reportiori.ge - რეფორმის კონცეფციაზე მუშაობა იწყება
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2024. 00:26
ინტერვიუ
რეფორმის კონცეფციაზე მუშაობა იწყება
ავტორი:
24 დეკემბერი, 2014. 21:00


 

მომავალ წელს ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული რეფორმის განხორციელება დაიწყება. პრემიერის გადაწყვეტილებით, უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭო სამუშაო ჯგუფს შექმნის და მართლწესრიგისა და უსაფრთხოების სფეროებს ერთმანეთისგან გამიჯნავს. ირაკლი ღარიბაშვილის განმარტებით, სამუშაო ჯგუფის მიერ შემუშავებულ წინადადებებს განიხილავს მთავრობა და ამის შემდეგ კანონპროექტი დასამტკიცებლად პარლამენტს გადაეგზავნება.


ძალოვანი უწყების რეფორმებს უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს რიგით მეორე მდივანი დავით სუჯაშვილი უხელმძღვანელებს.


ასე რომ, დავით სუჯაშვილი, შეიძლება ითქვას, მალე მედიის ყურადღების ეპიცენტრში მოექცევა. შსს-ს გაყოფის საკითხი ძალიან სენსიტიურია და არა მხოლოდ საქართველოში, არამედ დასავლეთშიც.


უსაფრთხოებისა და კრიზიების მართვის საბჭოს მდივანმა „პრაიმტაიმის" რამდენიმე შეკითხვას უპასუხა:

 

- ბატონო დავით, პრემიერ ღარიბაშვილის განმარტებით: „შესაძლოა, შინაგან საქმეთა სამინისტროს უსაფრთხოების ბლოკი გამოეყოს, სადაც სპეცსამსახურები შევლენ და ცალკე იქნება პოლიცია". რა თქმა უნდა, წინასწარ თქმა რთულია, მაგრამ მაინც, რა მოდელი შეიძლება შემუშავდეს? ევროპის რომელი მოდელია თქვენთვის უფრო მისაღები?

 

- არსებობს პოლიტიკური გადაწყვეტილება, განხორციელდეს ერთი მხრივ სახელმწიფო უსაფრთხოების და მეორე მხრივ პოლიციური და სერვისების ფუნქციების ერთმანეთისგან გამიჯვნა. ეს გადაწყვეტილება ემსახურება ქვეყნის უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვის კიდევ უფრო გაუმჯობესებას. ჩვენი მთავარი მიზანია, შეიქმნას ისეთი უსაფრთხოების სისტემა, სადაც შემავალ რგოლებს შორის უზრუნველყოფილი იქნება კოორდინაცია და ინფორმაციის ოპერატიულად გაცვლა, რაც უსაფრთხოების სისტემის ეფექტური და მოქნილი მუშაობის საწინდარი იქნება. საბოლოო სტრუქტურა როგორ ჩამოყალიბდება, მოცემულ ეტაპზე, საუბარი ნაადრევია, რადგან ეს უწყებათაშორისი ჯგუფის სამუშაო პროცესის შედეგად გამოიკვეთება. ამასთან, გათვალისწინებული იქნება მსოფლიოს წამყვანი და იმ ქვეყნების გამოცდილება, რომელთაც საქართველოს მსგავსი უსაფრთხოების გარემო გააჩნიათ.

 

- როგორ ფიქრობთ, რატომ დადგა რეფორმის აუცილებლობა ახლა დღის წესრიგში და რას იტყვით ძველ სისტემაზე, რას ემსახურებოდა მაშინ შსს-ს ამ სახით ჩამოყალიბება?

 

- 2004 წელს საპოლიციო და უშიშროების ორგანოების გაერთიანების შედეგად შინაგან საქმეთა სამინისტროში თავი მოიყარა განუზომელი მასშტაბის ძალაუფლებამ.


