reportiori.ge - ვინ, სად და როდის აპირებს სააკაშვილის ფიტულის დაწვას?
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 20:49
პრეს-დაიჯესტი
ვინ, სად და როდის აპირებს სააკაშვილის ფიტულის დაწვას?
ავტორი:
17 დეკემბერი, 2014. 00:03


„თავისუფალი თაობა" მორიგი აქციისთვის ემზადება. ისინი ბრძოლას უცხადებენ „ნაციონალურ მოძრაობასა" და მასთან მოაზრებულ ორგანიზაციებსა თუ ცალკეულ პერსონებს.


რა იგეგმება მიეხილ სააკაშვილის დაბადების დღეს? რატომ დაიბარეს საგამოძიებო უწყებაში ლადო სადღობელაშვილი?


„ალიას" ლადო სადღობელაშვილი ესაუბრა:

 

- ლადო, „ნაციონალური მოძრაობის" გარდა, კონკრეტული პირების წინააღმდეგ ბრძოლაც დაიწყე. რატომ?


- დიახ, ასეა. ერთ-ერთი მათგანი არის ნემო ბურჭულაძე და მისი შვილი, მუხრან ბურჭულაძე. ეს უკანასკნელი პოლიტიკაში ძალიან გააქტიურდა. ბოლო დროს რამდენიმე აქცია ჩაატარა, რომ ტელევიზიით გაპიარებულიყო. ნემო ჩანერგილი იყო „კგბ"-ს მიერ ზვიად გამსახურდიას ხელისუფლებაში და ეს მას თავისი პირითაც აქვს ნათქვამი. თუ დამჭირდება, პირადად დავაყენებ იმ ხალხს პირზე, ვისთანაც გამოტყდა. როგორც ჩანს, მამისგან გენეტიკურად გამოჰყვა მუხრანს ე.წ. „ნასედკური" ინსტიტუტი და მემკვიდრეობით ჩაშვების, მოღალატეობის გზას აგრძელებს. თავისი მშობლების სახლში, ბახტრიონზე არ მიესვლება,  ისეთები აქვს გაკეთებული. მე ვაგრძელებ ყველა იმ ადამიანის ლუსტრაციას, ვინც მხარს უჭერს „ნაციონალების" იდეოლოგიას. გაბედა ამ ბატონმა და გამსახურდიას შეადარა სააკაშვილი, ისიც კი თქვა, როგორც გამსახურდია განდევნეს, ისე განდევნეს ქართველებმა სააკაშვილიო. ეს არ ვიცი, ვისი დავალებით, მაგრამ ფაქტია, დიდი სისულელე თქვა.

 

- სააკაშვილის დაბადების დღეზე აქცია გაქვს დაგეგმილი, როგორც გავიგეთ. სად აპირებთ ჩატარებას?

 

- 21 დეკემბერს არის მისი დაბადების დღე და რახან კვირაა და არ არის აქტიური დღე, ამიტომ გადავწყვიტეთ, შაბათ დღეს გავმართოთ. სააკაშვილის სახელობის ფიტულები შევუკვეთეთ, რომელიც გვინდა, რომ დავწვათ. სააკაშვილის სახელობის ბიბლიოთეკასთან ვიკრიბებით. მოგეხსენებათ, რატომაც ვერჩით ამ ბიბლიოთეკას, იქ იკრიბებიან „ნაცხროვის" წევრები და დამქაშები. კი მაგრამ, ზიად გამსახურდია თუ ასე უყვართ და მისტირიან მის მთავრობას, რაღა სააკაშვილის ბიბლიოთეკა იყოს, ზვიად გამსახურდიას სახელობის ბიბლიოთეკად გადააკეთონ. ეს უფრო გამართლებული იქნება და არასდროს გაუჩნდებოდა ვინმეს პრეტენზია. ამ „ნაციონალების" ბუდეში ვერ შეხვალ, თუ „ნაციონალი" არ ხარ. გამოდის, რომ ეს ბიბლიოთეკა არის ცალკეული ჯგუფის. რაც შეეხება ფიტულის დაწვას, საუბრობდნენ იმაზე, რომ სატანური რიტუალია. სულაც არაა ასე. ჩვენ ამ ჟესტით ვემშვიდობებით სააკაშვილს კიდევ ერთხელ. რიტუალი გვინდა ჩავატაროთ ამ დამშვიდობებისა.


- რამდენი ადამიანი იქნება?


- არავისზე არ მაქვს არასდროს გათვლა. ჩვენ ვართ საკმაოდ სოლიდური ორგანიზაცია, არ ვუჩივით არც ახალგაზრდების სიმცირეს და არც იდეოლოგიურ მომხრეებში გვაქვს პრობლემა. აქციაზე 250-300 ახალგაზრდას მოვუყრით თავს. როცა ახალგაზრდები ასე აქტიურობენ, ეს უკვე გამარჯვებაა იმ რეჟიმზე, რასაც ვებრძვით.

 

- პროვოკაციას არ ელოდებით?

 

- ამას სულ ველოდებით ხოლმე. თუმცა ჩვენ არასდროს შევუშინებივართ არანაირ პროვოკაციას. აღსანიშნავია პატრულის ღვაწლი, რომელიც სულ აკეთებს კორდონს. არასდროს ვიხევთ უკან, რადგან გვაქვს ჩვენი გზა და იდეა. პროვოკაციების არ გვეშინია.

 

- როგორც გავიგე, საგამოძიებო უწყებაში დაგიბარეს. რა საკითხზე უნდათ საუბარი?

 

- „ალიაში" იყო სტატია... იმ დაპირისპირების გამო მიბარებენ, რომელიც არსებობს ჩემსა და პარტია „რეფორმატორებს" შორის. როგორც ჩანს, ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ნინო ჩარკვიანმა საჩივარი შეიტანა, ვითომდა მე მას ვემუქრებოდი. მაშინაც განვმარტე და ახლაც ვიმეორებ, რომ არავის არ ვებრძვი პოლიტიკურად,  რადგან, ჩემი აზრით, „რეფორმატორები" „ნაციონალების" შტოს წარმოადგენენ, ვებრძვი მასაც კი, ბატონო, მივალ საგამოძიებო უყწებაში, მოვისმენ ბრალდებებს, ვუპასუხებ კითხვებს, რადგან მე ვარ კანონმორჩილი მოქალაქე. მესმის, რომ, ალბათ, ჩარკვიანს მისმა შეფობამ დაავალა განაცხადის შეტანა. ვის აწყობს ჩვენი გაჩერება? მხოლოდ „ნაციონალებს" და მათი იდეოლოგიის მომხრებს.

 

ჟანა ასანიძე

გაზეთი „ალია"


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016