reportiori.ge - 10 რჩევა დიმიტრი შაშკინისგან
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
კვირა, 10 ნოემბერი, 2024. 06:37
პოლიტიკა
10 რჩევა დიმიტრი შაშკინისგან
ავტორი:
19 ივლისი, 2013. 21:16

განათლების, თავდაცვისა და სასჯელაღსრულების EX -მინისტრი მთავრობას და „ნაციონალურ მოძრაობას" სოციალური ქსელით რჩევებს აძლევს. „რეპორტიორი" შაშკინის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„ჩვენს ქვეყანაში დემოკრატიის მშენებლობისა და მრავალპარტიული სისტემის
შესანარჩუნებლად, უმნიშვნელოვანესია, რომ ოპოზიცია კრიზისიდან
გამოვიდეს და მოსახლეობას განვითარების ახალი გზა შესთავაზოს. ნაც.მოძრაობა უკვე დიდი ხანია ევროპის სახალხო პარტიის წევრია და ეს უნდა გახდეს საწყისი წერტილი პარტიის რეფორმირებისთვის.
არასამთავრობო ორგანიზაცია, "რეფორმატორთა კლუბი", ვთვლით, რომ ახლა უმნიშვნელოვანესია, რომ ნაც.მოძრაობამ მკვეთრად დააფიქსიროს თავისი იდეოლოგია და ფასეულობები, რათა მომავალში სწორედ იდეოლოგია გახდეს პარტიის აღორძინების საფუძველი და ბერკეტი. 
უპირველეს ყოვლისა, პარტიამ უნდა დააფიქსიროს თავისი პოზიცია სახელმწიფოს, მთავრობისა და საზოგადოების როლის მიმართ. ვთვლით, რომ იმ პირობებში, როდესაც ქვეყნის მმართველი ძალა მემარცხენე-ცენტრისტულია, მხოლოდ ნეოკონსერვატულ იდეოლოგიას შეუძლია, შექმნას ალტერნატივა. მსჯელობისთვის ჩვენ გთავაზობთ შემდეგ პრინციპებს, რომელიც პარტიის იდეოლოგიაში უნდა ჩაიდოს და მომავალში სტაბილური და მდგრადი განვითარების გარანტი გახდეს:

თითოეული ადამიანი პატივს უნდა სცემდეს სხვის უფლებებს, რაც ეროვნული სიძლიერის წყარო არის.

მთავრობა იმისთვის არსებობს, რათა თანაბარი პირობები შეუქმნას ადამიანებს თავისი შემოქმედებითი შესაძლებლობების გამოსავლენად.

მთავრობის საქმიანობა უნდა მოიცავდეს იმ მოქმედებებს, რომელთა განხორციელება ხალხს დამოუკიდებლად არ შეუძლია და იქნება ხალხისთვის სასარგებლო.

ყველაზე ეფექტური მთავრობა არის ისეთი მთავრობა, რომელიც ყველაზე უფრო ახლოსაა ხალხთან.

მათ, ვისაც არ შეუძლიათ საკუთარი თავის რეალიზაცია, მთავრობაც და საზოგადოებაც უნდა დაეხმაროს, მაგრამ ყველა ძალისხმევა მიმართული უნდა იყოს იმისკენ, რომ ამ ადამიანებს შეეძლოთ თავისი თავის შენახვა, გახდნენ წარმატებული მოქალაქეები და იამაყონ თავისი დამოუკიდებლობით.

თანაბარი უფლებები, თანაბარი სამართალი და თანაბარი შესაძლებლობები უნდა მიეცეს ყველას განურჩევლად სარწმუნონოებისა, ასაკისა, სქესისა, რასისა ან ეროვნებისა.

ჩვენი ერის და ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოების შენარჩუნება დამოკიდებულია კონსტიტუციაზე, კანონებსა და სასამართლოზე, მათი დაცვა და პატივისცემა თითოეული ადამიანის მოვალეობაა. 

მთავრობა პასუხისმგებელია მყარი ეკონომიკის ჩამოყალიბებაზე. ადამიანების უფლებები და თავისუფლება არ უნდა ირღვეოდეს გაზრდილი გადასახადებით. მთავრობა უნდა იყოს მეწარმეობის (ბიზნესის) თავისუფლების გარანტი

მთავრობა პასუხისმგებელია ეროვნულ უსაფრთხოებაზე და მხოლოდ ძლიერ საქართველოს შეუძლია შეინარჩუნოს თავისუფალი საქართველო.

მთავრობამ ყოველთვის უნდა აწარმოებდეს მოლაპარაკებები მხოლოდ ძლიერი და არა სუსტი პოზიციიდან, მშვიდობის და მეგობრობის შესახებ". - აღნიშნულია დიმიტრი შაშკინის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

 

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016