reportiori.ge - თამაზ თამაზაშვილი? „ეს ახალგაზრდები ბიძინა ივანიშვილს არ უჯერებენ და მე დამიჯერებენ?“
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 09 ნოემბერი, 2024. 06:45
ინტერვიუ
თამაზ თამაზაშვილი? „ეს ახალგაზრდები ბიძინა ივანიშვილს არ უჯერებენ და მე დამიჯერებენ?“
ავტორი:
17 დეკემბერი, 2014. 00:24


სააკაშვილის კვაზიფაშისტური რეჟიმის მიერ სასიკვდილოდ გამეტებული ყოფილი უკანონო პატიმარი და საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის სიმამრი, გენერალი თამაზ თამაზაშვილი ხანგრძლივ დუმილს არღვევს და „ასავალ-დასავალს" ექსკლუზიურ ინტერიუში იმ საჭირბოროტო საკითხების შესახებ ესაუბრება, რომელთა გარშემოც ფართო საზოგადოებასა თუ სახელისუფლებო წრეებში ბოლო დროს მსჯელობა არ წყდება.


- ბატონო თამაზ, დიდი ხანია, არც პრესის ფურცლებზე და არც ტელეეკრანზე არ გამოჩენილხართ, რატომ? მე ვიცი, რომ თქვენ სალაპარაკო ბევრზე ბევრი გაქვთ...

 

- სალაპარაკო კი მაქვს, მაგრამ ამ უაზრო ბრალდებებსა და განცხადებებზე კომენტარების გაკეთება არ მინდოდა! თუმცა, ყველაფერს თავისი საზღვარი აქვს, მათ შორის, უზნეობასაც. აი, მაგალითად, გივი თარგამაძე, რომელიც ხალხს „სულის ამოხდით" ემუქრებოდა და ამოხადა კიდეც ძალიან ბევრს სული, გამოდის და ჩემს შესახებ ათას სისულელეს ლაპარაკობს. გივი თარგამაძემ კობა ოთანაძეს ე.წ. „კონტროლკა" დაახალა... კობა ოთანაძემ, რომელიც სასწაულებრივად გადარჩა, ამის შესახებ პრესაში ღიად ილაპარაკა და დღეს ამის ჩამდენი კაცი, ეს მართლაცდა ბლუყუნა, გამოდის და საზოგადოებას მოძღვრავს! გივი თარგამაძის ძმას, საქართველოში ბიზნესი არ არის, წილი რომ არ ჰქონდეს! ვის ტენდერებსა და წილებზე ლაპარაკობენ ეგ ნაძირლები, რომლებმაც შეჭამეს და სისხლში აბანავეს მთელი ქვეყანა?! ეს არის უსინდისო ადამიანი, ბლუყუნა და მაიმუნი კაცი.


- მერედა, ბატონო თამაზ, თუ კობა ოთანაძეს „კანტროლკა" დაახალა და თუ მკვლელია, რა უნდა ასეთ კაცს პარლამენტში? რას აკეთებს ხელისუფლება და რატომ არ უხსნიან თარგამაძესა და მისთანებს სადეპუტატო იმუნიტეტს, რათა გამოძიება დაიწყოს და დამნაშავეები ვირის აბანოში მიაბრძანონ?

 

- ძალიან მოკლედ გიპასუხებთ მაგ შეკითხვაზე - ნაძირალა ვანო მერაბიშვილი რომ დააპატიმრეს, იცით თუ არა, რომ მთელი ევროპარლამენტი საქართველოსთან ურთიერთობის გაწყვეტას გეგმავდა, აქაოდა, დიდი „დემოკრატი" და „ქვეყნის აღმშენებელი" უკანონოდ და ტყუილუბრალოდ დაიჭირეთო?! გივი თარგამაძესა და დანარჩენ ნაძირლებს, განსაკუთრებით ირმა ნადირაშვილს, რომელმაც ამ ბოლო დროს სულ მთლად დაკარგა ადამიანის სახე და მართლაცდა ნადირის სახე აქვს მიღებული, სასამართლოში დიდი სიამოვნებით ვუჩივლებდი ცილისწამების გამო, მაგრამ სააკაშვილმა ცილისწამების მუხლი კოდექსიდან ამოიღო. ცილისწამების მუხლი რომ არ არის კოდექსში, იმიტომაც არიან გაჯეჯილებულები და თავგასულები...

