reportiori.ge - ლევან მამალაძე: სააკაშვილს პირდაპირ ეთერში ვიწვევ, რომ ერთხელ და სამუდამოდ ჩამოვხსნა ნიღაბი!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
კვირა, 10 ნოემბერი, 2024. 19:04
პრეს-დაიჯესტი
ლევან მამალაძე: სააკაშვილს პირდაპირ ეთერში ვიწვევ, რომ ერთხელ და სამუდამოდ ჩამოვხსნა ნიღაბი!
ავტორი:
24 დეკემბერი, 2014. 11:23



მადლობა მინდა ვუთხრა ასავალ დასავლის რედაქციას და ჟურნალისტ ნატო ფოცხიშვილს ინტერვიუსთვის" - წერს facebook-ის პირად გვერდზე ლევან მამალაძე და ინტერვიუს აქვეყნებს:



_ ბატონო ლევან, სოციალურ ქსელში თქვენი პოსტი გავრცელდა... ემუქრებით სააკაშვილს? 



_ როგორ შეიძლება ფსიქიურად შეშლილ ადამიანს დაემუქრო?! ან ფიზიკურად გაუსწორდე?! არ ვემუქრები, ამ ტაკიმასხარას პირდაპირ ეთერში ვიწვევ, რომ ერთხელ და სამუდამოდ ჩამოვხსნა ნიღაბი! თუმცა, თუ პირისპირ შემხვდება, მერე მართლა დასაბმელი და ფსიქიატრიულში იქნება წასაყვანი, თავის შესახებ სიმართლის მოსმენას წყობილებიდან გამოყავს . არ ვხუმრობ, ამას მთელი სერიოზულობით ვამბობ. გახსოვთ ალბათ,2003 წელ სამჯერ გამექცა პირდაპირი ეთერიდან. 



_
ასე, ბევრი მოწინააღმდეგე უგზავნის ექსპრეზიდენტს მუქარის შემცვლელ მესიჯებს, თუმცა რეალობა ის არის, რომ სააკაშვილი ევროპარლამენტიდან პირდაპირ ანგელა მერკერთან მიდის შესახვედრად საქართველოს საკითხებზე სასაუბროთ... 



_ მერკელის შემდეგ ალბათ რეიგანს შეხვდება. გაიგეთ ხალხნო, ეს ადამიანი სამკურნალოა, საბოლოოდ, თავის სიცოცხლეს საგიჟეში დაასრულებს, მაგრამ ამასობაში, ათას სიბინძურეს სჩადის და ქვეყნისთვის ზიანი მოაქვს. კაცმა მადნეული კვარციტი მიისაკუთრა, სახელმწიფოს უზარმაზარი ზიანი მიაყენა, ახლა კი გამოდის და ამ ყველაფერს სხვას აბრალებს. ამაზე მეტი ფაქტი რაღა გინდათ?! ნორმალური ადამიანი ასე მოიქცევა?! გინახავთ,ჯანმრთელი ადამიანი თავს დავით აღმაშენებლად და ილია ჭავჭავაძედ წარმოაჩენს?!ან ლექსის თქმაში, მაუხრან მაჭავარიანს და შოთა რუსთაველს ეჯიბრებოდეს? ვინმემ ხომ უნდა გასცეს პასუხი?! ხომ უნდა უთხრას პირში სიმართლე?! ხოდა მე ვეუბნები, მიშა თუ მაგარი ხარ, დამიჯექი პირდაპირ ეთერში! ნუ შეგეშინდება, მოდი შენს ჟურნალისტებთან ერთად! ოღონდ ნუ გაიექცევი ეთერიდან, როგორც ადრე გამექეცი ! თუ რაიმეს თავი გაქვს გამისწორე თვალი და გამეცი პასუხი კითხვებზე, რომლის უკანაც არაერთი დოკუმენტია. სააკაშვილის მხარდამჭერებსაც მინდა მივმართო - თქვე მამაცხონებულებო, გაუკეთეთ ორგანიზება პირდაპირ ეთერში სააკაშვილთან ჩემს დებატებს. დაგარწმუნებთ, რა ბედენა ლიდერიც გყავთ! ეგებ რეალობის აღქმა დაგიბრუნდეთ.



