ხვალ, 25 დეკემბერს, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის აღსაყდრების 37-ე წლისთავთან და წმინდა სპირიდონ ტრიმიფუნტელის ხსენების დღესთან დაკავშირებით საზეიმო წირვა გაიმართება, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დაესწრება.
მართლმადიდებელი ეკლესია ხვალ წმინდა სპირიდონ ტრიმიფუნტელის ხსენების დღეს აღნიშნავს.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე საღმრთო ლიტურგიას ხვალ, 10:00 საათზე, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში აღავლენს.
წმ. სპირიდონ ტრიმიფუნტელი მე-4 საუკუნეში მოღვაწეობდა. იგი ერეტიკოსებისგან ყოვლადწმინდა სამების ერთარსებობის დოგმატს იცავდა. მან სიცოცხლეშივე მრავალი სასწაული აღასრულა და დღესაც აღესრულება მისი წმინდა ნაწილებიდან კუნძულ კორფუსზე, მისივე სახელობის ტაძარში. იგი საბერძნეთის მფარველად ითვლება.
(მოამზადა თეონა რამაზაშვილმა)