reportiori.ge - ბიძინა ივანიშვილის ბრძანებით განათლების მინისტრის მოადგილეები თანამდებობიდან გათავისუფლდნენ
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
კვირა, 23 თებერვალი, 2025. 19:41
პოლიტიკა
ბიძინა ივანიშვილის ბრძანებით განათლების მინისტრის მოადგილეები თანამდებობიდან გათავისუფლდნენ
ავტორი:
20 ივლისი, 2013. 12:07

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილეები _ დავით ზურაბიშვილი, ქეთევან ნატრიაშვილი და ალუდა გოგლიჩიძე თანამდებობიდან გათავისუფლდნენ. აღნიშნულთან დაკავშირებით შესაბამისი ბრძანებულება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა გასცა, რომელიც მთავრობის ოფიციალურ ვებ-გვერდზეა განთავსებული. აღსანიშნავია, რომ პრემიერ-მინისტრს აღნიშნულს "მთავრობის სტრუქტურის უფლებამოსილებისა და წესის შესახებ კანონი" ავალდებულებს, რომელიც ითხოვს, რომ მთავრობის შემადგენლობის მიერ უფლებამოსილების მოხსნისას, ან სხვა საფუძველზე მინისტრის უფლებამოსილების შეწყვეტისას, მინისტრის პირველ მოადგილესა და მოადგილეებს, მთავრობის ახალი შემადგენლობის ან მინისტრის დანიშვნისთანავე უფლებამოსილება შეუწყდეთ. ამავე კანონის 24-ე მუხლის მიხედვით, მინისტრის პირველ მოადგილესა და მოადგილეებს მინისტრის წარდგინებით, საქართველოს პრეზიდენტთან შეთანხმებით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს პრემიერ-მინისტრი. შეგახსენებთ, საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროს ახალი ხელმძღვანელი თამარ სანიკიძე ჰყავს.

 

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016