reportiori.ge - ვახტანგ მაისაია: მინდა, გავიხსენო სააკაშვილის მიერ ჩადენილი ყველაზე დიდი დანაშაული, რომელსაც რატომღაც არავინ ახსენებს!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 09 ნოემბერი, 2024. 06:42
ინტერვიუ
ვახტანგ მაისაია: მინდა, გავიხსენო სააკაშვილის მიერ ჩადენილი ყველაზე დიდი დანაშაული, რომელსაც რატომღაც არავინ ახსენებს!
ავტორი:
17 დეკემბერი, 2014. 00:24


საქართველოდან გაქცეული სააკაშვილი ქართველ სამხედროებს უკრაინის არმიაში გაწევრიანებისა და რუსულ ჯარებთან ბრძოლისაკენ მოუწოდებს, სანაცვლოდ კი, უკრაინის მოქალაქეობას ჰპირდება.


დიახ, ძვირფასო მკითხველო, ნაცების რუმბივით გაგორებული ფალავანი, რომელმაც 2008 წლის 10 აგვისტოს, გორში, მეჯვრისხევის ქუჩაზე, თვითმფრინავის ხმის გაგონებაზე ბუჩქებისაკენ მოკურცხლა და ცხვირით მიწა მოხნა, ახლა ასეთ განცხადებას აკეთებს:


„ბევრი ქართველი ოფიცერი ამ დღეებში იღებს უკრაინის მოქალაქეობას. უკრაინის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ის ქართველი ოფიცრები, რომლებიც გადაწყვეტენ უკრაინის არმიაში მოღვაწეობას, ყველა მიიღებს უკრაინის მოქალაქეობას".


თავის მხრივ, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალები არცერთ ქართველ ოფიცერს არ დაუტოვებია და სხვა ქვეყნის შეიარაღებულ ძალებში სამსახური არ დაუწყია.


თუმცა, გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინის არმიაში გაწევრიანებას აპირებს საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ყოფილი უფროსი, გენერალი გიგი კალანდაძე, რომლის დაქვემდებარებაში მყოფმა მეოთხე ბრიგადამაც 2008 წლის აგვისტოს ომში უზარმაზარი მხსვერპლი განიცადა და რომელიც ერთ-ერთ ინტერვიუში აცხადებს, რომ თავადაც არ იცის, რატომ მიანიჭეს გენერლობა.


ამ საკითხზე ვესაუბრებით ცნობილ სამხედრო ექსპერტს ვახტანგ მაისაიას.


- როგორც სამხედრო ექსპერტი, რა აზრის ხართ სააკაშვილის განცხადებაზე, რომ, თუ ქართველი ჯარისკაცები უკრაინის არმიის რიგებში გაერთიანდებიან, უკრაინის მოქალაქეობას მიიღებენ?


- თუ სააკაშვილი თვლის, რომ ქართველი ჯარისკაცები უკრაინის შეიარაღებულ ძალებში უნდა გაწევრიანდნენ, მაშინ თავად მისცეს მათ პირადი მაგალითი - დაიხუროს ჩაფხუტი, ჩაიცვას ჯავშანჟილეტი, აიღოს ხელში ავტომატი და დადგეს დონეცკის აეროპორტის მიდამოებში, სადაც უკრაინის არმიის ნაწილები ალყაში არიან მოქცეულნი და გმირულად იგერიებენ რუსების შეტევებს!


სხვათაშორის, ძალიან გასაკვირია, რომ უკრაინაში, სადაც ყოფილი საბჭოთა კავშირის „კაგებეს" ოფიცრებისა და მაღალჩინოსნების მიმართ ოფიციალურად მოქმედებს ლუსტრაციის კანონი, პოლიტიკურ პროცესებში აქტიურად ჩარევის უფლებას  აძლევენ „კაგებეს" სასაზღვრო ჯარების ყოფილ სერჟანტ მიხეილ სააკაშვილს და მის ბიძას - „კაგებეს" ყოფილ მაღალჩინოსანს თემურ ალასანიას!

