reportiori.ge - გოგა ონიანს იჭერენ?!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 09 ნოემბერი, 2024. 06:36
ინტერვიუ
გოგა ონიანს იჭერენ?!
ავტორი:
17 დეკემბერი, 2014. 00:00


ვისი დაჭერა იგეგმება უახლოეს ხანში? რა ელით ყოფილ პროკურორებს? „ქრონიკას" ესაუბრება „უფლებადამცველთა გაერთიანების" ხელმძღვანელი ნიკოლოზ მჟავანაძე


- ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ უახლოეს პერიოდში ცნობილი რეზონანსული საქმეები საბოლოოდ დასრულდება და დადგება „ნაციონალური მოძრაობისა" და ამ რეჟიმის წარმომადგენლების პასუხისმგებლობის საკითხი. მიუხედავად იმისა, რომ ამ რეჟიმის რამდენიმე წარმომადგენელი და საკმაოდ მაღალი ჩინოსანი დაჭერილია, მათ შორის შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი, თბილისის ყოფილი მერი და თავდაცვის ყოფილი მინისტრი და მათ წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, ხალხში უფრო მეტი მოლოდინია, რომ კიდევ უფრო მეტი ცვლილებები მოხდეს სამართლიანობის აღდგენის თვალსაზრისით და დღეს ექსკლუზიურად გეტყვით, რომ ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ უახლოეს პერიოდში არ არის გამორიცხული შს სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნის გოგა ონიანის პასუხისგებაში მიცემა და მისი დაპატიმრება. 


- რის საფუძველზე? 


- ეს არის საქმე, რომელიც ეხება დავით შათირიშვილის პასუხისგებაში მიცემას, ეს არის ის პიროვნება, რომელიც „ქართული ოცნების" მაისურებს ბეჭდავდა. ეს ადამიანი დაიჭირეს, იმიტომ, რომ „ქართულ ოცნებას" დახმარებას უწევდა. როგორც შათირიშვილი ამბობს, სწორედ გოგა ონიანმა ჩაუდო მას ნარკოტიკი! მიუხედავად იმისა, რომ გოგა ონიანი მოიაზრება როგორც ჩემი კოლეგა და ის არის ადვოკატთა ასოციაციის წევრი, მაინც ვაცხადებ, რომ ადვოკატთა ასოციაცია არ უნდა იყოს თავშესაფარი ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებისა, რომელთა მიმართაც საკმაოდ ბევრი კითხვაა და არსებობს დასაბუთებული ვარაუდი იმისა, რომ მათ საკმაოდ მძიმე დანაშაულები აქვთ ჩადენილი. ყველაზე გასაღიზიანებელი ის არის, რომ ის ადამიანები, რომლებმაც იმის ნაცვლად, რომ მათ მიერ დანაშაულების ჩადენის გამო პასუხი აგონ, დღეს გამოდიან კრავის მანტიაში და ხალხსა და საზოგადოებას ჭკუას გვასწავლიან ადამიანის უფლებების დაცვასთან დაკავშირებით. აი, ესაა ყველაზე დიდი ცინიზმი. ამას გარდა არსებობენ სხვა უფლებადამცველებიც, რომელთა მიმართაც ასევე გარკვეული ღონისძიებები უნდა გატარდეს და მათაც უნდა აგონ პასუხი და არ გამოვრიცხავ წინა ხელისუფლების სხვა წარმომადგენლების პასუხისგებაში მიცემასაც. თავად ბათუმში ჩატარებულმა აქციამ გვიჩვენა, როგორი გამწარებულია ხალხი და უკვე, ალბათ, დროა, ხელისუფლებამ იზრუნოს იმ მთავარ დაპირებაზე, რასაც სამართლიანობის აღდგენა ჰქვია. თქვენ ნახეთ, რომ აქციაზე მოთხოვნები იყო „დაისაჯონ დამნაშავეები" და ეს იყო საზოგადოებრივი აქცია. ჩვენც ვიყავით ამ აქციაზე და ჩვენ გარდა უამრავი არასამთავრობო ორგანიზაციის წევრებიც შემოგვიერთდნენ, რადგანაც, როგორ შეიძლება არ შეუერთდე აქციას, სადაც მთავარი მოთხოვნა არის, „ნაციონალური მოძრაობა" უნდა გასამართლდეს"?! ეს ისეთივე ელემენტარულია, როგორც ორჯერ ორი - ოთხი, მაგრამ ყველაზე დიდი ნონსენსი ის არის, რომ ორი წლის შემდეგ ისევ ამაზე ვლაპარაკობთ, როცა ამას ვითხოვდით ჩვენ 2012 წლის 1-ელ ოქტომბერს და ახლაც, 2014 წლის მიწურულსაც ამას ვითხოვთ. ეტყობა მაინც არის შეჯანჯღარება საჭირო ზოგიერთების, რომ ეს ტემპები ცოტა აჩქარებული იყოს. 