„რუსთავი-2"-ის ვითომ უფროსი რომ არის ნიკა გვარამია - გენერალური პროკურორის ყოფილი მოადგილე, რომელმაც ათასი უბედურება ჩაიდინა, დღესაც გვემუქრება, ჯოჯოხეთს მოგიწყობთო! თქვე უბედურო ნაციონალებო, თქვენ ცხოვრობთ ილუზორულ სამყაროში, თქვენი არაკაცობით, თქვენი ნაძირლობითა და თახსირობით უკვე ჯვარს აცვით და ჯოჯოხეთი მოუწყვეთ მთელ საქართველოს, მთელ თქვენს ოჯახებსა და საახლობლოს... ნათქვამია, პაპას ნაჭამმა ტყემალმა შვილიშვილს კბილები მოკვეთაო და ასე იქნება თქვენი საქმეც, რადგენ ის სიბინძურე, რაც თქვენ ჩაიდინეთ და აკეთეთ, საქართველოში არასოდეს არავის დაავიწყდება და თქვენ თქვენს შთამომავლობას კბილები კი არა, თავები მოკვეთეთ უკვე! მესმის, რომ შინაგანი ინტელექტის საშინელ დეფიციტს განიცდით და ვერასოდეს ვერ გაიგებთ, თუ რა უბედურება დამართეთ საკუთარ ოჯახებსა და სამშობლოს... კაცმა რომ თქვას, სამშობლოს განცდა ხომ თქვენ საერთოდ არ გაგაჩნიათ და რა უნდა გელაპარაკოთ?! თქვენ ღვთის მადლი არ გაქვთ, უბედური ხალხი ხართ.


გოგიტა ვაშაძე მეძახის „კორუმპირებულს". გაუზრდელო ღლაპო, კორუმპირებულები შენს ოჯახსა და იმ პოლიტიკურ სექტაში მოიკითხე, რომლის წევრიც შენა ხარ! ვაშაძეს სინდის-ნამუსი რომ გააჩნდეს, ხმას არ უნდა იღებდეს, ქვეყანამ იცის მაგის ამბავი, მაგრამ უსირცხვილოა და მაგისთანა არაკაცსა და ნაძირალას რა უნდა ველაპარაკო?!

 

- ბატონო თამაზ, გივია თარგამაძე, ირმა ნადირაშვილი, ნიკა გვარამია, გოგიტა ვაშაძე და მისთანა სექტანტები რა ხვითოებიც ბრძანდებიან, მთელმა საქართველომ იცის, მაგრამ თქვენი დისშვილის ზვიად ჯანყარაშვილის და გიორგი ზედელაშვილის შესახებ ათასი ჭორ-მართალი რომ ისმის და თქვენ მაფიის ბოსად რომ შეგრაცხეს, ამის შესახებ რას იტყვით?

 

- თუ ერთ კაცს მაინც მომიყვანენ, ერთ ბიზნესმენს მაინც მოძებნიან, რომელიც იტყვის, რომ თამაზ თამაზაშვილი მას ცუდად მოექცა, ან ვინმეზე ზეწოლა მოახდინა, ან ვინმეს უღირსად და არაკაცურად მოეპყრო, საქართველოდან საერთოდ წავალ. გავიმეორებ, მე ჩემს თავზე მაქვს ლაპარაკი და ჩემს თავზე ვაგებ პასუხს! ეს არის შემოგდებული თემა, ეს არის ნაციონალების გეგმა, რათა მსგავსი ბინძური ცილისწამებებით დაასუსტონ ეს ხელისუფლება, დაასუსტონ ივანიშვილი და ღარიბაშვილი და ამით სარგებელი ნახონ. ნაციონალებმა ერთი რამ კარგად დაიმახსოვრონ, მათ ისეთი სიბინძურე აკადრეს ხალხსა და ქვეყანას, აწი ვინც გინდა მოვიდეს ხელისუფლებაში, სააკაშვილი და მისი ბანდა ყველასთვის მიუღებელი იქნება! ახლა მაგათ, მაგ უბედურებს, არჩეული აქვთ ტაქტიკა - „შეძახილმა ხე გაახმოო!" ჰოდა, ჩხავიან კიდეც - „გახმი, გახმი, გახმი!"


