reportiori.ge - სააკაშვილი უკრაინაში შეიარაღებულ ფორმირებას აყალიბებს!!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 09 ნოემბერი, 2024. 02:24
ანალიტიკა / პუბლიცისტიკა / წერილები
სააკაშვილი უკრაინაში შეიარაღებულ ფორმირებას აყალიბებს!!
ავტორი:
15 დეკემბერი, 2014. 15:18


საქართველოდან კურდღელივით გაქცეული, დასავლელი პატრონების ნიფხავს ამოფარებული და პოლიტიკურად გაბანკროტებული სააკაშვილი, რომელიც ახლა, წესით, საბრალდებო სკამზე უნდა იჯდეს და საქართველოს დაშლა-აოხრებისთვის უმძიმეს განაჩენს ელოდებოდეს, დაუსჯელობის სინდრომით სულ უფრო თავხედდება. ფაქტობრივად, კვირა არ გავა, რომ „ნაცების" ბუღამ სოციალურ ქსელში არ დაწეროს რამე პროვოკაციული სტატუსი, ან განცხადება არ გაავრცელოს და „ქოცების" უნიათობით ისედაც გაღიზიანებულ მოსახლეობას კიდევ უფრო არ აუშალოს ნერვები. წინა კვირას, 8 დეკემბერს, მორიგი ასეთი ბინძური პროვოკაციისა და ირიბი მუქარის მომსწრენი გავხდით. „ვარდოსნების ბელადმა" სრულიად საქართველოს ნიშნისმოგებით განუცხადა: უკრაინაში არაერთი თანამდებობის პირი გამოთქვამს სურვილს, რომ ჩვენი პოლიტიკური გუნდის წარმომადგენელი ჰყავდეს მოადგილედ ან მრჩევლადო. იმავე განცხადებაში სააკაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ  თურმე ქართველ ოფიცრებს, რომლებიც უკრაინის შეიარაღებულ ძალებში იმსახურებენ, უკრაინის მოქალაქეობასაც ჰპირდებიან. მოკლედ, ამ ორმეტრიან მარაზმატს თუ დავუჯერებთ, თითქმის 50-მილიონიან უკრაინაში კადრები არ ჰყავთ და პირსისხლიან „ნაციონალებს" დაჩოქილები ეხვეწებიან, ქვეყნის აშენებაში დაგვეხმარეთო. ვიდრე მთავარზე გადავალ, ზემოაღნიშნულ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: 


„ჩემი მთავრობის რამდენიმე ყოფილ თანამდებობის პირს ბოლო დღეებში უკრაინაში გაესაუბრნენ სხვადასხვა თანამდებობებზე. არ ვიცი, რა გადაწყვეტილება იქნა მიღებული, იმიტომ რომ, ერთი მხრივ, უკრაინელებმა უნდა მიიღონ გადაწყვეტილება, მეორე მხრივ ქართველების ამ ნაწილს აქვს ბევრი სხვა პრობლემა, ყველას არ შეუძლია, ადგეს და გადაბარგდეს სხვა ქვეყანაში. საერთოდ, უკრაინაში ძალიან დიდი ინტერესით სწავლობენ საქართველოს მაგალითს და მათ აქვთ საქართველოზე ინფორმაციის ძალიან დიდი წყარო, - ასობით ათასი უკრაინელი ტურისტი. მართალია, რომ საქართველოს მთავრობამ გაგზავნა დესანტი იქ, უკრაინაში საქართველოს ელჩი აორგანიზებდა სხვადასხვა საეჭვო ქართველი მოღვაწეების კონფერენციებს, მაგრამ თქვენ თვითონ ნახეთ, რომ პრესკონფერენციების დარბაზი ცარიელი იყო, მათ მიმართ ინტერესი კი - ნულოვანი". 


მეგობრებო, ყველამ კარგად ვიცით, ვინ არის სააკაშვილი, მაგრამ მსგავსი განცხადების მოსმენა ამ საერთაშორისო პოლიტიკური შიზოფრენისგან, რომელიც ახლა კიევში საპრეზიდენტო ლუქსში კი არა, გლდანის ცხრაკლიტულში უნდა იჯდეს და საკუთარ უკანალს დარაჯობდეს, რომ ვინმემ ბუსუსებიანი „დუბინკა"" არ გაუკეთოს, საზოგადოებისთვის მაინც გამაღიზიანებელია. დიახ, მოსახლეობისთვის, რომელიც ცხრა წელი რეჟიმის უღელქვეშ ცხოვრობდა და ხელისუფლებისგან გამუდმებულ ტერორს განიცდიდა, ძნელი მოსასმენია დორბლიანი სააკაშვილის ბაქიაობა. ეს მან ძალიან კარგად იცის და ამიტომაც აკეთებს ასეთ პროვოკაციულ განცხადებებს, უკრაინის ხელისუფლება თანამშრომლობას გვეხვეწებაო. 


