სრულიად რუსეთის პატრიარქი კირილი უწმინდესსა და უნეტარესს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს ინტრონიზაციიდან 37-ე იუბილეს ულოცავს.
"მის უწმინდესობას, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს! თქვენო უწმინდესობავ და უნეტარესობავ, გულითადად გილოცავთ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საჭეთმპყრობლად არჩევის იუბილეს. ოდესღაც საკუთარ თავზე აიღეთ პატრიარქის ჯვრის სიმძიმე. მას შემდეგ, წლების განმავლობაში თავმდაბლობით და მოთმინებით მისდევთ ქრისტეს და მიისწრაფვით იყოთ მორწმუნეთა მაგალითი სიტყვით, ცხოვრებით, სიყვარულით, სულით, რწმენით და სიწმინდით. ვიზიარებ საქართველოს ეკლესიის სიხარულს თქვენი უწმინდესობის ინტრონიზაციის იუბილესთან დაკავშირებით. ლოცვით გისურვებთ სულიერ და ხორციელ სიძლიერეს, ამოუწურავ ძალებს და უფლის დახმარებას თქვენს უდიდეს მსახურებაში საქართველოს ეკლესიისა და ხალხის საკეთილდღეოდ", - ნათქვამია პატრიარქ კირილის მისალოც წერილში რომელიც, რუსეთის საპატრიარქოს ოფიციალურ ვებგვერდზეა განთავსებული.
(მოამზადა თეონა რამაზაშვილმა)