2012 წლის საპარლამენტო საარჩევნო პროგრამაში მმართველ პოლიტიკურ ძალას შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურული რეფორმირება გათვალისწინებული ჰქონდა. ამ პროგრამის თანახმად, შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურიდან უნდა გავიდეს უსაფრთხოების სამსახურების ბლოკი. აღსანიშნავია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის ბლოკებად გამიჯვნას ჩვენი დასავლელი პარტნიორებიც იზიარებენ.

 

- რაც შეეხება მოსმენების თემას, ყველაზე ბევრი კითხვა მაინც ამ მიმართულებით ჩნდება. რამდენად შესაძლებელია, რომ სტრუქტურა, რომლის „საკუთრებაშიც" გასაღები იქნება, ცალკე სტრუქტურად ჩამოყალიბდეს?


- მოცემულ ეტაპზე დანამდვილებთ შეიძლება ითქვას, რომ ე.წ. გასაღები რჩება სახელმწიფო უწყების „საკუთრებაში", ასეთია პარლამენტის გადაწყვეტილება. უნდა ითქვას ისიც, რომ ე.წ. გააღების გადაცემა კერძო კომპანიისთვის პირდაპირი და მაღალი რისკების ქვეშ დააყენებდა სახელმწიფოს ეროვნულ უსაფრთხოებას.


რაც შეეხება მომავალში ე.წ. გასაღებზე უშუალოდ პასუხისმგებელ სახელმწიფო უწყებას, აღნიშნული საკითხი, ისევე როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს გაყოფასთან დაკავშირებული სხვა მნიშვნელოვანი საკითხები, მსჯელობის საგანია და შსს-ს რეფორმირების უწყებათაშორისი კომისიის ფარგლებში იქნება განხილული.


- რას იტყვით კომისიაზე, რომელმაც რეფორმა უნდა შეიმუშაოს? როგორ წარმოგიდგენიათ მისი შემადგენლობა? ითქვა, რომ არასამთავრობოებიც ჩაერთვებიან. რა დროში უნდა შემუშავდეს რეფორმა და როდიდან ფიქრობთ მის პრაქტიკაში გატარებას? მოგეხსენებათ, ეს რეფორმა საკონსტიტუციო ცვლილებებსაც გამოიწვევს...

 

- კომისიაში, რომელმაც მომავალი რეფორმის კონცეფცია უნდა შეიმუშაოს, ყველა იმ სახელმწიფო ინსტიტუტის წარმომადგენელი შევა, რომელთა კომპეტენციაშია ქვეყნის უსაფრთხოების და მართლწესრიგის უზრუნველყოფა, კანონიერება და ფინანსურ-მატერიალური უზრუნველყოფა. პროცესი იქნება გამჭვირვალე და ყველა კომპეტენტურ მხარეს ექნება საკუთარი მოსაზრების დაფიქსირების საშუალება.


პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილების შესაბამისად, უწყებათშორისი  კომისიის სამუშაო პროცესში ჩაერთვებიან არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, მთ მიეცემათ საკუთარი პოზიციებისა და მოსაზრებების დაფიქსირების საშუალება. ეს ჩართულობა, ასევე, ემსახურება პროცესის გამჭვირვალედ წარმართვას.


ამ ეტაპზე რეფორმის განხორციელების კონკრეტული ვადების დადგენა, საკითხის კომპლექსურობიდან გამომდინარე, შეუძლებელია. ბუნებრივია, მას ის დრო დასჭირდება, რაც საკმარისი იქნება რეფორმის კონცეფციისა და შესაბამისი სამართლებრივი აქტების სრულყოფილად მომზადებისთვის. მას შემდეგ, რაც შემუშავდება შესაბამისი ნორმატიული ბაზა, ეტაპობრივად დაიწყება მათი პრაქტიკაში იმპლემენტაცია.

 

 

ქეთი ხატიაშვილი

 

გაზეთი „პრაიმტაიმი"

 

 

 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016