reportiori.ge - რომელი მოსამართლეები მისცემენ ჩვენებას კოტე კუბლაშვილის წინააღმდეგ?
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 19:39
პრეს-დაიჯესტი
რომელი მოსამართლეები მისცემენ ჩვენებას კოტე კუბლაშვილის წინააღმდეგ?
ავტორი:
11 დეკემბერი, 2014. 17:46




იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს, კოტე კუბლაშვილს სასამართლო რეფორმების გატარების პროცესში ხელის შეშლაში ადანაშაულებს. წულუკიანი აცხადებს, რომ სასამართლო სისტემაში სერიოზული პრობლემებია და ამის აღიარება არ უნდა კუბლაშვილს: „მე მას ორი წელია ვთხოვ, აღიაროს, რომ სასამართლო სისტემის შიგნით არის პრობლემები. ამას ჯიქურ არ აღიარებს. მიიჩნევს, რომ სასამართლო სისტემის შიგნით ყველაფერი კარგად არის. დღეს თუ არა, ხვალ კოტე კუბლაშვილს მოუწევს ამის აღიარება. მე პირადად მასზე დიდ იმედებს აღარ ვამყარებ იმასთან დაკავშირებით, რომ რეფორმატორი გახდება და ამ მანტიით დატოვებს მართლმსაჯულებას. იმედია, მომავალი ხელმძღვანელი იქნება რეფორმატორი, რომელთან ერთადაც ბოლომდე მივიყვან მართლმსაჯულების რეფორმას". 


ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა წულუკიანი და კუბლაშვილი მედიით ერთმანეთს კენწლავენ, თუმცა ეს დაპირისპირება მედიის იქით ჯერ არ წასულა, კოტე კუბლაშვილი კვლავ მორჭმით ზის თავის სავარძელში და უკვე გადაწყვეტილია, 2015 წლის თებერვლამდე, ვიდრე უფლებამისილება არ ამოეწურება, ვერც ვერავინ შეეხება. 


რა ფორმით უშლის კოტე კუბლაშვილი თეა წულუკიანს ხელს რეფორმების გატარებაში? როგორუნდა მოშორდნენ სისტემას დამნაშავე მოსამართლეები? რა განცხადებები შეიტანესადვოკატებმა პროკურატურაში და რა შემთხვევაში გაიფიცებიან? 


„ალიას" ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე ესაუბრა: 


- ბატონო შალვა, არ მჯერა, რომ დღევანდელ ხელისუფლებას სასამართლოში რეფორმებისგატარება უნდა, ამაში ხელს კოტე კუბლაშვილი უშლის და სხვა მიზეზები არ არსებობს. ამ თეაწულუკიანისა და კუბლაშვილის ეს მუდმივი პაექრობა კი პოლიტიკურ-სამართლებრივი პინგ-პონგის თამაში მგონია. 


