reportiori.ge - როგორ მოიქცევიან ერთ დარბაზში სააკაშვილი და მარგველაშვილი?
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 20:34
პრეს-დაიჯესტი
როგორ მოიქცევიან ერთ დარბაზში სააკაშვილი და მარგველაშვილი?
ავტორი:
17 დეკემბერი, 2014. 19:06

 

 

ხალხის მიმართ არაადამიანურ მოპყრობაში, ბიუჯეტის ძარცვაში, სისხლის სამართლის დანაშაულში ეჭვმიტანილი და ხუთ საქმეში ბრალდებული, ძებნილი მიხეილ სააკაშვილი, ევროპარლამენტის სესიას დაესწრება, სადაც საქართველოს პრეზიდენტი და დელეგაციის სხვა წევრებიც იქნებიან, საინტერესოა, როგორ მოიქცევიან პრეზიდენტი მარგველაშვილი და საქართველოს დელეგაციის სხვა წევრები და შეეცდებიან, თუ არა მინიმუმ საჯაროდ გააგებინონ ევროპარლამენტარებს, რომ საქართველოს სამართალდამცველები ეძებენ ამ დამნაშავე სუბიექტს? საქმე გვაქვს პოლიტიკურ კაზუსთან, ჩვენ მომსწრენი ვხდებით იმ პოლიტიკური საოცრების, როცა ერთ დარბაზში ვიხილავთ დღეს ძებნილსა და ხელისუფალს.


სააკაშვილი სტრასბურგში, ევროპარლამენტის წევრის, იაცეკ ვოლსკის მიწვევით აღმოჩნდა. ამ უკანასკნელმა, სულ ახლახან, პოლონეთში სააკაშვილს „თავისუფლების რაინდის" წოდება მიანიჭა და  მიულოცა, რომ „პუტინის კოშმარი" გახდა და იქვე განაცხადა, რომ ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულებას ევროპარლამენტი სააკაშვილის საქართველოს დაუმტკიცებს და არა ბიძინა ივანიშვილისას. აი, უკვე მერამდენედ გვაყენებს ქართველ ხალხს შეურაცხყოფას ეშმაკთან წილნაყარი იაცეკ ვოლსკი.


მოკლედ, ევროპარლამენტი ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შეთანხმების რატიფიცირებას მოახდენს და ასევე მიიღებს რეზოლუციას. უცნაური ისაა, რომ ქვეყნის უმაღლესი ხელისუფალი სტრასბურგში გამგზავრებას არ გეგმავდა. შეკითხვაზე, - მიიღო თუ არა პრეზიდენტმა ევროპარლამენტისგან ღონისძიებაზე დასწრების მოსაწვევი, საგარეო ურთიერთობების საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველმა თენგიზ ფხალაძემ აღნიშნა, რომ პრეზიდენტს არ სჭირდება მოწვევა. პრეზიდენტი არის ქვეყნის მეთაური და როდესაც განიხილება საქართველოს საკითხი, მას აქვს სრული უფლება, ღონისძიებას დაესწროს.


ცხადია, გაჩნდა ეჭვები, არის თუ არა რაიმე ბმა პრეზიდენტის სტრასტუბრგში გამგზავრების გადაწყვეტილებასა  და იქ მიხეილ სააკაშვილის ჩასვლას შორის? ოფიციალური პასუხის მიხედვით, ესაა დამთხვევა და არანაირი კავშირი არ არსებობს ძებნილისა და ხელისუფალის ვიზიტს შორის. ცხადია, ჩვენ შეგვიძლია ჰიპოთეზა განვავითაროთ და ვთქვათ, რომ პოლიტიკურ დამთხვევებში ეშმაკის ხელი ურევია, თუმცა ვნახოთ, როგორ მოექცევა ძებნილ ნაპრეზიდენტალს გიორგი მარგველაშვილი.


რატომ გააქტიურდა ძებნილი სააკაშვილი? რისთვის სჭირდება მას სტრასბურგის ტრიბუნა? რატომ მფარველობენ დღემდე ევროპელი ლიდერები?


