„რესი"-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 28 დეკემბერს ერგნეთის ბაზრობის გახსნასთან დაკავშირებით, ოკუპირებული ცხინვალის დეფაქტო უშიშროების კომიტეტი საქართველოსთან ადმინისტრაციულ საზღვარზე უსაფრთხოების დამატებითი ზომების მიღებას გეგმავს:
„ამასთან, ინტერნეტში ერთ-ერთ საიტზე, რომელსაც საქართველოს სპეცსამსახურები პროპაგანდისთვის იყენებენ, 25 დეკემბერს განთავსდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, რომელიღაც ვირტუალური ორგანიზაცია, რომელიც საკუთარ თავს „სამხრეთ ოსეთის შეიარაღებულ მოლაშქრეთა საბჭოს" უწოდებს, აპირებს ერგნეთისკენ გადასვლას და ცხინვალის უშიშროების კომიტეტისა და შსს-ს მხარდაჭერით შეიარაღებულ თავდასხმას", - განაცხადეს უშიშროების დეფაქტო კომიტეტში.
სამხრეთ ოსური მხარე პროვოკაციების თავიდან ასარიდებლად, ქართველ სამართალდამცველებს მიმართავს, გაამკაცრონ უსაფრთხოების ზომები საზღვრისპირა ზონაში. ცხინვალის რეჟიმი კი, თავის მხრივ, ე.წ. სასაზღვრო რეჟიმის გამკაცრებას აპირებს.