reportiori.ge - ვის უნდოდა სტალინის გატაცება? - რა გაიგო „არგუმენტი ი ფაქტის“ სპეციალურმა კორესპონდენტმა ირანში
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 19:31
პრეს-დაიჯესტი
ვის უნდოდა სტალინის გატაცება? - რა გაიგო „არგუმენტი ი ფაქტის“ სპეციალურმა კორესპონდენტმა ირანში
ავტორი:
12 დეკემბერი, 2014. 19:14


1943 წლის 28 ნოემბრიდან 1 დეკემბრამდე ირანის დედაქალაქში გაიმართა „დიდი სამეულის" - სსრ კავშირის, დიდი ბრიტანეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების ხელმძღვანელების - „სამიტი", რომლებმაც ევროპის ომისშემდგომი მოწყობა განიხილეს და, მართალია, კონფერენცია დიდი საიდუმლოებით მზადდებოდა, გერმანელებმა მის შესახებ უკვე ოქტომბრის შუა რიცხვებში გაიგეს. ინფორმაცია „დიდი თევზის" შესახებ, რომელიც თეირანში მიცურავდა, გადასცა ალბანელმა ელიას ბაზნამ - ნაცისტმა აგენტმა ციცერონმა, თურქეთში ბრიტანეთის საელჩოში ელჩის კამერდინერმა. იმპერიის უშიშროების მთავარი სამმართველოს უფროსმა ერნსტ კალტენბრუნერმა სასწრაფოდ წარუდგინა ჰიტლერს სტალინის, რუზველტისა და ჩერჩილის განადგურების შავად დაწერილი გეგმა და მიიღო სრული მხარდაჭერა. მისია კოდური სახელწოდებით „გრძელი ნახტომი", ესესის სპეცდანიშნულების რაზმის ხელმძღვანელს ოტო სკორცენის დაავალეს. ნაცისტების ოპერაცია ჩავარდა, მაგრამ დაწვრილებითი ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ მოახერხეს, გადაერჩინათ ანტიჰიტლერული კოალიციის ხელმძღვანელები, დღემდე გასაიდუმლოებულია. „არგუმენტი ი ფაქტის" მიმომხილველი თეირანიდან გადმოგვცემს ირანში ნაცისტური და საბჭოთა სპეცსამსახურების საიდუმლო დაპირისპირების უცნობ დეტალებს.



რატომ აკეთებდნენ მიწისქვეშა ხვრელებს საფლავიდან?


ყოფილი საბჭოთა (ამჟამად რუსეთის) საელჩო თეირანში - არსებითად ქალაქია ქალაქის შუაგულში. 11 ჰექტარ ტერიტორიაზე იყო პარკი, სასტუმრო, საცხოვრებელი სათავსოები დიპლომატებისთვის და საწარმომადგენლო კომპლექსი - სწორედ იქ განიხილავდნენ სტალინი, რუზველტი და ჩერჩილი გერმანიის დაყოფას. პირველი გეგმა, რომელიც თეირანში გერმანიის აგენტურამ შესთავაზა, იყო - შეეღწიათ სსრ კავშირის საელჩოში სომხური სასაფლაოს მხრიდან, გაეკეთებინათ მიწისქვეშა ხვრელები... სასაფლაოს შიგნიდან, შემდეგ ამ გვირაბიდან გაეგზავნათ დივერსანტები. სასაფლაოზე გერმანელებთან მუშაობდა მათი აგენტი - შტურბმანფიურერი ფრანც მაიერი, რომელიც სპეციალურად მოეწყო მესაფლავედ, - ესესის ოფიცერი, რომელსაც გაკეთებული ჰქონდა მოხუცი სომხის გრიმი (!) შეღებილი წვერით! მაგრამ მალე მაიერი დაატყვევა საბჭოთა დაზვერვამ და ბერლინში მიწისქვეშა თხრილის იდეაზე უარი თქვეს.