- არა, მე ასე ვერ ვიტყვი. თეა წულუკიანი მართლა მოწადინებულია, სასამართლოში გაატაროს რეფორმები, მაგრამ კოტე კუბლაშვილი ეწინააღმდეგება ამ რეფორმებს. სამწუხაროდ, კუბლაშვილს საამისო ბერკეტები აქვს და მათ იყენებს რეფორმების შესაჩერებლად. მიუხედავად თეა წულუკიანის დიდი ბრძოლისა, მოსამართლეთა გარკვეული წრე შეიკრა, მათ მოახერხეს მურუსიძის იუსტიციის საბჭოს მდივნად გაყვანა და როგორც ჩანს, ეს პოსტი მისთვის პლაცდარმად სჭირდებოდათ, რომ მერე მისით ჩაენაცვლებინათ კუბლაშვილი. იმდენი მოახერხეს გარკვეულმა ძალებმა, რომ ბიძინა ივანიშვილი შეიყვანეს შეცდომაში და მურუსიძე წარუდგინეს, როგორც რეფორმატორი მოსამართლე. მაშინ ჯერ არ იყო სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებები არც გირგვლიანისა და არც მოლაშვილის საქმეზე. თეა წულუკიანი იბრძოდა, რომ არ დაენიშნათ მურუსიძე ამ პოსტზე, მაგრამ ვერაფერს გახდა, კოტე კუბლაშვილმა ისარგებლა ხელისუფლების უუნარობით და მურუსიძე იუსტიციის საბჭოს მდივნადაც გაიყვანა და ასევე, ამ საბჭოში კუბლაშვილს, ანუ „ნაციონალებს" ხმათა უმრავლესობა აქვთ, 13 კაცია საბჭოში და 7 „ნაცმოძრაობის" დამღით დადაღული, „ჯიბის მოსამართლეები" არიან, მეშვიდე თავად კუბლაშვილია. მეტსაც გეტყვით. რამდენიმე მოსამართლეს უკვე ამოეწურა უფლებამისილების ვადა, მაგრამ არ მიდიან სასამართლო სისტემიდან. კანონის თანახმად, მოსამართლე სტატუსს ინარჩუნებს მანამ, სანამ არ დაასრულებს იმ საქმეს, რომელიც წარმოებაში აქვს. ასეთ მოსამართლეებს ჩანიშნული აქვთ პროცესი, მიხვალ, რაღაც ცრუ მიზეზით გადაგიდებს, მერე კიდევ გადაგიდებს და არიან ასე, ხელფასსაც იღებენ და სტატუსიც აქვთ, ჯერჯერობით. მაგალითად, ასეთები სააპელაციო სასამართლოში ალექსანდრე იოსელიანი, ვანო წიკლაური და სხვები, ყველანი, ცხადია, „ნაციონალი" მოსამართლეები არიან და ამ ყველაფერზე თვალს ხუჭავს უზენაესი სასამართლო. აბა, კუბლაშვილი საკუთარ მოსამართლეებს ხელს არ შეუწყობს, რაც შეიძლება მეტხანს დარჩნენ? 


- ბატონო შალვა, როგორ უნდა მოშორდნენ ამ ქვეყანას ეს დამნაშავე მოსამართლეები? 


- ესენი მოსამართლეები არ არიან, ესენი არიან "ნაციონალთა" პარტიის იდეოლოგები, მათი დაკვეთის შემსრულებლები, ნოტარიუსები... იგივე ალექსანდრე იოსელიანი ავიღოთ. ის სააკაშვილის ფავორიტი მოსამართლე იყო და ისეთ საქმეებს აძლევდა განსახილველად, რომლებზეც წარმოდგენაც არ ჰქონდა ამ კაცს. ამათი თავიდან მოშორება იმ რეფორმით შეიძლება, რომლის გატარებასაც წულუკიანი აპირებს. ვგულისხმობ 3 წლით მოსამართლეთა გამოსაცდელი ვადით დანიშვნას და მერე, ვინც ამ ვადას წარმატებით გაივლის, 10 წლით დაინიშნება მოსამართლედ. ამ 3-წლიან ვადაში, ამ მოსამართლეთა წარსულ საქმიანობას შეისწავლიან, მათ ძველ გადაწყვეტილებებს ამოსწევენ და იქ იმდენი კანონდარღვევა აღმოჩნდება, რომ სრულიად საკმარისი იქნება მათ წინააღმდეგ დისციპლინარული დევნის დასაწყებად, რასაც მათთვის მოსამართლის სტატუსის შეჩერება მოჰყვება. ამით „ნაციონალებს" პოლიტიკური სისტემა დაეშლებათ, ხელიდან წაერთმევათ ერთადერთი სახელისუფლებო შტო - სასამართლო სისტემა, რომელსაც ასე ებღაუჭებიან. ამიტომ არის, რომ თეა წულუკიანი ამდენს ყვირის და კუბლაშვილს მუდამ უპირისპირდება. 


- მერე, ამ ხელისუფლებამ რატომ შეატოვა წულუკიანი ამ კუბლაშვილს მარტო? რატომ არუდგანან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები გვერდით? ბოლოს და ბოლოს, სად არისპროკურატურა, ერთი მოსამართლე არ დაუჭერიათ დღემდე, არადა, საშინელებები აქვთჩადენილი. 


