reportiori.ge - სანდრო ბრეგაძე: მუხრან ბურჭულაძემ ეროვნული გმირი ზვიად გამსახურდია შეადარა და გააიგივა მიხეილ სააკაშვილთან!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 16 სექტემბერი, 2024. 23:08
პოლიტიკა
სანდრო ბრეგაძე: მუხრან ბურჭულაძემ ეროვნული გმირი ზვიად გამსახურდია შეადარა და გააიგივა მიხეილ სააკაშვილთან!
13 დეკემბერი, 2014. 16:09


„გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ ისეთი შეურაცხყოფა, რაც გუშინ მუხრან ნემოს ძე ბურჭულაძემ მიაყენა საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ეროვნული გმირის ზვიად გამსახურდიას სახელს, არ მიუყენებია მის დაუძინებელ მტრებს თენგიზ კიტოვანს, ჯაბა იოსელიანს, თენგიზ სიგუას და სხვებსაც კი", - ეს განცხადება „რეპორტიორთან" საუბარში დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე სანდრო ბრეგაძემ გააკეთა:


„მან ჩაიდინა გაუგონარი სახის მკრეხელობა და ეროვნული გმირი ზვიად გამსახურდია შეადარა და გააიგივა მიხეილ სააკაშვილთან. ცალსახად შეიძლება ითქვას - ეს იგივეა, რაც წმინდა ილია მართალი ფილიპე მახარაძესთან გააიგივო ან 300 არაგველი - 26 ბაქოელ კომისართან.

 

არ მგონია, რომ ბურჭულაძეს ეს სიბრიყვით ან უცოდინრობით მოუვიდა, ვფიქრობ და ვიცი, რომ ეს ნაცების დავალება იყო. დავალება, რომლის მიხედვითაც სააკაშვილი უნდა წარმოჩდეს გამსახურდიას დარ პიროვნებად, მასავით დევნილად და საქართველოს თავისუფლებისთვის წამებულად, რომელმაც უნდა წამოიწყოს ახალი ეროვნული მოძრაობა და ა.შ.

 

ძალიან ბინძურ და უსინდისო თამაშში ჩაუბიათ ახალგაზრდა ბურჭულაძე თავის პატრონებს და მას ისეთ სიბინძურეს აკეთებინებენ, რომ 10 თაობა ვერ ჩამორეცხავს ამ სირცხვილს, თუმცა, მასაც გაწყვეტია შუბლის ძარღვი და კომკავშირული ენთუზიაზმით ასრულებს ბინძურ დავალებებს.

 

მუხრან ბურჭულაძისნაირ ტიპაჟებს რომ ვხედავ, მუდამ ამოტივტივდება ხოლმე ვარლამ არავიძის ფრაზა თენგიზ აბულაძის შედევრიდან „მონანიება" - „ერთი ამის თავში ჩამახედა, რა ხდება?"

 

მართლაც საინტერესო იქნება ამ ტიპის დაქირავებული მანქურთების თავში ჩახედვა და გაგება იმისა, თუ რის ფასად უღირთ სამშობლოს გაყიდვა. ვიცი, აზრი არ აქვს ასეთი ტიპის ანგაჟირებული სულიერებისთვის რაიმეს ახსნას, მაგრამ ვეცდები, მარტივად ავხსნა, თუ რატომაა მკრეხელობა და ცოდვა ზვიადთან სააკაშვილის შედარება.

 

პატარა ბურჭულაძე, მისმინე - ზვიადმა საქართველოს დამოუკიდებლობა გამოაცხადა, სააკაშვილმა პირიქით დააკნინა! ზვიადს მიტინგი არ დაურბევია, სააკაშვილმა კი - 7 ნოემბერი, 26 მაისი! ზვიადს არავინ უწამებია, სააკაშვილმა კი ციხეებში ხალხს წამებით ამოხადა სული! ზვიადი ზნეობრიობის განსახიერება იყო, სააკაშვილი - უზნეობისა და ავხორცობის! ზვიადს 1 კაპიკიც არ მოუპარია სახელმწიფოსთვის, სააკაშვილი არაოფიციალური მილიარდერია! ზვიადი საქართველოს ეროვნულ ინტერესებს იცავდა, სააკაშვილი სხვა ქვეყნების ინტერესების გამტარებელი იყო და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ბოლოს, ზვიადი ღრმადმორწმუნე ქრისტიანი გახლდათ და ეკლესიების აღდგენა-განახლებით იყო დაკავებული და შენი სათაყვანებელი სააკაშვილის მსგავსად არც ეკლესიის მრევლი დაურბევია და არც ეკლესია დაუნგრევია, გესმის?!

 

თუ გესმის, გაიგე და  შეიყვანე შენს ტვინისგან დაცლილ თავის ქალაში, რომ მეორეჯერ არც გაიფიქრო ზვიადთან სააკაშვილის გაიგივება. ნუ იზამ, პატარა ბურჭულაძევ, ისე, რომ 90-იანი წლების ქრონიკებიდან კიდევ ბევრი რამ გაცხადდეს (ამისთვის ბევრი მოწმე დღესაც მზადაა), რაც შესაძლოა, იმდენად მძიმე ფაქტები აღმოჩნდეს, რომ... ალბათ მიმიხვდი და თუ ვერ მიხვდი, შენს უფროსებს დაეკითხე!

 

ბოლოჯერ გაფრთხილებ, რომ არასდროს გაბედო და გაიფიქრო ეროვნული გმირისთვის შეურაცხყოფის მიყენება და ზვიადთან სააკაშვილის გაიგივება!!

 

P.S. ნაცებო, თქვენ კიდევ მინდა აგიხსნათ, რომ ინდაური უფრო დაიწყებს ფრენას და ყვავი ბულბულივით გალობას, ვიდრე სააკაშვილი ახალი ზვიად გამსახურდია გახდება და ეროვნულ მოძრაობას დაიწყებს!!!" - განაცხადა ბრეგაძემ.





 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016