რაც შეეხება „ქართული ოცნების" მიერ კიევში დესანტის გადასხმას, კოალიცია, რომელსაც იმის თავი არ აქვს, რომ სააკაშვილის სექტას აქ მაინც მიუჩინოს თავის ადგილი და დამნაშავეებს პასუხი აგებინოს, ძნელად წარმომიდგენია, ამ ჯალათების ხროვას უკრაინაში გადასწვდენოდა, მაგრამ ამას დავანებოთ თავი. ყველას კარგად გვახსოვს იმავე უკრაინაში 2010 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს რაც მოხდა, - ჰალსტუხცოხნია სააკაშვილმა თავის სულიერ დას, იულია ტიმოშენკოს სულთამხუთავების არმია გაუგზავნა და იანუკოვიჩის ელექტორატის დაშინება სცადა. მერე რით დამთავრდა ეს ბინძური ჩანაფიქრი, ყველამ ვნახეთ, - მედასავლეთე ლიბერასტების გეგმა მისხალ-მისხალ გაიშიფრა, ხოლო „ნაცმანქურთების" „ატამანი" გივია თარგამაძე, თავის ჯალათებიანად, უკანვე გამოაპანღურეს. 


მოკლედ, ახლა ამ ყველაფერს რისთვის ვიხსენებ - როდესაც სააკაშვილი ამბობს, კოალიცია ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ უკრაინის მთავრობაში „ნაცების" მოხვედრას ხელი შეუშალოსო, პრაქტიკულად თავის დანაშაულებრივ რეჟიმს ამხელს. ანუ, იმ პრინციპით, რომ ქურდს ყველა ქურდი ჰგონია, ერთგვარად ნიღაბს ხსნის საკუთარ პოლიტიკას და ქვეცნობიერიდან დაუფარავად აჩენს იმ მანიაკალურ სტრატეგიას, რომლითაც ცხრა წლის მანძილზე მართავდა ქვეყანას. პრინციპში, ეს ყველაფერი არახალია და ამაზე არც გავამახვილებდი ყურადღებას, რომ არა ოფიცრებთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადება. აი, ეს განცხადებაც: „უკრაინის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ის ქართველი ოფიცრები, რომლებიც უკრაინის არმიაში მოღვაწეობას გადაწყვეტენ, ყველა მიიღებს უკრაინის მოქალაქეობას. იმ პირობებში, როდესაც საქართველოს თავდაცვის მინისტრს დაუნიშნეს მოადგილე ბურჯანაძის პარტიიდან, მე ვფიქრობ, ბევრ ქართველ ოფიცერს სხვა გამოსავალს არც უტოვებენ, თუ არა წავიდნენ და გააგრძელონ სამსახური მეგობრულ უკრაინაში, რომელიც იბრძვის იმ ომში, რომელიც საქართველოს მტრებთან ომია". 


მეგობრებო, სააკაშვილი რომ პირწავარდნილი დემაგოგი და უბადლო პროვოკატორია, უჩემოდაც კარგად მოგეხსენებათ, მაგრამ ამ განცხადების უყურადღებოდ დატოვება საქართველოს შესაძლოა, მართლა ძვირი დაუჯდეს. ძნელი მისახვედრი არაა, რომ ის ადამიანები, რომლებიც სამსახურს დღევანდელი უკრაინის შეიარაღებულ ძალებში იწყებენ, სააკაშვილის პოლიტიკური მრევლია და ამ ძალებისგან მომავალში ყველაფერია მოსალოდნელი. დიახ, ის ხალხი, სააკაშვილი რომ ოფიცრებად იხსენიებს, სინამდვილეში „ნაცრეჟიმის" ყოფილი ჯალათები არიან. დიდი ალბათობით, ეს იმ მანქურთებისა და პირსისხლიანი ფაშისტების ხროვაა, პატიმრებს რომ ცოცხებით, ხელკეტებით აუპატიურებდა და სიამოვნებით ტკბებოდა... ცხადია, ეს ხალხი დღეს საქართველოში თავს კომფორტულად ვერ გრძნობს და გამოსავალს ამ ქვეყნიდან გაქცევაში ხედავს. სააკაშვილი კი მათ გამოყენებას კვლავ სადამსჯელო მიზნით, უფრო სწორად დესტაბილიზაციისა და გადატრიალების მოსაწყობად გეგმავს, რომ მერე რევოლუციურ ტალღაზე ისევ გაუჩნდეს სათავეში მოსვლის შანსი. 


