28 დეკემბერს საოკუპაციო ზოლის მიმდებარე ტერიტორიაზე საახალწლო ბაზრობის გამართვა იგეგმება.
ბაზრობა ერთიანი აქცია იქნება, ორგანიზატორების განცხადებით აღნიშნული ღონისძიება ადგილობრივების საზეიმო განწყობის ამაღლებას ემსახურება და მას 2004 წელს გამართულ ერგნეთის ბაზრობასთან არანაირი კავშირი არ აქვს.
ერგნეთის საახალწლო ბაზრობის ერთ-ერთი ორგანიზატორის, ია ჩლაიძის განცხადებით ერთ დღიან აქციას მოსახლეობა დადებითად შეხვდა.
„ეს ბაზრობა ჩვენი მოსახლეობის წინასაახალწლო განწყობის ამაღლებისთვის ტარდება."- გფანაცხადა ჟურნალისტთან საუბარში ია ჩლაიძემ.
ოპოზიცია ერთდღიანი ბაზრობის გახსნის მიღმა პოლიტიკურ ინტერესებს ხედავს, ხოლო უმრავლესობის წარმომადგენლები ასეთ საზეიმო ღონისძიებებს მიესალმებიან.
ერგნეთის ბაზრობა 2004 წელს საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით დაიხურა, მიზეზად კი კონტრაბანდული ნაწარმის შემოდინება დასახელდა.
(მოამზადა თეონა რამაზაშვილმა)