 

- თუ არ ვცდები, სააკაშვილი „კაგებეს" სასაზღვრო ჯარებში სწორედ უკრაინის ტერიტორიაზე მსახურობდა!

 

- დიახ, სააკაშვილი მსახურობდა ბორისპოლის აეროპორტში, რომელიც განსაკუთრებული დაცვის ობიექტი იყო და იქ მოხვედრა რიგით სამხედრო მოსამსახურეს ნამდვილად არ შეეძლო!


ბორისპოლის გარდა, სააკაშვილი სხვაგანაც მსახურობდა, მაგრამ მისი დისლოკაციის ამ ადგილს ძალიან ასაიდუმლოებენ და სააკაშვილის ბიოგრაფიის ეს ნაწილი დღემდე შეუსწავლელია!


აქვე მინდა, გავიხსენო სააკაშვილის მიერ ჩადენილი ყველაზე დიდი დანაშაული, რომელსაც, რატომღაც არავინ ახსენებს და მე მივმართავ ღარიბაშვილსაც, რომ ამ დანაშაულის გამო სააკაშვილის წინაამდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრან!


- რა დანაშაულს გულისხმობთ?

 

- სააკაშვილმა, როგორც ქვეყნის უმაღლესმა მთავარსარდამლა, დეზერტირობა ჩაიდინა! ვგულისხმობ იმას, რომ 2013 წლის 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე დღესვე, ანუ ახალარჩეული პრეზიდენტის ინაუგურაციამდე, სააკაშვილმა საქართველო დატოვა და მას შემდეგ ქვეყანაში აღარ დაბრუნებულა, მათ შორის, არც ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციას დასწრებია და, როგორც წესი და რიგია, მარგველაშვილისათვის საპრეზიდენტო უფლებამოსილება ოფიციალურად არ გადაუბარებია!


ე.ი. სააკაშვილმა ჯერ კიდევ უფლებამოსილების ოფიციალურად შეწყვეტამდე მიატოვა საბრძოლო პოსტი, ანუ უმაღლესი მთავარსარდლის თანამდებობა და ქვეყნიდან გაიქცა! დიახ, მაშინ, როცა საქართველო იმყოფებოდა გარდამავალ პოლიტიკურ ვითარებაში და მცოცავი ოკუპაციის პირობებში, ქვეყანას სამი კვირის განმავლობაში არ ჰყავდა უმაღლესი მთავარსარდალი!


კიდევ ვიმეორებ, ეს არის დეზერტირობა, ეს არის სამხედრო დანაშაული და ამის გამო სააკაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე უნდა აღიძრას!


ახლა წარმოიდგინეთ, რასთან გვაქვს საქმე, როცა დეზერტირი სააკაშვილი ქართველ სამხედროებს მოუწოდებს, რომ უკრაინის არმიაში გაწევრიანდნენ!


- საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ყოფილი უფროსი, გენერალი გიგი კალანდაძე აპირებს უკრაინის არმიაში გაწევრიანებას!


- გიგი კალანდაძე რომელი კლაუზევიცი მყავს! მაგან ის გვითხრას, 2008 წლის აგვისტოს ომის დროს რა პირობებში დაიჭრა ფეხის არეში და სად იმყოფებოდა მაშინ, როცა მის დაქვემდებარებაში მყოფი მეოთხე ბრიგადა, ფაქტობრივად, ბოლომდე გაწყდა?! დიახ, გაგანია ომში რატომ იყო დარჩენილი მეოთხე ბრიგადა მეთაურის გარეშე?! რატომ ხდებოდა მისი არაკოორდინირებული გადაადგილება, რასაც ტრაგიკული შედეგები მოჰყვა?!


ერთი სიტყვით, სააკაშვილის მსგავსად, გიგი კალანდაძეც დეზერტირია და ეს ორი დეზერტირი ახლა უკრაინაში აპირებს თავის გამოჩენას!


ესაუბრა ჯაბა ხუბუა

გაზეთი „ასავალ-დასავალი"


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016