- ბატონო თამაზ, ზვიად ჯანყარაშვილი ხომ თქვენი დისშვილია?

 

- დიახ, ჩემი დისშვილია!


- ჰოდა, რა მოხდა, რატომ წავიდა ჯანყარაშვილი გუნდიდან, ეს მისი სურვილით მოხდა თუ გაუშვეს?

 

- დაიღალა ეგ  კაცი... ირაკლი რომ შინაგან საქმეთა მინისტრად დაინიშნა, დასაყრდენი არ ჰყავდა. სხვა სხვაა, მაგრამ მე ძალიან კარგად ვიცი, თუ რა არის და რას წარმოადგენს ამოდენა მონსტრი - შინაგან საქმეთა სამინისტრო, რომელიც თავიდან ბოლომდე ნაციონალების კადრებით იყო გაძეძგილი. მაშინ ჯერ კიდევ ციხეში ვიყავი და რადიოში რომ გამოაცხადეს, ირაკლი ღარიბაშვილი შინაგან საქმეთა მინისტრად ინიშნებაო, გეფიცებით, ცუდად გავხდი იმიტომ, რომ მე 28 წელი ოპერატიულ სამსახურში გავატარე და ძალიან კარგად ვიცი, რაც არის და რასაც წარმოადგენს ეს სისტემა. ვერ წარმომედგინა, თუ ირაკლი მანდ საქმეს თავს მოაბამდა. ზვიადი გაიზარდა ჩემს ხელში, ინტელქტუალია, იცის ოპერატიული სამსახური, მამამისიც პოლკოვნიკია... ზვიადის კანდიდატურა სამინისტროში შეირჩა პროფესიონალიზმისა და ერთგულების მიხედვით და ამ კაცმა ნაციონალებით გაძეძგილ შინაგან საქმეთა სამინისტროში ნელ-ნელა დაალაგა სიტუაცია. არ შეიძლებოდა იმ გარეწრებისა და ნაძირლების სპონტანურად, ქაოსურად გაყრა სამინისტროდან, რადგან ეს არის სპეციფიკური სტრუქტურა და თუ ასე მოიქცევი, მთელი სისტემა დაგემხობა თვზე. ზვიადმა ძალიან ბევრი საქმე გაუკეთა ირაკლის და მოაბეს რაღაცას თავი. ხომ გეუბნებით, დაიღალა ეგ კაცი და წავიდა...

 

- თქვენ იმას ამბობთ, რომ დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროში სააკაშვილის ზონდერები და მწვალებლები აღარ მუშაობენ?


- არა, მაგას ვერ ვიტყვი, მაგრამ შინაგან საქმეთა სამინისტრო არაკაცებისგან ძირითადად გაწმენდილია და ამ ნაძირალა სააკაშვილს, ორღობის გიჟს, რომელიც ქვეყნის გადატრიალებასა და არევას გეგმავს, გვერდით არავინ დაუდგება. ვისაც დანაშაული აქვს ჩადენილი, ვინც კრიმინალია და მკვლელია, ის რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში არ უნდა მუშაობდეს, ამაზე ორი აზრი არ არსებობს. ქალბატონი ჟორჟოლიანი თავის ქმარს ასე გააფთრებით რომ იცავს, ეს კარგია, მაგრამ, ბოლოს და ბოლოს, ჟურნალისტი თუ ხარ, გაჩუმდი მაინც! სწორედ მაგის ქმარმა, სოდი-ს უფროსმა ერეკლე კოდუამ მომიგზავნა ის ნაძირლები, რომლებმაც დამაპატიმრეს, იარაღი ჩამიდეს და ათასნაირი სიბინძურე დამაბრალეს!


- ბატონო თამაზ, ნაცმოძრაობის ლიდერები ამბობენ, რომ თქვენ თქვენს ნათესავებთან ერთად აიკელით მთელი საქართველო, ყველა ტენდერსა და ბიზნესს აკონტროლებთ... იმასაც ამბობენ, თითქოს თქვენ მართავთ ირაკლი ღარიბაშვილს.