- აცხადებთ ონიანს მაინც დაიჭერენო და რომ დაიმალოს? 


- თუ დაიმალება, მით უარესი მისთვის, დამალვა იმის ნიშანი იქნება, რომ რეალურად ის თავის დანაშაულს აღიარებს. მის მიმართ გამოძიება გრძელდება და მისი დაჭერის საფრთხე რომ არსებობს, ეს ჩემი განცხადების გარეშეც უნდა იცოდეს. საზოგადოებას სხვა ადამიანების მიმართაც აქვთ პრეტენზია, მაგალითად, რომეო საჯაიას მიმართ! ეს ის ადამიანია, რომელმაც ირმა ინაშვილს საზოგადოების თვალწინ შეურაცხყოფა მიაყენა, ასევე შეურაცხყოფა მიაყენა იქვე მჯდომ თარხან გასვიანს, რომელსაც ნარკოტიკის მოხმარება დააბრალა. არ მინდა უდანაშაულობის პრეზუმფცია დავარღვიო, მაგრამ, წესით, ამ ადამიანის პასუხისმგებლობაც უნდა დადგეს და, აგრეთვე, სხვა პროკურორებისაც, რომლებიც სხვადასხვა უწყებებში არიან გადანაწილებულები და უფლებადამცველის მანტიით გვიპირებენ ჯოჯოხეთის მოწყობას და ვაცხადებ, ვინც ამას გვპირდება, თვითონ ისინი წავლენ სულ მალე პოლიტიკურ ჯოჯოხეთში. 


კომენტარისთვის ვუკავშირდებით დავით შათირიშვილს


- მქონდა ჩემი ფირმა და „ოცნებიდან" შემიკვეთეს მაისურების დამზადება. ამასთან დაკავშირებით 2011 წლის 15 ოქტომბერს დამაკავეს „თბილისი ცენტრალის" შენობაში, იქ იყო ონიანი და ხუთი-ექვსი ადამიანი, არ გავუჩხრეკივარ, ისე წამიყვანეს გლდანის პოლიციაში. გლდანში რა მინდოდა, დღესაც არ ვიცი, ადგილზე ჩამირთეს ბერას კლიპი და მითხრეს, ხვდები, რა ხდებაო? აი, რა გქონდა ჯიბეშიო, - მითხრა ონიანმა და უჯრიდან ამოიღო მარიხუანა და მითხრა: ამას თუ შენს თავზე არ აიღებ, მაშინ ამას შენი ოფისიდან, შენი სახლიდან ამოვიღებთო. გაუჭირდებოდათ თუ რა? ბევრი ადამიანის დაზარალებას ვამჯობინე, ისევ ჩემს თავზე ამეღო. მაგრამ მოხდა უცნაური რაღაცა, რამდენიმე დღეში თავდებში ჩამიდგა პროკურორი და 10 ათას ლარად ციხიდან გამომიშვეს. ამის შემდეგ შევიტანე პროკურატურაში საჩივარი და ამის საფუძველზე მოხდა რეაგირება. დღემდე გირაოთი ვარ გამოსული, მას შემდეგ კი 3 წელი გავიდა. ის თანხა იმ წუთში გადამახდევინეს, ამ ჩემს დაპატიმრებას კი ბევრი რამე მოჰყვა, დედა სამსახურიდან გამოუშვეს და ჩემი ცოლიც. მე თვითონაც ხერხემალი დამიზიანეს... ეს პროცესები დღემდე გაიწელა. ეკრანზე რომ ვუყურებ ონიანს, სიამოვნებით გავსრესდი ბაყაყივით. დაკავებული იყო ონიანი და ეგეც გირაოთია გამოშვებული, მაგრამ ახლა ცდილობს, რომ გადადოს პროცესი. 

 

თამარ ოქრუაშვილი

გაზეთი „კვირის ქრონიკა"


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016