reportiori.ge - ლადო სადღობელაშვილი: „ნაციონალებმა“ იციან, რომ ერთადერთი გზა არის არეულობა და ტყვიის გასროლა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 09 ნოემბერი, 2024. 06:37
ინტერვიუ
ლადო სადღობელაშვილი: „ნაციონალებმა“ იციან, რომ ერთადერთი გზა არის არეულობა და ტყვიის გასროლა
ავტორი:
23 დეკემბერი, 2014. 16:46

 

 

„თავისუფალი თაობის" ერთ-ერთი ლიდერი ლადო სადღობელაშვილი „ფეისბუქით" განცხადებას ავრცელებს: „სააკაშვილი ქმნის პირად ლეგიონს უკრაინაში. რეალურად ეს ის ძალაა, რომელიც თავის დროზე ახალაიებს ექვემდებარებოდნენ. ჩემი ინფორმაციით, ამ დროისთვის მათი რაოდენობა არ აღემატება 500 კაცს... დაგეგმილი აქვთ, 3000-მდე გაიზარდოს მათი რიცხვი. კბილებამდე შეიარაღებული „ნაცლეგიონი", რომელთა ხელფასი თუნდაც ფრანგული „უცხოელთა ლეგიონის" ჯარისკაცის ხელფასს დაახლოებით სამჯერ აღემატება, ნებისმიერ მომენტში სააკაშვილის ერთი ბრძანების საფუძველზე მზად იქნება, დაიძრას საქართველოს მიმართულებით და დაუპირისპირდეს დღევანდელ ხელისუფლებას. მიზეზი იქნება ბანალური - ჩვენ ვართ პროდასავლელები, ესენი არიან პრორუსები... სამწუხაროა, რომ ამის ალბათობა არსებობს და თანაც საკმაოდ მაღალი..."


რამდენს უხდიან უკრაინაში წასულ ქართველ მებრძოლებს? რის მოლოდინში არიან და რისთვის ემზადებიან „ნაციონალები"?


„ალიას" ლადო სადღობელაშვილი ესაუბრა:

 

- ლადო, ადრეც საუბრობდით „მაიდანის" სცენარის განმეორებაზე თბილისში, საბურავების დაწვაზე... მსგავსი არაფერი მომხდარა, ამჯერად რამდენად სანდოა თქვენი ინფორმაცია?

 

- „მაიდანი" არ იყო მხოლოდ იმიტომ, რომ ძალიან საეჭვოდ ჩამოვიდა ჯორჯ სოროსი საქართველოში, თანაც 15 ნოემბერს. არაა რთული მისახვედრი, რატომ ჩამოვიდა სწორედ იმ დროს ის და არც ის იყო შემთხვევითი, რა განცხადებაც მან გააკეთა. მან თქვა, ყველაფერი კარგად ყოფილა, სააკაშვილმა ვერ გაამართლა ჩვენი იმედებიო, ახლა წავედი მე უკრაინაშიო. მან ერთგვარი ბრძანება გასცა, რომ არც საბურავები ყოფილიყო და არც აქციების გაგრძელება. მე ღიად გავაჟღერე ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სააკაშვილი ლეგიონს ქმნის.


- რატომ?

 

- თავდაცვის სამინისტროს განცხადების მერე დიდი ნიაღვარი წარმოვიდა თავდაცვის მინისტრის მისამრთით, ყველაზე მეტად ამით სპეკულირებდნენ „ნაციონალები", ვინმე ბორჩხაძე და „პიკასოსკლუბელები". ამათ აწყობთ, ქვეყანაში აირიოს სიტუაცია და სულ ექნებათ გულმხურვალე გამოსვლები ნებისმიერ შეცდომაზე, რომელსაც ხელისუფლება დაუშვებს. სწორედ ამიტომ დავინტერესდი ამ თემით და მაცნობეს, რომ ქვედანაყოფები იშლება. ასევე, იშლებიან ასეულები, რომლებიც ნატო-ს მიერ არის დატრენინგებული. ეს ის ჯარია, რომელიც ერაყში, ავღანეთში იბრძოდა, სხვა ქვეყნის ჯარში ყოფნისას გაიარეს მაღალი სტანდარტის საბრძოლო წვრთნები. როგორც გავიგე, ზოგი უარს აცხადებს კონტრაქტზე და სადღაც მიდის.


- სად სადღაც?

 

- საქართველო პატარაა და არაფერი იმალება, ისინი კონტრაქტს არღვევენ იმიტომ, რომ წავიდნენ უკრაინაში. საკმაოდ დიდ თანხას უხდიან. მე როგორც ვიცი, საფრანგეთის „უცხოელთა ლეგიონში" რიგით ჯარისკაცს 3 ათას ევროს უხდიან, ამათ კი 6 ათას ევროზე ოდნავ მეტს უხდიან. კი, გასაგებია, რომ საერთო მტერთან საბრძოლევლად მიდის, მაგრამ ამას სხვა კუთხეც აქვს. ამ ჯარს ფულს უხდის სააკაშვილი, მათი ხელფასი სააკაშვილის მიერ მოძიებული ფულია. როგორც აღმოჩნდა, სააკაშვილს აქვს გეგმა, რომ გამოიყენოს ეს ლეგიონი თავისი მიზნებისთვის. ჩემი ინფორმაციით, პირველი ამ ლეგიონში ბაჩო ახალაიას დროინდელი ჯარისკაცები წავიდნენ, ვისაც მაღალი დონის წვრთნები აქვთ გავლილი და აქ „ზონდერობდნენ". ეს აგრესიული მასა ერთ მშვენიერ დღეს, 1500 კაცის ოდენობით, ემზადება ქვეყანაში არეულობის მოსახდენად.

 

- მერე, ასეთი ადვილია არეულობის მოწყობა? როდისთვის ემზადებიან „ნაციონალები"?

 

- ზუსტად თარიღი არ ვიცი, მაგრამ ის კი ვიცი, რომ ეს ჯარი საკმაოდ ძვირად ფინანსდება, გაწვრთნილია და ვერანაირი ქართული პოლიცია ვერ აღუდგება მას. ფულის გამო ამ ლეგიონის რიცხვი იზრდება და ეს ძალიან ცუდ შედეგს მოიტანს. ბრძანებას მიიღებს თუ არა, ლეგიონი მზადაა. არანაირი ალბათობა არ არსებობს, რომ „ნაციონალები" არჩევნების გზით დაბრუნდებიან ხელისუფლებაში, მათ მშვენივრად იციან, რომ ერთადერთი გზა არის არეულობა და ტყვიის გასროლა. არც ხალხის იმედი აქვთ, ამიტომ ნებისმიერი არეულობით ისარგებლობენ.

 

 

ჟანა ასანიძე

გაზეთი „ალია"

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016