reportiori.ge - ანაკლიის ნაპირგამაგრება აქტიურად მიმდინარეობს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 24 თებერვალი, 2025. 15:09
რეგიონები
ანაკლიის ნაპირგამაგრება აქტიურად მიმდინარეობს
14 დეკემბერი, 2014. 13:26


საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი ამაშუკელმა ანაკლიაში მიმდინარე ნაპირსამაგრი სამუშაოები დაათვალიერა.



რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, მშენებელმა კომპანიამ, რომელმაც პროექტის განხორციელების უფლება აზიის განვითარების ბანკის (ADB) მიერ გამოცხადებულ საერთაშორისო ტენდერში გამარჯვების შედეგად მოიპოვა, 100%-ით შეასრულა სახმელეთო სამუშაოები. ამჟამად,   ტეტრაპოდების ზღვაში ჩალაგების პროცესი მიმდინარეობს. უკვე დაწყებულია მეორე ფაზის მოსამზადებელი სამუშაოებიც.



სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი პროექტს ორ ეტაპად ახორციელებს და ჯამში, 4100 მეტრი სიგრძის სანაპირო ზოლის გამაგრებას ითვალისწინებს. დაგეგმილია   3 კილომეტრი სიგრძისა და 60 მეტრი სიგანის სანაპირო ზოლის მოწყობა. მშენებლობა საერთაშორისო ნორმების შესაბამისად ხორციელდება.



აღსანიშნავია, რომ ანაკლიის ნაპირსამაგრ სამუშაოებზე დასაქმებულთა 80% ადგილობრივი მცხოვრებია.    



დღესვე, გიორგი ამაშუკელმა პროექტის ზედამხედველი კომპანიის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა, სადაც  ნაპირგამაგრების როგორც მიმდინარე, ისე - დაგეგმილი სამუშაოები განიხილეს. საზედამხედველო სამუშაოებს კორეული კომპანია ახორციელებს, რომელიც, ასევე, აზიის განვითარების ბანკის (ADB) მიერ საერთაშორისო ტენდერით იქნა გამოვლენილი.  


 

19 იანვარი, 2016. 18:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016