reportiori.ge - ჯარში სამსახური ქალებისთვისაც სავალდებულო გახდება?
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 19:34
პრეს-დაიჯესტი
ჯარში სამსახური ქალებისთვისაც სავალდებულო გახდება?
ავტორი:
12 დეკემბერი, 2014. 16:55


საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არსებით განხილვაში მიიღო საქმე "საქართველოს მოქალაქე გიორგი კეკენაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ", სადაც მოსარჩელე სამხედრო სავალდებულო სამსახურში მხოლოდ მამაკაცების გაწვევას დისკრიმინაციულად მიიჩნევს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან მიმართებით, რომელიც სქესის ნიშნით დისკრიმინაციას კრძალავს. 


სასამართლოს პირველი კოლეგია მიიჩნევს, რომ აღნიშნული სარჩელი აკმაყოფილებს საქართველოს კანონის მოთხოვნებს და არ არსებობს არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის რომელიმე საფუძველი. 


მოკლედ, მოსარჩელის არგუმენტი შეიძლება ასე შეფასდეს: "თუ გენდერული თანასწორობაა, თანასწორობა იყოს." 


თუ საკონსტიტუციო სასამართლომ დააკმაყოფილა სარჩელი, შეიცვლება თუ არა კანონი? გაიწვევენ თუ არა ქალებს სავალდებულო სამსახურში? 


"ალიას" პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი ესაუბრა: 


- თუ საკონსტიტუციო სასამართლომ სარჩელი დააკმაყოფილა, ქალებსაც გაიწვევენ ჯარში? 


- სასამართლოს გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია და მოდით, სიტუაცია შევაფასოთ: დღევანდელი კანონმდებლობით არსებობს ორი ტიპის სამხედრო სამსახური, სავალდებულო და საკონტრაქტო. სავალდებულო სამსახურისგან ქალები თავისუფლდებიან, საკონტრაქტოს რაც შეეხება, ქალებს უფლება აქვთ, სურვილის შემთხვევაში იმსახურონ შეიარაღებულ ძალებში. ანუ, უფლება და არა ვალდებულება. მამაკაცებს უფლება აქვთ სამსახურის 18-იდან 27 წლამდე და ქალებს აქვთ თავისუფალი არჩევანის უფლება. 


- ჰოდა, მოქალაქე კეკენაძე სავალდებულოდ ითხოვს ქალების სამსახურსაც, ანუ თანასწორობა ყველგან და ყველაფერშიო. 


- მე როგორც გავიგე, მოქალაქე ჩივის იმას, რომ დისკრიმინაციულ მდგომარეობაში ვარ, რადგანაც მე ვალდებული ვარ, ვიმსახურო გაწვევით და ქალები - რატომაც არაო. ვიმეორებ, ქალებს არ ეზღუდებათ შეიარაღებულ ძალებში ყოფნა და გენდერული თანასწორობა დაცულია. 


- ირაკლი, არ მიპასუხეთ და გიმეორებთ, თუ საკონსტიტუციო სასამართლო გადაწყვეტს, რომ ქალებისთვის ჯარში გაწვევა გახდეს სავალდებულო, რას აპირებთ, შეცვლით კანონებს? 


- მესმის, მაგრამ ამ შემთხვევაში გარკვეული უთანასწორობა წარმოიშვება. დღევანდელი კანონმდებლობით წვევამდელს თუ ჰყავს ერთი შვილი ორ წლამდე, მას სამსახური გადაუვადდება, მაგრამ თუ წვევამდელს ჰყავს ერთი სამი წლის შვილი, მას ევალება ჯარში სამსახური. ეს მომჩივანი კეკენაძე არის სტუდენტი, დავუშვათ, მის მეგობარ სტუდენტ გოგონას ჰყავს სამი წლის შვილი და, თუ თანაბარ პირობებს ვთავაზობთ, მაშინ ეს გოგონაც ხდება ვალდებული, დატოვოს ბავშვი და ჯარში წავიდეს. კითხვა მაქვს, რამდენად მისაღებია, რომ დედამ მიატოვოს სამი წლის ბავშვი და წავიდეს ჯარში, ბავშვის უფლებები რამდენად იქნება დაცული? 


- ისე, სახელმწიფოს სჭირდება კი ამდენი წვევამდელი ქალი და ვაჟიც? 

 

- რა თქმა უნდა, არა. ის, რა რაოდენობაც დღეს მსახურობს ჯარში, სრულიად საკმარისია. 


- ნაწილობრივ კი მიპასუხეთ ჩემს შემდგომ კითხვაზე, ბავშვები რომ ახსენეთ, მაგრამ კიდევ რა შეიძლება იყოს ქალისთვის ხელისშემშლელი პირობა? 

 

- მოდით, ასე ვიტყვი, ფორმიან ქალსაც და მამაკაცსაც ჩვენი ქვეყანა ერთნაირად განიხილავს და არ არსებობს დისკრიმინაციული მიდგომა, ყველას ჩვენი წილი პასუხისმგებლობა გვაქვს ქვეყნის წინაშე. ქალები ქვეყანას სხვა სახით ემსახურებიან და დემოგრაფიულ საკითხში ქალის როლი ძალიან დიდია. 


- პასუხი მაინტერესებს, ხელისშემშლელი რა იქნება, ფეხმძიმობა?


- არამარტო, ასევე, ფიზიკური ნორმატივები და ჩვენი კანონმდებლობა დღეს კრძალავს ქალების მონაწილეობას საბრძოლო ოპერაციებში. 


- აბა, საკონსტიტუციომ რატომ მიიღო განსახილველად ეს წინადადება? 


- ალბათ, ამ შემთხვევაში სასამართლო გამოვიდა დისკრიმინაციული კანონის დისკრეციიდან და თუ ქვეყნის წინაშე ყველა ვალდებულია, აქ ქალიც იგულისხმება და კაციც. 


არა მგონია, სასამართლომ ეს სარჩელი დააკმაყოფილოს, რადგანაც ის ეწინააღმდეგება ჩვენს ძირითად პრინციპებს, თუმცა ისრაელში ეს მიღებულია, რადგანაც იქ დიდი არმიაა და ყველა მსახურობს.  

 

თამარ ოქრუაშვილი

გაზეთი „ალია"


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016