- თავი დავანებოთ ჯერ ამ დაჭერას, ნუ ვიხმართ ამ სიტყვას. ეჭვი მაქვს, რომ ასეთები იქნებიან და ძალიან ბევრნი, მაგრამ ხომ ხედავთ, დისციპლინარული დევნაც კი არ ხორციელდება ასეთ მოსამართლეებზე. მე ის უფრო მწყინს, რომ თეა წულუკიანს პარლამენტი არ უჭერს სათანადოდ მხარს, როცა ეს სჭირდება ახლა. ეკა ბესელიამ, მანანა კობახიძემ და იმ უფლებადამცველებმა, რომლებიც დღეს დეპუტატები არიან, უნდა იაქტიურონ და გვერდით დაუდგნენ წულუკიანს. ხომ ხედავთ, უკვე შეტევაზეა კუბლაშვილი გადმოსული და წულუკიანს მოსამართლეებზე ზეწოლაში ადანაშაულებს? ისე, კუბლაშვილს თუ ჰგონია, რომ ის მოსამართლეები, რომლებსაც მისი დავალებით უამრავი უდანაშაულო ადამიანი ჰყავთ გამწარებული, მრავალი უსამართლო გადაწყვეტილება აქვთ გამოტანილი, მას თან გადაჰყვებიან, ძალიან შემცდარა. მოსამართლეები, მოვა დრო და ალაპარაკდებიან, იტყვიან ყველაფერს, რასაც მათ კუბლაშვილი ავალებდათ და აძალებდათ, კუბლაშვილის ბევრ ბინძურ დაკვეთას აეხდება ფარდა. უკვე შეტანილია ადვოკატების მიერ მოსამართლეთა წინააღმდეგ განცხადებები პროკურატურაში. იუსტიციის საბჭოშიც შესულია მრავალი განცხადება კონკრეტული მოსამართლეების უკანონობის ფაქტობრივი მტკიცებულებების თანხლებით, მაგრამ იუსტიციის საბჭოში ლევენ მურუსიძე და საბჭოს „ნაციონალთა" უმრავლესობა ბლოკავს ამ საქმეების გამოძიებას, ხოლო პროკურატურაში რა ხდება, ეს უკვე არ ვიცი. იმედია, გამოიძიებენ ამ საქმეებს და ბევრს მოუწევს თავის წარსულ დანაშაულზე პასუხისმგებლობა. 


- ბატონო შალვა, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ თუ მართლა ლევენ მურუსიძისკანდიდატურა დადგა, რას აპირებთ ადვოკატები? მისი ამ პოსტზე დანიშვნა ნიშნავს, რომსასამართლოს მართვას ისევ „ნაციონალები" გააგრძელებენ რამდენიმე წლით, ისევ უკანონობადა სიბნელე იქნება ამ უპატრონო ქვეყანაში. 


- მაგის წარმოდგენა და გააზრებაც კი არ მინდა. კოტე კუბლაშვილის ასლი რომ არ უნდა მოვიდეს მის ადგილას, მაგისთვის ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რაც კი შესაძლებელია. ლევან მურუსიძის საწინააღმდეგო კამპანია უკვე დაწყებულია ადვოკატებშიც, მოსამართლეებშიც კი დაწყებულია უკვე ეს კამპანია. სისტემას  შერჩენილია მოსამართლეთა 10-15%, რომელთაც კუბლაშვილის დანაშაულებრივი სისტემის პირობებშიც კი შეინარჩუნეს ღირსება და ეს ხალხი უნდა დარჩეს სასამართლო სისტემაში. ვერ გეტყვით, თუ ამ რეალობის წინაშე დავდექით, ადვოკატები გავიფიცებით თუ არა, რადგან ეს ხალხის დაცვის გარეშე დატოვებას ნიშნავს და მერე ნახეთ თქვენ უკანონო გადაწყვეტილებები და განაჩენები. თუმცა, არაფერს გამოვრიცხავ, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ „ნაციონალებმა" ეს გეგმა ვერ განახორციელონ და მურუსიძე არ დაინიშნოს. 


ლევან ჯავახიშვილი

გაზეთი „ალია"








 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016