა, ოღონდ იმ აქტით, რომ „ნაციონალებს" შეერწყა. დღეს რა ხდება? მან მინისტრად თავისი ბუღალტერი მოიყვანა, რომელსაც ლიტერატურაზე,მწერლობაზე, ხელოვნებაზე წარმოდგენა არ აქვს. იგივე გზა გრძელდება, რაც შემთხვევითი არაა. სწორედ ესაა საშიში. კულტურის სამინისტროშიც იგივე ხაზი გრძელდება, ქართული პროექტები არავის აინტერესებს, არამედ ფინანსდებიან ბურჭულაძე, დეისაძე და სხვები. ეს უგემოვნობა კი არაა, არამედ დაწყებული პოლიტიკის გაგრძელება - მწერლობამ უნდა გარყვნას საზოგადოება.
- ვისი იმედი შეიძლება გვქონდეს „ქართულ ოცნებაში", ვინ არის საყრდენი ძალა?
- საბედნიეროდ, „ქართულ ოცნებაში" არიან ეროვნული ხალხიც - გოგი თოფაძე, ზურა ტყემალაძე, სოსო ჯაჭვლიანი, ზაზა პაპუაშვილი და სხვანი, რომლებიც ნამდვილი ქართველები არიან და მათ ბუნებას ვერავინ შეუცვლის. გოგი თოფაძე როდიდან ამბობს, დაგვღუპავს მსოფლიო ბანკი და სავალუტო ფონდიო, მაგრამ არავინ უსმენს. იმიტომ, რომ მთელი ტელევიზიები ფულითაა გაყიდული - რასაც ისინი აკეთებენ ანტისახელმწიფოებრივი ქმედებაა - ქართველ კაცს ცნობიერებას უმღვრევენ, ტვინს ურეცხავენ. ქართული საზოგადოების დიდი ნაწილი უკვე სპექტაკლის საზოგადოებად იქცა, რომელიც ტელევიზორს მისჩერებია და ყველაფერი რასაც „რუსთავი-2" ამბობს მართალი ჰგონია, თითქოს, მიშასდროინდელი საქართველოსთანა ბედნიერი და ეროვნული სახელმწიფო არასდროს ყოფილა. მაშინ როდესაც ყველაზე დიდი მტერი სწორედ სააკაშვილია, რომელმაც დაწყებული საქმე ბოლომდე მიიყვანა და გაანადგურა ქართული ცნობიერება.
- ქართული ცნობიერების დანგრევაში, დღეს, უკვე, საგრძნობლად მომრავლებული არასამთავრობო ორგანიზაციებიც ჩაერთვნენ.
- დიახ, უამრავი არასამთავრობო შეიქმნა. ვინც კი ხელისუფლებაში იყო და თანამდებობა დაკარგა, ყველამ არასამთავრობო შექმნა. მათ, რა თქმა უნდა, დაფინანსება სააკაშვილისგან აქვთ. მათ ჩვენი ნაქურდალი ფული - მილიარდები, რომელიც გაცილებით მეტი აქვთ, ვიდრე ივანიშვილს დაესიზმრება, სხვადასხვა გზებით უცხოეთიდან შემოაქვთ და ამ ფულით თავიანთ არასამთავრობოებს აფინანსებენ. არსებობს კიდევ დასავლეთის არასამთავრობოებიც. მაგალითად, „საია" „სოროსის" დაფუძნებულია. დააკვირდით, რა ხდება. ორჯერ, ლამის, ცემით მოკლეს ზაზა დავითაია, ვინმემ ხმა ამოიღო? არცერთმა არასამთავრობომ ხმა არ ამოიღო. ამ დროს ლგბტ-ს წარმომადგენელს ხელით რომ შეეხო, მთელი ამბავი ტყდება და გადაცემებს აწყობენ, რომ თურმე ტრანსსექსუალები ჩაგვრას განიცდიან. აი, ესაა მთელი უბედურება. ეს არასამთავრობოები შემთხვევით როდი წამოტივტივდნენ, მათ, სინამდვილეში, ადამიანის უფლებების დაცვა საერთოდ არ აინტერესებთ. ეკა გიგაურს, კახა კოჟორიძეს, ნინო