- სრული დოსიე თეირანის კონფერენციის შესახებ გაიშიფრება მხოლოდ ასი წლის შემდეგ! - ამტკიცებს ისტორიკოსი, თარჯიმანი ახმად სარემი. - თუმცა, უკვე ახლა, ირანის არქივებში საიდუმლოებამოხსნილი დოკუმენტების თანახმად, შეიძლება გავაკეთოთ დასკვნა: გერმანელების პირველხარისხოვანი ამოცანა იყო: გაეტაცათ, და არ დაეხოცათ „დიდი სამეულის" მონაწილეები. კალტენბრუნერის აზრით, სტალინის, რუზველტისა და ჩერჩილის ლიკვიდაცია ვერ შეაჩერებდა ომს. აი შოკს კი ანტიჰიტლერული კოალიციის ქვეყნების მოსახლეობაში, რომელსაც აცნობებდნენ მათი ლიდერების გერმანელთა ტყვეობაში ყოფნის შესახებ, ეს გამოიწვევდა განგაშსა და ქაოსს ფრონტზე. ამაზე იყვნენ სწორედ ორიენტირებული ესესელი დივერსანტები თეირანში.


როგორც ირანის გაზეთი „ხაბარი" მიუთითებს, „აპირებდნენ, სტალინი თურქეთის გავლით წაეყვანათ ბერლინში და იქ ეჩვენებინათ გალიაში". რუზველტთან დაკავშირებით რაიხსკანცელარიაში პოზიციები გაიყო: ზოგიერთებს მიაჩნდათ, რომ ეიძულებინათ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, გაეცა ბრძანება კაპიტულაციის შესახებ, სხვები მოითხოვდნენ - მოეწყოთ განსაკუთრებული სიმკაცრის სიკვდილით დასჯა (კალტენბრუნერი სთავაზობდა - რუზველტი შეეჭმევინებინათ ზვიგენისთვის (!) და ეს ჩაეწერათ კინოფირზე). ჩერჩილთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობა არ ყოფილა - აპირებდნენ, იგი ადგილზევე მოეკლათ.



რითი ჩამოვიდნენ ესესელები?


სსრ კავშირის ხელისუფლება საშიშროებას სერიოზულად მოეკიდა. თეირანში გადაისროლეს შინსახკომის 3000 (!) თანამშრომელი, რომლებიც იცავდნენ ყველა ადგილს, სადაც ჩნდებოდნენ „დიდი სამეულის" ლიდერები.


მოგვიანებით ბრიტანელი და ამერიკელი ისტორიკოსები გაოცებული იყვნენ: რატომ მოხდა, რომ ირანში 6500 (!) გერმანელი ჯაშუშის ყოფნის პირობებში, თავდასხმა ვერ განხორციელდა? ჯერ ერთი, გერმანული დაზვერვის ქსელი მთლიანად იქნა განადგურებული 43 წლის ნოემბრის დასაწყისში, როდესაც საბჭოთა სპეცსამსახურების ოპერაციის დროს აბვერის 400 აგენტი დააპატიმრეს. მეორეც, 22-27 ნოემბერს სსრ კავშირის დაზვერვამ დააკავა ესესელ პარაშუტისტთა თოთხმეტი (!) ჯგუფი, რომლებიც ქალაქების კუმისა და კაზვინის რაიონებში გადაისროლეს რუდოლფ ფონ ჰოლტენ-პფლუგის (თეირანში გერმანელები გადმოვიდნენ სავაჭრო ქარავნის სახით აქლემებზე) და ვლასოველი ვლადიმირ შკვარიოვის სარდლობით. მესამეც, მესამე რაიხის ბიუროკრატიამ „გრძელი ნახტომის" ჩაშლაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა. იყო ძალიან ბევრი წინადადება, რომლებიც კონკურენციაში მოდიოდნენ ერთმანეთთან (თავად სკორცენი სთავაზობდა, გამოერიცხათ გატაცება და უბრალოდ დაეხოცათ „დიდი სამეული", სსრ კავშირის საელჩოში გაეგზავნათ ასაფეთქებელი ნივთიერებებით გადაჭედილი თვითმფრინავი თვითმკვლელი პილოტით). ბევრ გეგმას უარყოფდნენ, განიხილავდნენ, ხდებოდა მათი გადაკეთება - და შედეგად გერმანული აგენტურის დაპატიმრებამ ყველაფერს წერტილი დაუსვა.



სადაა მომთაბარეთა დოლარები?


