reportiori.ge - ირაკლი ღარიბაშვილი იმედს გამოთქვამს, რომ გათოვლიანების სისტემის მოწყობა გუდაურში სათხილამურო სეზონს 5 თვემდე გაახანგრძლივებს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 24 თებერვალი, 2025. 15:57
რეგიონები
ირაკლი ღარიბაშვილი იმედს გამოთქვამს, რომ გათოვლიანების სისტემის მოწყობა გუდაურში სათხილამურო სეზონს 5 თვემდე გაახანგრძლივებს
ავტორი:
21 დეკემბერი, 2014. 19:16



გუდაურში სათხიმალურო სეზონი ამინდზე დამოკიდებული აღარ იქნება, სათხილამურო ტრასა ხელოვნური თოვლით უკვე დაიფარა. ხელოვნური გათოვლიანების გამანაწილებელი მართვის ცენტრი დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მოინახულა და პროექტის პირველი ფაზის სამუშაოები დაათვალიერა.



მთავრობის მეთაურმა იმედი გამოთქვა, რომ გათოვლიანების სისტემის მოწყობა 5 თვემდე გაახანგრძლივებს სათხილამურო სეზონს, რაც კურორტს გახდის უფრო მიმზიდველს ინვესტორებისთვის და ხელს შეუწყობს სასტუმროების სტაბილურ ფუნქციონირებას.


 

"სეზონის სტაბილურობა და ხანგრძლივობა განაპირობებს ტურისტების რაოდენობის ზრდას. ამ პროექტმა მნიშვნელოვანი ბიძგი მისცა ინვესტორებს, ბევრი ბიზნესმენია დაინტერესული ინვესტირებით. ეს არი დიდი საჩუქარი ზამთრის სეზონის მოყვარულთათვის და მულოცავ ყველას სეზონის გახსნას," - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 


მისივე პროგნოზით, წლევანდელი სეზონი საკმაოდ აქტიური იქნება და ტურისტების რიცხვი მნიშვნელოვნად გაიზრდება.



გუდაურის განვითარების სააგენტოსა და კომპანია „DEMACLENKO - the future of snow"-ს შორის გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, გუდაურსა და დიდველზე უკვე განხორციელდა გეოლოგიური და ტოპოგრაფიული სამუშაოები, მოხდა წყლის ხელოვნური რეზერვუარების დაპროექტება და გათოვლიანდა გუდაურში 1,1 კმ-ის, ხოლო დიდველზე 2 კმ. ტრასა. მეორე ფაზა მოიცავს გუდაურსა და დიდველზე წყლის ხელოვნური რეზერვუარის მშენებლობასა და გუდაურში დაახლეობით 4 კმ.სასრიალო გზის გათოვლიანებას. გათოვლიანების სისტემის მოწყობის სრული ღირებულება შეადგენს დაახლოებით 23 მილიონ ლარს.


 

 

 

 

 

19 იანვარი, 2016. 18:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016