reportiori.ge - დღეს წმინდა ასურელი მამის იოანე ზედაზნელის ხსენების დღეა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 11 ნოემბერი, 2024. 02:36
რელიგია
დღეს წმინდა ასურელი მამის იოანე ზედაზნელის ხსენების დღეა
25 დეკემბერი, 2014. 13:42

 

 

დღეს მართლმადიდებელი ეკლესია სარკინოზთაგან წამებული წმიდა ასურელი მამის იოანე ზედაზნელის ხსენების დღეს აღნიშნავს.



ანტიოქიიდან ჩამოსული ბერი წმ. იოანე ზედაზნელი ღვთისმშობლის გამოცხადებით მოვიდა ქართლში სარწმუნოების განსამტკიცებლად და ქვეყანაში ბერ-მონაზვნური ცხოვრების ასაღორძინებლად. მას დედაღვთისამ უბრძანა, მოწაფეთაგან თორმეტ რჩეულ ბერთან ერთად წასულიყო ქართლში. შუამდინარეთს აღმობრწყინებულ ვარსკვლავს" ქრისტეს რჯული უნდა განემტკიცებინა ქართველთა შორის. ცამეტივე მამამ წმიდა სვიმეონ საკვირველმოქმედი მოინახულა, რომელმაც ისინი საქართველოში გამგზავრების წინ აკურთხა. წმიდა იოანეს ღვთისაგან მიეცა „ენა ქართულად მეტყუელი". წმიდა იოანე, მცხეთიდან ჩრდილოეთის მხარეს მდებარე ზედაზნის მთაზე დამკვიდრდა თავის მოწაფეებთან ერთად. ზადენის კერპის სამყოფელი ადგილი განდეგილ - მონაზონთა სამკვიდრებლად იქცა. ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ბრძანებით, წმიდა იოანემ თავისი მოწაფეები სხვადასხვა მხარეს განაწესა წმიდა სახარების საქადაგებლად, მათ წმიდა მოციქულთა მსგავსად უნდა ეღვაწათ საქართველოში. თორმეტივე მოწაფემ მორჩილებით მიიღო მოძღვრის ბრძახება და თითოეული მათგანი იმ ადგილისაკენ გაეშურა, საითაც სულიწმიდა წარუძღვა.



წმ.იოანე ზედაზნის მონასტერში მოღვაწეობდა, რომელიც თავად იოანემ დააარსა და მონასტრის წინამძღვრად აირჩიეს. თანდათან ზედაზენი საქართველოს სულიერებისა და კულტურის ჩაუქრობელ ლამპრად იქცა. ზედაზნელი მამები ზრუნავდნენ მონასტრის კეთილდღეობაზე, ეწეოდნენ აღმშენებლობით საქმიანობას.



სულიერების ეს ერთ-ერთი უდიდესი კერა IX საუკუნეში არაბთა შემოსევების შემდეგ სარკინოზთა რბევის საგნად იქცა. ერთ-ერთი შემოსევის დროს არაბებმა შეიპყრეს და წამებით მოკლეს მონასტრის წინამძღვარი იოანე.



წმიდა იოანეს უფლისაგან გამოეცხადა აღსასრულის მოახლოება. ღირსმა მამამ იხმო თავისი მოწაფეები, დაარიგა, აკურთხა და ანდერძად დაიბარა, დაესაფლავებინათ იმ მღვიმეში, სადაც მოღვაწეობდა.



მოძღვრის განშორებით დამწუხრებულმა მოწაფეებმა ზედაზნის ძირას მდებარე მონასტერში წაასვენეს მოძღვარი, რის შემდეგაც მიწისძვრის სასწაულით ეუწყათ, რომ იოანეს ნეშტი მათ იქ არ დაკრძალეს, სადაც წმიდა მამამ ინდომა. როგორც კი ზედაზნის მონასტერში დაკრძალული წმიდა ნაწილები წმ. მამის ანდერძით დაბარებულ ადგილზე, გამოქვაბულში გადაასვენეს, მიწისძვრა შეწყდა. გადასვენებისას, ვინც კი შეეხო წმიდა ნაწილებს, ყველა განიკურნა.



საქართველოს ეკლესიამ წმინდანად შერაცხა მოძალადე ურწმუნოთა ხელით აღსრულებული ბერი. 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016