reportiori.ge - ჯუმბერ პატიაშვილი: საქართველოში რომელი სფერო გვაქვს დამოუკიდებელი? მთელი საქართველო დამოკიდებულია დასავლეთზე, ამერიკაზე...
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
კვირა, 10 ნოემბერი, 2024. 18:49
პრეს-დაიჯესტი
ჯუმბერ პატიაშვილი: საქართველოში რომელი სფერო გვაქვს დამოუკიდებელი? მთელი საქართველო დამოკიდებულია დასავლეთზე, ამერიკაზე...
ავტორი:
18 დეკემბერი, 2014. 13:36


 

"სიკეთე მაინც მოდის"


15 დეკემბერს ტელეკომპანია "ქართული ტელევიზიის" ოფისში გაიმართა პირველი სერიის პრემიერა დოკუმენტური მრავალსერიანი მხატვრული ფილმისა "სიკეთე მაინც მოდის". ფილმს ჯუმბერ პატიაშვილის წიგნის ("23 წლის შემდეგ") მიხედვით იღებენ. პირველი სერიის ჩვენების შემდეგ ბატონმა ჯუმბერმა ჩვენს შეკითხვებს უპასუხა:



_ ერთი წლის წინათ გამოიცა ჩემი წიგნი სახელწოდებით "23 წლის შემდეგ", რომელშიც ავსახე ჩემ მიერ განვლილი წლები და ბოლო ხანს განვითარებული მოვლენები. ეს ყველაფერი დოკუმენტურად და შეძლებისდაგვარად ობიექტურად გადმოვეცი. სათაური _ "23 წლის შემდეგ" _ განაპირობა იმანაც, რომ 23 წელი ველოდი _ მავანი, ჩემი კოლეგა იქნებოდა თუ ახლობელი პოლიტიკურ სარბიელზე, გადმოსცემდა თავის დამოკიდებულებას იმ პროცესებისადმი, რომლებიც განვითარდა საქართველოში და რომლებშიც ყველას თავისი წილი პასუხისმგებლობა ეკისრებოდა. მეც ჩემი პასუხისმებლობა მეკისრება, რომელსაც არ გავურბივარ. თუმცა მთავარი არის ის, რომ იმ ადამიანებმა, რომელთაც კონკრეტულად შეეხო ჩემი წიგნი, წაუყრუეს და სხვა პოზიცია დაიკავეს.

 

_ ვინ არიან ეს ადამიანები?


_ ყოფილი პარტიული ფუნქციონერები, რომლებიც იყვნენ ბიუროს წევრები, თბილისის ხელმძღვანელობისა და "ეროვნული მოძრაობის" წარმომადგენლები. გვარების ჩამოთვლას არ დავიწყებ, რადგან შორს წავალთ; თანაც, ბევრი აღარც არის ცოცხალი. სხვათა შორის, ზოგიერთი ცოცხალი რომ ყოფილიყო, ჩემთვის გაცილებით იოლი იქნებოდა ამა თუ იმ თემაზე საუბარი, მაგრამ, როცა ამქვეყნად აღარ არის პიროვნება, რომლის მიმართაც პრეტენზიის გამოხატვა მსურს და თავის დროზე მათაც შეიძლეჰბოდა, ჩემ მიმართ პრეტენზია ჰქონოდათ, ამ თემაზე საუბარი ლამაზი არ არის. თუმცა ისტორია გრძელდება, ქვეყანას თავისი მომავალი აქვს და ამ მომავალს სჭირდება განსაზღვრა; რა მოხდა წარსულში, როგორი საფუძველი უნდა ჩავუყაროთ ახალ საზოგადოებას, რომელსაც ვქმნით. ჩვენს ქვეყანას რომ არაფერი ეშველა, ამას ყველა ნორმალური ადამიანი ხედავს. ვისაცჰგონია, რომ საბჭოთა კავშირის დაშლა დიდი წარმატება იყო ჩვენი ქვეყნისთვის,ძალიან ცდება! საბჭოთა კავშირი კი დაიშალა, მაგრამ საქართველო ნანგრევებშიმოჰყვა. თუ დავაკვირდებით სსრკ-ის ყოფილი რესპუბლიკების მდგომარეობას,ყველამ მეტ-ნაკლებად რაღაცას მიაღწია, ნახა გამოსავალი და დამოუკიდებლიქვეყნის სახელს ამართლებს, ხოლო საქართველოს დამოუკიდებლობა რითგამოიხატება, ახლაც ვერ გამიგია! ვითარება საქართველოში, სადაც 500 ათასამდე ლტოლვილია, ტერიტორიის 20 პროცენტზე მეტი კი წართმეული გვაქვს, ეკონომიკა და დანგრეულია და ა.შ., მძიმე ტვირთად აწევს რიგით ადამიანებს, რომლებიც იღვწოდნენ, იბრძოდნენ, შრომობდნენ და ქართველობდნენ. ქართველებმა რატომღაც შეფასებაში აჩქარება ვიცით ხოლმე. თუ პატარა წარმატებას მივაღწევთ, ასმაგად ვაზვიადებთ, თუ მარცხის წინაშე აღმოვჩნდებით, სხვას ვაბრალებთ. საკუთარ თავზე არაფრის დაკისრება არ გვიყვარს, რაც ქართული ხასიათის მაჩვენებელია.


