reportiori.ge - მანანა კობახიძე: უგულავას პატარა მორალი მაინც რომ აწუხებდეს - უნდა გადამდგარიყო!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2024. 03:54
პოლიტიკა
მანანა კობახიძე: უგულავას პატარა მორალი მაინც რომ აწუხებდეს - უნდა გადამდგარიყო!
ავტორი:
20 ივლისი, 2013. 01:58

პარლამენტის ვიცე- სპიკერი  გადაცემა „პოლიტმეტრში" საკრებულოში განვითარებულ მოვლენებსაც გამოეხმაურა. მანანა კობახიძის თქმით, თანამდებობიდან გადაყენების პროცესში პროცედურულ დარღვევებს ადგილი არ ჰქონია.

„კოჰაბიტაცია  ნამდვილად არ ნიშნავს იმას,  რომ ის, ვინც  დატოვებს  ნაცმოძრაობას, პირდაპირ „ქართულ ოცნებაში" გადმობარგდეს. პირადად მე, ამის წინააღმდეგი ვარ! ეს დაახლოებით იგივეა, დღეს პარლამენტში გიორგი ბარამიძემ, ან ჩიორა თაქთაქიშვილმა გადაწყვიტონ ნაციონალებთან გამიჯვნა და „ქართულ ოცნებაში" გადმოსვლა. ეს ხომ არარეალურია"...- მისივე თქმით, ის რომ საკრებულოში „ქართული ოცნება" აკონტროლებს სიტაუაციას და  აკომპლექტებს თავმჯდომარეებს, სიმართლეს არ შეესაბამება. კობახიძე თბილისის მერის გადაყენების საკითხის დასმასაც არ გამორიცხავს.

„უგულავას რაღაცა პატარა მორალი მაინც რომ აწუხებდეს, ალბათ, ის უნდა გადამდგარიყო! თუნდაც მას შემდეგ, რაც, მას ბრალი წაუყენეს. როგორ არის არჩეული - ეს სხვა  თემაა და ყველანაირი ლოგიკით, ცოტა მეტი პასუხისმგებლობის მქონე ადამიანი - გადადგებოდა! მაგრამ ეს არის გიგი უგულავა და ეს არ არის ის ადამიანი, ვისაც შეიძლება ეს მოეკითხოს და მოეთხოვოს. შეიძლება დაისვას მისი გადაყენების საკითხიც, თუმცა ეს საკრებულოს გადასაწყვეტია" - აცხადებს კობახიძე. 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016