ლომჯარიას ერთი წიგნი არ აქვთ წაკითხული, კომპიუტერს მისჩერებიან. ერთ ლექსს გეტყვით: „მალე გნახავ შენ ლიახვო გესეოდნენ კოღოები, შიგ ბიჭები ბანაობდნენ და უნიფხვო გოგოები". აი, ეს ბიჭები და უნიფხვო გოგოები განაგებენ დღეს საქართველოს პოლიტიკას, ასევე, კულტურას, ხელოვნებასა და მეცნიერებასაც. ასე, საქართველოს არაფერი ეშველება. საზოგადოებამ ხმა უნდა ამოვიღოთ. დღეს, ეროვნული ცნობიერება ისპობა. ამიტომ უნდათ მსოფლიო მოქალაქეობა. ლიბერალები მსოფლიო მოქალაქეები არიან. ჯერ კიდევ მე-19 საუკუნეში „ლიბერალებს" ასე აფასებდნენ: ისინი არიან ხალხი, რომლებიც ყველაფერზე ლაქლაქებენ, წამოაყენებენ თეზისებს და ყველაფერს თვითონ ანგრევენ და აფუჭებენ. მათ არც სამშობლო უყვართ და არც მსოფლიო. არ შეიძლება საკუთარი შვილი არ გიყვარდეს და ზოგადად, შვილის სიყვარულზე ლაპარაკობდე. არ შეიძლება შენი ორღობე არ გიყვარდეს და მამულის სიყვარულზე ლაპარაკობდე. „ნაციონალებმა" მკვლელების სისტემა შექმნეს. ეს თუ არ დაინგრა, არაფერი გვეშველება. განა დაგვავიწყდა რას უშვებოდნენ ხალხს? - ციხეში, შვილისა და დედის წინაშე მამას აუპატიურებდნენ და ამას კამერით იღებდნენ. ვინც გაუპატიურება ვერ შეძლო, მისთვის აფთიაქებში „ვიაგრას" საყიდლად დარბოდნენ. ეს არცერთ ფაშისტს, გიტლერსაც არ გაუკეთებია. „ნაციონალები" ცხოველები არიან, მათი გამოსწორება და მათთან კოაბიტაცია დაუშვებელია. მათი ცხოველური ინსტიქტები უნდა ჩავკლათ - ან უნდა განიდევნონ როგორც საშიში ცხოველები, ან აქვე უნდა დაიმარხონ ყოველგვარი სასამართლოს გარეშე. ახლა, ირაკლი ღარიბაშვილს ებრძვიან იმიტომ, რომ მან განაცხადა, ერთსქესიანი ქორწინება ქართველი კაცის საქმე არ არისო, ასევე, „ნაციონალებთან" საუბარი არ შეიძლებაო. მაშინვე დისკრიმინაციული კანონი მოუმზადეს. ახლა „ნაციონალები" და ალასანია ერთად არიან. „თავისუფალი დემოკრატებიც" მოსასაპობები არიან. მარტო ერთ კაცზე მწყდება გული, რომელიც იბრძოდა და ნამდვილი ოჯახისშვილია - გია ცაგარეიშვილზე. დანარჩენი შემთხვევით გაჩენილები არიან, ივანიშვილმა მიიყვანა და პარლამენტში ჩადო. ალასანიამ თავის წარსულს მიხედოს. სოლოლაკელმა პეტრიაშვილმა ცხვირი რომ აქვს გაღუნული, ჯერ ეგ ცხვირი გაისწოროს და მერე თუ შეუძლია კაცურად გაიაროს უბანში. მაგრამ ვერ გაივლის კაცურად. კაცი შენს უბანში რომ ვერ დადიხარ კაცურად, როგორ შეიძლება ქვეყნის ინტერესები გაიტანო საზღვარგარეთ, ესაა უბედურება. ხალხი უნდა გამოვიდეს და რადგან ხელისუფლება „ნაციონალების" მოღვაწეობას არ ამთავრებს, ჩვენ დავამთავროთ, ცოცხზე გადავსვათ და იფრინონ სადაც უნდათ, ოღონდ საქართველოს საზღვრებს გარეთ.
თამარ შველიძე
გაზეთი „საერთო გაზეთი"