 

- კიდევ ერთხელ გიმეორებთ, ეს ყველაფერი ნაციონალების მიერ არის მოგონილი, ტენდერებშიც ეგენი არიან, ბიზნესებშიც ეგენი არიან და, საერთოდ, მაგათ პარპაშს ქვეყანაში დასასრული არა და არ უჩანს. ისევ მერაბიშვილისა და მისი დანაშაულებრივი ბანდის ხელშია მთელი ტენდერები. ეს ახალგაზრდები ბიძინა ივანიშვილს არ უჯერებენ და მე დამიჯერებენ?

 

- იმასაც ამბობენ, თითქოს ბიძინა ივანიშვილი ირაკლი ღარიბაშვილს შემოსწყრა, მეუღლის ნათესავებს რატომ ვერ აჩერებო!


- მე არაფერ შუაში ვარ, ამ თემას ნაციონალებმა „მიმაბეს", თორემ, თუ ბიძინა ივანიშვილმა ახალგაზრდებს რამე შენიშვნა მისცა, რა არის ამაში ცუდი?! ჩემს სახელსა და გვარს, იცით, რატომ ატრიალებენ ნაციონალები? იმიტომ, რომ მე ხომ თავის დროზე ნარკობარიგად და კრიმინალად გამომაცხადეს ამ ნაძირლებმა, ახლა უნდათ, საერთაშორისო ასპარეზზე დაამკვიდრონ აზრი, თითქოს დღევანდელი ხელისუფლება კრიმინალებთან არის კავშირში. ვინ მეკითხება მე, სად დაინიშნენ ეს ჩხენკელები, ნაციონალები და ოხრობები?  აზრზე არ ვარ, ვინ სად დაინიშნა და ვინ სად დაინიშნება. მე მაქვს ჩემი საქმე, ჩემი ოჯახი, დილით ადრე ვდგები, ვვარჯიშობ და ჩემს ოჯახურ საქმიანობას ვეწევი, ხან კახეთში ვარ, ხან - აქეთ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ: ამოდენა ინტელექტუალური და სხვა რესურსების მქონე ბიძინა ივანიშვილმა, რომელმაც ქვეყანაში უსისხლო რევოლუცია მოახდინა, რატომ არ შეიძლება ახალგაზრდებს რჩევა მისცეს და მამაშვილურად რამე შეუსწოროს?

 

- ბატონო თამაზ, გენერალი კაცი ხართ და გულწრფელად მითხარით, ამ ხელისუფლების ყველაზე დიდი შეცდომა რა იყო?

 