_ როგორ ფიქრობთ, დაგიჯერებთ მოსახლეობა? თქვენი კორუფციონერობის შესახებაც დადის საქართველოში ლეგენდები...



_ ერთი დოკუმენტი მაინც დამიდეთ, სადაც მიშას გაპიარებული ოქრო ნიანგი ან ფრთიანი რაშები უკავშირდება ჩემ სახელს! თუ რაიმე საბუთს იპოვიან, მზად ვარ, სააკაშვილის მოსყიდული სასამართოლოსა და პროკურატურის წინაშე ვაგო პასუხი. სააკაშვილმა , როგორც კი ხელისუფლება ხელში ჩაიგდო, ჩემზე განახორციელა პირადი ანგარიშსწორება და რეპრესიები, მხოლოდ იმიტომ , რომ ღიად ვამხილე კორუბციაში და ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებში. ჩემი განადგურებით , თავის მაქინაციების წაშლა მოინდომა. მე 12 წელია პოლიტიკურ დევნაში ვარ, რადგან მიშას შექმნილი პიარის ზეგავლენის ქვეშაა საზოგადოების ნაწილი და ზოდიერთი თანამდებობის პირი, რომელთა დაბრუებას დღემდე ახერხებს .



კულმინაცია იყო, როცა ე.წ. ექსპრეზიდენტმა საყდრისის თემაზე განცხადება გააკეთა - ლევან მამალაძესაც არ უკადრებია ის, რაც ამ ხელისუფლებამ ჩაიდინაო. ყველაზე დიდი ცინიზმი! იგი ისევ ცდილობს საზოგადოება შეცდომაში შეიყვანოს! სურს ამ ხელისუფლებას აჰკიდოს ყველა ის ცოდვა, რაც თავად ჩაიდინა. არადა, სიმართლე ის არის, რომ თავად დგას ამ დანაშაულის უკან. ოქროს საბადოში ჯერ კიდევ მაშინ ჰქონდა ინტერესები, ვიდრე პრეზიდენტი გახდებოდა. თავის დროზე ჩვენი დაპირისპირების ერთ-ერთი მიზეზიც სწორედ ეს გახლდათ... 



_ რას გულისხმობთ? 



_ 2013 წლის 10 ივნისს, თანამდებობიდან წასვლიდან რამდენიმე თვით ადრე მიშამ, ჩუმად დაწერა ბრძანება, რის საფუძველზეც საყდრისის 3 000 წლოვანი ობიექტი ეროვნული მნიშვნელობის ძეგლთა ჩამონათვალიდან ამოიღეს. ეხლა ,როდესაც დაინახა რომ საზოგადოება ამ თემით აღელდა, გამოვიდა და იქეთ დასდო ბრალი ხელისუფლებას და ივანიშვილს. თავისი მავნებლობის ამ თემით გადაფარვა სცადა! სინამდვილესი საყდრისის განადგურების პროცესი ბევრად უფრო ადრე დაიწყო. 2002 წელს, როდესაც მიშა იუსტიციის მინისტრი იყო. ავსტრალიურმა მხარემ, რომელიც კვარციტში 50 პროცენტიან წილს ფლობდა, მოულოდნელად დააყენა საკითხი, დავალიანების დაფარვის მიზნით სახელმწიფოს მფლობელობაში არსებული აქციების სრული პაკეტი გადაეცთ მათთვის. როცა ამ თემით ჩემთან მოვიდნენ ძალიან გამიკვირდა, რადგან ავსტარალიელებს დორეს შენადნობის მისაღებად, დანახარჯები მინიმალური ქონდათ, მადანს არ მოიპოვებდნენ და ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში დასაწყობებულ მადნით სარგებლობდნენ. მადნეული კვარციტი იმ დროს საქართველოს ბიუჯეტში ყველაზე მსხვილი გადამხდელი იყო,სწორედ მაშინ, გაშენდა და გალამაზდა ბოლნისი. 