სამწუხაროდ, 20-30 წლის ახალგაზრდებმა არ იციან საქართველოს ნამდვილი წარსული, ანუ იმ პერიოდისა, რომელშიც ჩვენ ვმოღვაწეობდით. ამ ახალგაზრდებს მწირი ინფორმაცია აქვთ ამ ყველაფერის შესახებ და არასწორ შეფასებებსაც ამიტომ აკეთებენ, რითაც ბევრს ვკარგავთ. როცა საუბარია დამოუკიდებლობაზე, თუ საქართველო მართლა დამოუკიდებელი ქვეყანაა, მითხრას ვინმემ, რომელი სფერო გვაქვს დამოუკიდებელი? ერთი სფერო მაინც დამისახელონ! სამწუხაროდ, მთელი საქართველო დამოკიდებულია დასავლეთზე, ამერიკაზე...


_ ბატონო ჯუმბერ, თქვენი წიგნის მიხედვით დოკუმენტური სერიალის გადაღებავისი იდეა იყო?


_ იმ ადამიანების, რომლებმაც გულდასმით წაიკითხეს ჩემი წიგნი და რომლებიც ხვალინდელ დღეზე ფიქრობენ. შეიქმნა ახალი ტელევიზია სახელწოდებით"ქართული ტელევიზია", რომლის დამფუძნებელიც გახლავთ დიდი ქართველირეჟისორი რეზო ჩხეიძე და მასთან ერთად მეც ვთანამშრომლობ. გადაწყდა, რომამ წიგნის მიხედვით გაკეთდეს მრავალსერიანი დოკუმენტური ფილმი. უკვე 12სერიაა გადაღებული. ბატონი რეზო კონსულტაციას უწევს. რეჟისორი კი გახლავთზალიკო ნემსაძე. ყველაზე მეტად მომწონს ის, რომ ამ ტელეარხზე მხოლოდსაქართველოს შესახებ გავა გადაცემები, დოკუმენტური ფილმები და ისტორიულიმასალები.


_ თქვენი წიგნი დოკუმენტურთან ერთად ავტობიოგრაფიულიცაა, თავიდანვედათანხმით ამ წიგნის მიხედვით ფილმის გადაღებაზე?


_ სიმართლე გითხრათ, თავდაპიველად, ცოტა არ იყოს, თავი შევიკავე, მაგრამ დავფიქრდი და მივხვდი, რომ წიგნს, სამწუხაროდ, ყველა არ კითხულობს, ზოგს საშუალება არ აქვს, შეიძინოს. თანაც ესა თუ ის მოვლენა ფილმში უფრო გაშლილია და უამრავ შეკითხვაზე იძლევა სწორ პასუხს. ყველას კარგად გვახსოვს 9 აპრილის ტრაგედია, შემდეგ _ თბილისის ნგრევა, ქართველი ქართველის რომ კლავდა, აფხაზეთში ომი დავიწყეთ და დავკარგეთ, სამაჩაბლო დავკარგეთ და ამ ყველაფერზე შეფასება არავის გაუკეთებია. სწორედ ამ პროცესების შეუფასებლობამ მოგვცა შედეგი, რისი მომსწრენიც დღეს ვართ.


_ როდის იხილავს მაყურებელი ფილმს ტელეეკრანებზე?


_ 2015 წლის იანვრის შუა რიცხვებიდან მაყურებელი ამ ფილმს "ქართული ტელევიზიის" სიხშირეზე იხილავს. რაც მთავარია, მაყურებელს საშუალება ექნება, დასვას ნებისმიერი შეკითხვა, მათ შორის, ჩემი მისამართით. ნებისმიერ შეკითხვაზე, ვალდებული ვარ, პასუხი გავცე. რადგან პასუხისმგებლობას არ გავურბივარ. ჩემი მიზანია, საზოგადოებამ სწორად გაიგოს, რა მოხდა რეალურად საქართველოში და რა გველის მომავალში, თუ უახლესი ისტორია სწორად არ შევაფასეთ.




(წყარო: საქართველო და მსოფლიო, ნინო მაისურაძე)


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016