შევეცდებით, ეს ფსიქოლოგისა და ექსპერტის, რამაზ საყვარელიძის დახმარებით გავარკვიოთ:


- რატომ ამყოფებენ სააკაშვილს პრივილეგირებულ მდგომარეობაში ევროპელები? - ეს თანამედროვეობის ერთ-ერთი რთული და მე მგონი, ჩვენი ხელისუფლებისთვის თავსატეხი კითხვაა. მე შემიძლია ჩემი ვერსია შემოგთავაზოთ. ის იმიჯი, რაც სააკაშვილმა შექმნა ევროპაში, დღემდე მუშაობს. მათზე მოახდინა შთაბეჭდილება, რომ არის პოლიტიკური ფიგურა, რომელმაც დემოკრატიის შუქურის სახელი დაიმსახურა, ის, რაც უწოდეს ამერიკელებმა. დანარჩენი ინფორმაცია, თუ რას სჩადიოდა საქართველოში, ან არა აქვთ, ან არ გამოვრიცხავ, რომ არც აინტერესებთ. მათთვის გადამწყვეტია, რას ამბობს სააკაშვილი რუსეთზე. ის ამბობს, საქართველო ევროპისკენ მიმყავსო, ამ პროცესების ფონზე ღმერთო შეგცოდე და ცოტა უნდობლობა მიჩნდება, დასავლეთის პოლიტიკურ მოღვაწეთა პოლიტიკური ანალიზის შესაძლებლობების. დავუშვათ, მათ არ იციან სააკაშვილი 9 წლის მანძილზე რას აკეთებდა საქართველოში, მაგრამ მის მიერ საგარეო პოლიტიკაში გადადგმულ ნაბიჯებს თუ ფხიზელი თვალით შეაფასებენ, ეს არ არის ანტირუსული ნაბიჯები, ცალსახად, როგორც მათ წარმოუდგენიათ. ბევრი რამ, რაც სააკაშვილმა გააკეთა, რუსეთს აწყობდა და ანტირუსული რიტორიკაც პუტინისთვის სასარგებლოა იმიტომ, რომ პარალელურად, სააკაშვილის ამ რიტორიკამ საქართველოში კარი გაუხსნა რუსულ ბიზნესს. ამ მოვლენებს თუკი  დასავლელი პოლიტიკოსები ვერ ხედავენ, მაშინ, ალბათ, ძალიან ადვილი გასაგებია, რატომ უგებს ყველა პოლიტიკურ რაუნდს პუტინი დასავლეთს. 2008 წლის ომს კიდევ ერთი საერთაშორისო ფუნქცია ჰქონდა, არა მარტო რეგიონალური კონტროლის, რომ დასავლეთს დაენახა პუტინის აგრესიული სახე, ეს სურდა თავად პუტინს, რომ გაჩენილიყო მსოფლიოში რუსეთის შიში. სწორედ რუსეთისადმი შიშის წარმოშობას შეუწყო ხელი მიხეილ სააკაშვილმა, რისთვისაც პუტინის მადლობა ეკუთვნის სააკაშვილს.

 

- ევროპარლამენტი ყოველწლიურად იღებს რეზოლუციას. 9 წლის მანძილზე გახსენდებათ რომელიმე ოპოზიციური ლიდერი რომელიმე ევროდეპუტატს მოეწვიოს? რითია გამორჩეული სააკაშვილი, სხვა ქართველი ოპოზიციური ლიდერებისგან?


- ოპოზიციის მიწვევა ევროპარლაენტში, არ არის ძირითადი წუხილი, იქ იწვევენ ისეთ ოპოზიციას, რომელთაც პოლიტიკურ სტრუქტურაში ადგილი უკავიათ, მაგალითად, საპარლამენტო ოპოზიცია. ოპოზიციურ ლიდერი, რომელსაც სახელმწიფო სტრუქტურაში არანაირი ადგილი არ უკავია, ევროპარლამენტში არ უნდა იყოს მიწვეული, რადგან სხვებსაც შეუძლიათ თქვან, მეც ისეთივე ოპოზიციური პარტიის ლიდერი ვარ, როგორც სააკაშვილიო.