მიშამ მთელი ამბავი ატეხა. მახსოვს, პეროვსკაიას ერთ-ერთ კაფეში შევხვდით ერთამენთს და მითხრა - ავსტრალიელებს მხარს ვუჭერ, სახელმწიფომ თავისი 50 პროცენტიანი წილი უნდა დათმოს.დამეხმარე ამ საქმეში, აგერ არჩევნები მოდის და ავსტრალიელები დაგვჭირდებაო! აქ მაქვს ყველანაირი საბუთიო. გაოცებულმა ვუთხარი - ხომ არ გაგიჟდი, რა დავალიანებაზე საუბრობ, ეს საბუთები შესწავლილი უნდა იქნეს, იქნებ შენ იტყუები-მეთქი. მაშინვე დავასკვენი, რომ მიშა ავსტრალიელებთან გარიგებული იყო. მე და სააკაშვილს ამის თაობაზე სერიოზული უთანხმოება მოგვივიდა. როდესაც მთავრობის სხდომაზე დადგენილების პროექტი შემოიტანა, მოვითხოვე, რომ ეს საკითხი კონტროლის პალატას შეესწავლა. სულხან მოლაშვილმა ძალიან საინტერესო დასკვნა დადო, სადაც დადასტურდა, რომ სახელმწიფოს ავსტრალიელების ვალი კი არ ჰქონდათ, პირიქით,17 მილიონი სახელმწიფოს სასარგებლოდ დაეკისრათ ავსტრალიელებს. ეს საბუთები არსებობს! აი, ამის გამო სარგებელი რომ ვერ ნახა ,საბოლოოდ გადამეკიდა სააკაშვილი. დაქირავებული პრესითა და ტელევიზიით შექმნეს მითები, რომ თითქოს კვარციტში ჩემი ინტერესები იყო და ოქროს ზოდებს ვფლობდი. მაშინ ჩემი სიმართლე არავის აინტერესებდა. სწორედ ამიტომაც იყო, რომ ხელისუფლებაში მოსვლისთანავე დაიჭირა მოლაშვილი. დიახ, ხალხმა უნდა იცოდეს, ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რისთვისაც მოლაშვილი აწამეს, სწორედ კონტროლის პალატის მიერ დადებული საბუთები იყო, რომლითაც დადგინდა რომ მიშასთან გარიგებაში მყოფი ავსტრალიელები სახელმწიფოს ატყუებდნენ. 



_ ეს ყველაფერი გასაგებია, მაგრამ სად იკვეთება აქ სააკაშვილის ინტერესები? 



_ როდესაც სააკაშვილი ხელისუფლებაში მოვიდა ეს ორი საწარმო კვარციტი და მადნეული მიითვისა. შექნეს კომპანია „აი ემ ჯი", რომელთა დამფუძნებლებიც თემურ ალასანიასთან ერთად რუსი ჩინოვნიკები გახლდათ, ანუ დახატეს სურათი, რომ ეს საწარმოები რუსულ კომპანიას ეკუთვნოდა, რეალურად კი მიშას ახლობლები დღემდე მართავენ ამ საწარმოს. სააკაშვილი იქედან ასეულობით მილიონს ღებულობს, ოფშორულ ფირმებში ქაჩავენ ბიუჯეტის კუთვნილ თანხებს . პრეზიდენტობის ვადის ამოწურვამდე საყდრისის, ეროვნულ ძეგლთა დაცვის ნუსხიდან ამოღებას იმიტომაც მოაწერა ხელი, რომ თავის მფოლობელობაში მყოფ საწარმოებს ნაკლები დნახარჯი ჰქონდეს. საყდრისის მიდამოებში სპილენძისა და ოქროს უფრო მაღალი შემცვლელობის მადანია! ყველაზე დიდი ცინიზმი იცით კიდევ რა არის?!