რამდენიმე დღის წინ სანდო წყარომ მაცნობა, რომ "ნაცების გურუს" უკვე დაწყებული აქვს ოფიცრებად წოდებული ყოფილი ჯალათების შეკრება. მეტიც, უკრაინის მოქალაქეობასთან ერთად მათ საკმაოდ მაღალ ხელფასებსაც უნიშნავენ და ბინითაც აკმაყოფილებენ. ზოგადად, გეგმა ასეთია, - მოცემულ ეტაპზე ისინი ჩამოყალიბდებიან, როგორც უკრაინის სამთავრობო ძალები და დაემორჩილებიან კიევის გენშტაბს. მერე კი მთლიანად გადავლენ "ნაცმოძრაობის" წარმომადგენელთა კონტროლში და იმოქმედებენ სააკაშვილის, ან მისი უახლოესი გარემოცვის უშუალო მითითებით. 


ბატონებო, საბოლოო ჯამში, სააკაშვილის ამოცანა არც უკრაინის აყვავებაა და მით უფრო არც პრორუსული ძალების წინააღმდეგ ბრძოლა, მისი ამოცანა შემდეგში მდგომარეობს, - მომდევნო საპარლამენტო არჩევნებამდე მან ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ საქართველოს, როგორც სახელმწიფოს, საერთაშორისო ასპარეზზე ჩირქი მოსცხოს და იმიჯი შეულახოს. ეს არის გეგმის პირველი, ასე ვთქვათ, ვერბალური ნაწილი, რაც შეეხება მეორეს, პოლიტიკური და დიპლომატიური დისკრედიტების შემდეგ ის დაიწყებს სამოქალაქო დაპირისპირების, არეულობისა და დესტაბილიზაციის ინსცენირებას. აი, ამ დროს კი ჰაერივით დასჭირდება შეიარაღებული ფორმირება, რომელიც ვერბალურ გეგმას ხორცს შეასხამს, ანუ ტყვიას გაისვრის და ქვეყანაში ევრომაიდანის ცეცხლს დააგიზგიზებს. 


ღმერთმა ქნას, ყველაფერი სხვაგვარად იყოს და ჩემი ინფორმატორის ან თუნდაც ჩემი მოსაზრებაც ასი პროცენტით მცდარი აღმოჩნდეს, მაგრამ სააკაშვილი უკვე არც კი მალავს საკუთარ ბოროტ ზრახვებს. პირიქით, იქმნება შთაბეჭდილება, რომ ის შეგნებულად ცდილობს, ღიად ისაუბროს და ამით ერთგვარი პრესინგიც მოახდინოს ხელისუფლებაზე. მოკლედ, ასე თუ ისე, კაცი პირდაპირ ამბობს, ივანიშვილის გაქცევის შემდეგ ერთადერთ ადამიანს დავსჯი - ვინც პროკურორებს იბარებს და დავალებებს გაცემსო. 


...თქვენი არ ვიცი და მე პირადად ძნელად წარმომიდგენია, „ბელადმა" მარტო ერთი კაცის დასჯით შეძლოს იმ ბოღმისა და ჯავრის ამონთხევა, რომელიც 2012 წლის ოქტომბრის შემდეგ დაუგროვდა. ეს ამთავითვე ცხადია და დღეს ყველა საღად მოაზროვნე ადამიანი ხვდება, რომ სააკაშვილის მოსვლის შემთხვევაში რეპრესიები იქნება საყოველთაო. დიახ, დღეს ყველა ხვდება, რომ „ნაცების" პირსისხლიანი მანქურთები კარდაკარ დაუვლიან ყველას, ვინც მათი თავგადაკლული მხარდამჭერი არაა და პასუხს საკუთარი სისხლით, სიცოცხლით აგებინებენ... 

 

გიორგი ჯიქიაშვილი

გაზეთი „კვირის ქრონიკა"


 

19 დეკემბერი, 2015. 10:53
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016