- პოლიტიკა ჩემი საქმე არ არის, მე პოლიციის გენერალი ვარ, მაგრამ, თუ ჩემი, როგორც მოქალაქის აზრი გაინტერესებთ, ამ ნაძირლებთან და არაადამიანებთან - ნაციონალებთან ე.წ. კოჰაბიტაცია ნამდვილად არ შეიძლებოდა! მართალია, ციხის გარეთ ბევრი ნაციონალი დარჩა და, როგორც ვიცი, ისინი თავისუფლებაზე დარჩნენ მხოლოდ იმიტომ, რომ ერთმანეთზე ღირებული ინფორმაციები მიაწოდეს გამოძიებას, მაგრამ მაგ საქმეში მეორე მხარეც არსებობს - შეიძლება, ერთი ინფორმაცია აქეთ მოგიტანონ, მაგრამ სამი - იქით წაიღონ და გაიტანონ! კოჰაბიტაცია დასაშვებია ევროპული ტიპის ქვეყნებში, მაგრამ ამ მკვლელობებთან, ამ ნაძირლებთან და კაცების გამაუპატიურებლებთან კოჰაბიტაცია შეიძლებოდა?! რა თქმა უნდა, აღსადგენია სამართლიანობა! აი, მაგალითად, ბესო ხარძიანს კუს ტბა დაუბრუნეს და მის მიმართ სამართლიანობა აღდგა. მსგავს ფაქტებს შეკრება და გახმაურება უნდა, ვიღაც  ტელევიზიით უნდა გამოვიდეს და ამის შესახებ ილაპარაკოს, მაგრამ ვინ არის გამომსვლელი?! ტელევიზიები ძალიან ბევრ რამეს ბლოკავენ. ქალი რომ იმას იტყვის, ბედნიერი ვარ, სააკაშვილთან ერთად რომ მივდივართო, იმ ქალისა რამე დასაჯერებელია? დიახ, ირმა ნადირაშვილზე მოგახსენებთ, ამ მართლაცდა ნადირზე. თარგამაძე გამოვიდა, ეს უზნეო ბლუყუნა და გაიძახის - თამაზაშვილთან ერთად ვიღაც დევდარიანი იჯდა საკანში, სამჯერ ნასამართლევი, რომელიც თამაზაშვილმა სადღაც მაღალჩინოსნად გაამწესაო! ხალხი არა ხართ, კაცო?! მითხარით, მანახეთ, ვინ არის ეს დევდარიანი, რომელიც მე სადღაც დავნიშნე! ჩემს საკანში იჯდა არა დევდარიანი, არამედ აზერბაიჯანელი, რომელიც „ნასედკად" შემომიგდეს და მერე მე გადმოვიბირე. სწორედ იმ აზერბაიჯანელმა ააფეთქა მთელი ნაციონალური მოძრაობა. ტყუის ეს არაკაცი და ამიტომ მე მაგას აუცილებლად ვუჩივლებ! ახლა მინდა ერთი რამეც მოგახსენოთ: ცნობილია, რომ ყოფილმა პრეზიდენტმა სააკაშვილმა, ყოფილმა პროკურორმა ზოდელავამ, ყოფილმა შინაგან საქმეთა მინისტრმა ახალაიამ, იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა ადეიშვილმა და სასჯელაღსრულების ყოფილმა მინისტრმა კალმახელიძემ ტელევიზიით განაცხადეს, რომ თითქოს მე მერვე საპყრობილეში პატიმრობის დროს გადმოვიბირე ციხის თანამშრომლები, გადავუხადე მათ ფული და მოვაწყვე „ცოცხების გაკეთების" ინსცენირება, რომელიც გადავაღებინე ჩემს მიერ დაქირავებულ ოპერატორს. ხომ წარმოგიდგენიათ ამათი სიგიჟის ამბავი, თურმე, კინოსტუდია მქონია ციხეში. ამათ, ამ ავადმყოფებმა და ნაძირლებმა დაამონტაჟეს „ვიდეოდისკი", სადაც ჩანს, თუ როგორ უკეთებენ პატიმრებს ცოცხებს და ზედ „დაადეს" ჩემი ხმაც... ამ შეთითხნილი მასალით ესენი აპირებდნენ ჩემი ადვოკატების შალვა თადუმაძის, ლილიკო გელაშვილისა და ჩემი ქალიშვილის ნათია თამაზაშვილის დაჭერას, თითქოს ფული ციხეში ამათ შემომიტანეს. შემდეგ ამ ყველაფერთან უნდა დაეკავშირებინათ თამაზ ელიზბარაშვილი, რომელსაც მაშინ საერთოდ არ ვიცნობდი; შემდეგ უნდა დაეჭირათ ჩემი ვაჟი ლექსო თამაზაშვილი, შემდეგ ირაკლი ღარიბაშვილი და ბოლოს „გადიოდნენ" ბიძინა ივანიშვილამდე. ღმერთის წყალობით, ყველაფერი ჩაუფლავდათ, ციხის კადრები გახმაურდა და გასკდა. მაგრამ ჩემთან დღემდე გამომძიებელი არ მოსულა და არავის დავუკითხივარ...


- ბატონო თამაზ, ჩივილს აპირებთ?

 