- თუ ნაცისტი აგენტების დაკითხვის მონაცემებს ვენდობით, 29 ნოემბერს ისინი აპირებდნენ, თეირანში მასობრივი უწესრიგობები მოეწყოთ და მათი საფარით თავს დასხმოდნენ და გაეტაცებინათ „დიდი სამეულის" კორტეჟი, - გვიამბობს ისტორიის პროფესორი მეჰმედ მუსავი. - ისპაჰანში ესესელთა ოფიცერი შიუნემანი მოლაპარაკებას აწარმოებდა კაშკაის ტომების ბელადებთან. მათი რაზმები უნდა ჩამოსულიყვნენ ირანის დედაქალაქში და თავს დასხმოდნენ მთავრობის შენობებს, გამოეწვიათ ქაოსი. გეგმები ბანალური მიზეზით ჩაიშალა - ბერლინიდან დოლარები არ შემოვიდა, ბელადები კი შეტევას წინასწარი გადახდის გარეშე არ აპირებდნენ.


1943 წლის 30 ნოემბერს ბრიტანელებმა ჰოლტენჰფლუგის ჯგუფი დააპატიმრეს, 2 დეკემბერს კი ექვსი პარაშუტისტი დააკავეს - უკანასკნელები იმათგან, ვინც თეირანში გაიგზავნა „დიდი სამეულის" მოსატაცებლად. მთავარი როლი ესესელთა გეგმების ჩაშლაში სსრ კავშირის დაზვერვამ შეასრულა, და განსაკუთრებით მისმა რეზიდენტმა ირანში 19 წლის (!) გევორქ ვართანიანმა, - მისი წყალობით მოხდა მტრის ასობით აგენტის ნეიტრალიზება, მათ შორის, შკვარიოვის ჯგუფისაც. თავდაპირველად კი გერმანელებს ეჭვიც არ ეპარებოდათ თავიანთი ღონისძიების განხორციელებაში. გერმანიის საჯაშუშო ქსელმა მოიცვა მთელი ირანი, ნაცისტებმა თავიანთი აგენტები ჩათესეს 50 სამინისტროსა და არმიაში, მათ შორის, გადაიბირეს დივიზიების მეთაურებიც. მიუხედავად მთელი ძალისხმევისა, „გრძელი ნახტომი" ჩაიფუშა. ყველაზე ნათელ სურათს სპეცსამსახურების დაპირისპირების შესახებ, ჩვენ მივიღებთ, უკეთეს შემთხვევაში, 2043 წელს, როდესაც რუსეთის, ამერიკისა და ბრიტანეთის არქივებში საიდუმლოების გრიფს მოხსნიან ყველა დოკუმენტს, რომლებიც „თეირან-43"-ს შეეხება. თუ, რასაკვირველია, მათ მართლა მოხსნიან საიდუმლოების გრიფს.



სხვათა შორის


როგორ აეწყო იმათი ბედი, ვინც ჩაბმული იყო თეირანში 1943 წლის ნოემბრის მოვლენებში? ესესის შტურბმანფიურერი ფრანც მაიერი („სომხური სასაფლაო") გადასცეს ინგლისელებს, გადაგზავნეს ინდოეთში და შემდეგ უგზო-უკვლოდ გაქრა.


„დიდი სამეულის" შეხვედრის შესახებ ნაცისტებისთვის ინფორმაციის გამამჟღავნებელმა აგენტმა ციცერონმა ჰონორარი მიიღო ყალბ ბრიტანულ გირვანქებში და სიკვდილამდე - 1971 წ. - უნაყოფოდ უჩიოდა ამასთან დაკავშირებით სასამართლოში გერმანიის მთავრობას. ერნსტ კალტენბრუნერი, რომელმაც „გრძელი ნახტომის" გეგმა დაამუშავა, 1946 წელს ნიურნბერგში ჩამოახრჩვეს. საბჭოთა მზვერავი გევორქ ვართანიანი 43 (!) წელი მუშაობდა საფრანგეთში, გერმანიასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში, სპეციალიზებული იყო მოღვაწეობაზე ნატო-ს წინააღმდეგ და არასოდეს ყოფილა დაპატიმრებული ან გამოაშკარავებული, მიაღწია პოლკოვნიკის ჩინს. გარდაიცვალა ამ ცოტა ხნით წინათ - 2012წელს, მოსკოვში.

 

გეორგი ზოტოვი, თეირანი

გაზეთი „საქართველოს რესპუბლიკა"


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016