მადნეულიდან ამოღებული თანხებით, რომელიც წესით პენსიებსა და გაჭირვებულ მოსახლეობას უნდა მოხმარებოდა, კობა ნაყოფიას ხელით ამერიკელების ფილმი დააფინანსა, სადაც დამარცხებული ქვეყნის პეზიდენტი- სააკაშვილი გმირად არის გამოყვანილი. არადა ყველას ახსოვს მიწაზე როგორ ფორთხავდა "სახელგანთქმული მთავარსარდალი". 



ფსიქიური მოშლილობის მკაფიო მაჩვენებელი განდიდების მანიაა, გაგრძელება კი ამის უზრუნბელუოფისათვის რაც შეიძლება მეტი ხალხის ჩათრევაა. ყველამ გააცნობიეროს, ნუ აღმოვჩნდებით ავადმყოფის ფარაში უგუნურ კრავად.



ახლაც, მისი დავალებით ადგილობრივ მცხოვრებებს ეუბნებიან, საყდრისის დაცვის წინააღმდეგ გამოდით, თუ იქ მადანი ვერ მოვიპოვეთ, საწარმოები გაჩერდება და თქვენ ხელფას ვერ მიიღებთო. ცდილობს, დაპირისპირება შექმნას. 



ყოველივე ამის ფონზე, მიშა ლევან მამალაძეს ახსენებს. საწარმო რუსებს მისცა და წილში ჩაუჯდა,როგორც საქართველოს ტერიტორიები გააჩუქა,ხალხი მოატყუა, საყდრისი მოსასპობად გაიმეტა და კიდევ სხვაზე ლაპარაკობს!. ვერ მივეიწუებს ! იცის პასუხი აქვს ჩემს წინასე საგები! როგორ უმისამართებს ყველაფერს ივანიშვილს,როცა საყდრისის მოსპობა მისის ბრძანებით დაიწყო! ის რომ, დღეს პრემიერ მინისტრსა და ბიძინა ივანიშვილს აბრალებენ საყდრისის აფეთქებას, არასწორი საკადრო პოლიტიკის შედეგია! სამწუხაროდ, ივანიშვილის სისუსტე საკადრო პოლიტიკაა - დღესაც სამინისტროებსა და სამართალდამცავ სტრუქტურებში სააკაშვილის ყურმოჭრილი მონები მუშაობს! ხომ ხედავთ, ახლაც ჩავიდა ევროპარლამენტში და მარგველაშვილის წინ დაჯდა.დამნაშავედ გამოცხადებულ სააკაშვილს ევროპარლამენტში ტყუილად არავინ შეუშვებდა, ამ ფულებს იმიტომ ხარჯავს, რომ თავისი დაბრიყვებული ხალხი ისევ იმედით აცხოვროს. 



ხელისუფლებას მივმართავ: გამოძიეთ კვარციტი მადნეულის საქმე, როგორ წაგლიჯეს საქართველოს სახელმწიფო საფინანსო საყრდენი და მიშა საბოლოოდ დამთავრდება! აღუდგინეთ საყდრისს სტატუსი, და საწარმოს მესვეურთ განუსაზღვრეთ,ისტორიული ძეგლის მიდამოებში, აფეთქების გარშე, შახტური მეთოდით მოიპოვონ მადანი.სხვა შემთხვევაში ხალხი დრევანდელ ხელისუფლებას მოთხოვს პასუხს. სიღრმისეულად შეისწავლეთ, ვინ რა თანამდებობებზე ინიშნება და ვინ უწევს რეკომენდაციას! არ შეიძლება თქვენს მიერ ინიშნებოდენ ის პირები, რომელნიც სააკაშვილის დანაშაულებრივი რეჟიმის პირდაპირი თანამონაწილენი იყვნენ. ბატონო ბიძინა, კი ამბობთ არაფერში ვერევიო, მაგრამ , საზოგადოება პასუხისმგებლობას თქვენ დაგაკისრებთ, რადგან ეს გუნდი ხელისუფლებაში სწორედ თქვენ მოიყვანეთ! 

 

 

 

 

 


(წყარო: ასავალ-დასავალი, ნატო ფოცხიშვილი)

 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016