- ევროპარლამენტარებისა და დასავლელი ლიდერების ასეთი დამოკიდებულება, როცა საქართველოს კოშმარს აფასებენ თავისუფლებისთვის მებრძოლ რაინდად, დამნაშავეს - დემოკრატად და თავს გვახვევენ კვლავ სააკაშვილს, როგორც ლიდერს, გამოიწვევს თუ არა ხალხის გაღიზიანებას და ევროპული კურსისადმი ანტაგონიზმს?

 

- იყო პერიოდი, ქართველები მიტინგებსაც აწყობდნენ იგივე მოტივით, რომ ევთროპისთვის თვალი აეხილათ, ემხილებინათ სააკაშვილის რეჟიმი. გვახსოვს, ამერიკის საელჩოსთან კეთდებოდა სხვადასხვა განცხადებები, მაგრამ დასავლეთი დიდად არ შეწუხებულა ამის გამო და არაფერი შეცლილა. ხალხის რეაქცია არ აღმოჩნდა მდგრადი, ამიტომ დასავლეთმა გააგრძელა იგივე კურსი სააკაშვილის მხარდაჭერის კუთხით. დასავლეთს რომ ენახა, რომ მისი პოლიტიკა დამღუპველია, აღარ ექნებოდა ასეთი ცალსახა დამოკიდებულება სააკაშვილისადმი, მაგრამ, სამწუხაროდ, საზოგადოება არ აღმოჩნდა კრიტიკული და თანამიმდევრული. ძალიან ძნელია, იყო კრიტიკული დასავლეთის მიმართ იმ ფონზე, როდესაც ასეთ კრიტიკულობაზე ჩასაფრებულია რუსეთი. ალბათ, ხალხმაც მეტი სიფრთხილე გამოიჩინა ამ კუთხით, რომ ეს მათი კრიტიკა არ გადაზრდილიყო პრორუსულობაში. რა თქმა უნდა, ეს საფრთხე დღესაც არსეობს და ხალხი ამიტომაც თავშეკავებულია დასავლეთის მიმართ, რომ დასავლეთისადმი ზედმეტი კრიტიკით რუსეთმა არ ისარგებლოს. დასავლეთის მიმართ კრიტიკა  არსებობს, მხოლოდ ქუჩის დონეზე. ამის პოლიტიკურ ფაქტად ქცევა, რომ გამოვიდნენ დასავლეთის წინააღმდეგ, რუსული პოლიტიკის მომხრეებში აჩენს ვერსიას, რადგან გამოცვივდნენ დასავლეთის წინააღმდეგ, ე.ი. რუსეთის მომხრეები არიან.


- უცნაური აღმოჩნდა ის ფაქტი, რომ საქართველოს ხელისუფლების მხრიდან არც ერთი არ აპირებდა, დასწრებოდა ევროპასთან ასოცირების რატიფიცირებას. გადამწყვეტ მომენტში, როცა ცნობილი გახდა, რომ სააკაშვილი ჩავიდოდა სტრასბურგში, დასწრების სურვილი პრეზიდენტმა გამოთქვა. რას დავაბრალოთ ეს, საგარეო საქმეთა მინისტრისა და მთლიანად მისი უწყების არაკომპეტენტურობას? ფაქტია, რომ „ნაციონალებსა" და სააკაშვილს დასავლეთზე ბევრი აქვს ნამუშევარი და ამის განეიტრალებას ხელისულება არ ცდილობს...

 

- რასაც ჩვენ ვითხოვთ მინისტრებისგან, ეს არის პასუხისმგებლობისა და ინიციატივის ხელში აღება, ამას სჭირდება გამოცდილება. თითზე ჩამოსათვლელია საგარეო საქმეთა მინისტრები, ვინც თავისუფალია თავის მოქმედებებში, რადგან  სანქცია უნდა მიიღონ  პირველი პირისგან.

 

 

ნინო სამხარაძე

 

გაზეთი „ალია"

 

 

 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016