- დიახ, მაგათ მაგ ნაძირლებს - სააკაშვილს, ადეიშვილს, ახალაიას, კალმახელიძესა და ზოდელავას - პატივისა და ღირსების შელახვის გამო უნდა ვუჩივლო! აქამდე მაჩერებდნენ, თავს ვიკავებდი, მაგრამ ახლა უკვე ამომივიდა ყელში ყველაფერი და მე ვიცი, რასაც გავაკეთებ! ჩემს ადვოკატთან ლილიკო გელაშვილთან გავლილი კონსულტაციას და ამ გარეწრებს პასუხს მოვთხოვ. გივი თარგამაძესაც მოუწევს იმის დამტკიცება, რომ მე ვინმე დევდარიანი სადღაც დავნიშნე! ამათ აქვთ გეგმა, რომ ირაკლი ღარიბაშვილი ამ ტყუილებითა და ცილისწამებით დაასუსტონ, მაგრამ ესენი ვერაფერს მიაღწევენ, რადგან ირაკლი მართალ კაცად დარჩება, ხოლო ესენი ვერასოდეს ხელისუფლებაში ვერ მოვლენ, ეს გამორიცხულია! ერთი წელი ციხეში ვიყავი, რა არ ეძებეს, რა არ ქნეს, ციხეში პატიმრებს ეხვეწებოდნენ ეს ნაძირლები, - თამაზაშვილს ოღონდაც რამეზე ხელი  დაადეთ და მაშინვე გაგიშვებთო! - მაგრამ ვერაფერი ვერ მიპოვეს. ერთადერთი ეს ნაძირალა „რუსთავი-2" უშვებდა და ატრიალებდა ჩემზე ბინძურ კლიპებს და „რუსთავი-2"-საც ვუჩივლებ იმ კლიპებისთვის! ჭიკაიძეს როგორ არიან შესეულები, ხომ ხედავთ?! კაცს არცერთი საქმე გაუხსნელი არ დაუტოვებია, უპრეცედენტო რაოდენობის, 3 ტონა თხევადი ჰეროინი ამოიღო და ხომ ხედავთ, რა ბინძურ პიარსაც უგორებენ?! ჭიკაიძე არის ნიჭიერი ოპერატიული მუშაკი და ღირსეული ახალგაზრდა, რომელმაც მუნდირის ღირსება არ შეარცხვინა და ამდენი ჰეროინი დააკავა. თქვენ რა გგონიათ, ეს ამდენი ჰეროინი პირველად შემოვიდა საქართველოში? სააკაშვილი, მერაბიშვილი და მთელი მაგათი ბანდა სწორედ ჰეროინის ბინძურ ფულზე „იჯდნენ" და საზღვარგარეთ რომ მილიარდები აქვთ გატანილი, ის ფული სწორედ ჰეროინის ფულია!

 

- ვაღიარებ, რომ ჭიკაიძის უწყების მიერ 3 ტონა ჰეროინის ამოღება, მართლაც უპრეცედენტო ფაქტი იყო!


მილიარდებზეა ლაპარაკი, მილიარდებზე და ამ ახალგაზრდა კაცს - ჭიკაიძეს არაფერი შეშლია! სააკაშვილის დროს პრეზიდენტისა და შინაგან საქმეთა მინისტრის გარეშე იმოძრავებდა ჰეროინის ამდენა პარტია ქვეყანაში? გამორიცხულია! ეს იმას ნიშნავს, რომ სააკაშვილი და მერაბიშვილი თავიდან ფეხებამდე ნარკობიზნესში იყვნენ ჩაფლულნი. კაცს წამწამს უღებდნენ თვალიდან და იმას ვერ ხედავდნენ, რომ ამოდენა ჰეროინი მოძრაობდა ქვეყანაში?

 

- კი, ბატონო, გაეროს ოფიციალური მონაცემებით, სააკაშვილის დროს ყოველწლიურად საქართველოს ტერიტორიაზე 8 ტონა ჰეროინი მოძრაობდა და ამ დროს ვანო მერაბიშვილს ყველაზე საუკეთესო შემთხვევაში, 8 ტონიდან 35 კილოგრამი ჰეროინი ჰქონდა ამოღებული!


- რა თქმა უნდა! სად მიდიოდა დანარჩენი ჰეროინი? ესენი - სააკაშვილი, მერაბიშვილი, ადეიშვილი, ახალაიები, ეგ ნაძირლები, ყიდდნენ ჰეროინს და წამლავდნენ ქვეყანას!

 

- ბატონო თამაზ, ბიძინა ივანიშვილსა და ირაკლი ღარიბაშვილს შორის შავმა კატამ მართლა გაირბინა?

 

- არ ვიცი, ვერ გეტყვით და არც არის ეს ჩემი საქმე! შვილიშვილებთან ავდივარ, მაგრამ ირაკლის იშვიათად ვხვდები - ძალიან გვიან, ღამის 4 საათზე მოდის. დილით ადრე მიდის და, აბა, რა გითხრათ? ერთი რამ ვიცი, ირაკლი ბევრს მუშაობს ძალიან...

 

ესაუბრა დიტო ჩუბინიძე

გაზეთი „ასავალ-დასავალი"


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016