reportiori.ge - SOS! თბილისის ცენტრში ისტორიული შენობა ნადგურდება!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 20:34
პრეს-დაიჯესტი
SOS! თბილისის ცენტრში ისტორიული შენობა ნადგურდება!
ავტორი:
27 დეკემბერი, 2014. 10:46



მაშინ, როდესაც საყდრისი საბადოს გარშემო ატეხილი ხმაური არ წყდება და საზოგადოების გარკვეული ნაწილი გამალებით ითხოვს საბადოს გადარჩენას, თბილისის ცენტრში ისტორიულ შენობას თავზე გვანგრევენ .


საუბარია პეტრიაშვილის ქუჩაზე მდებარე „სავანე #1 ღვინის ქარხანაზე", რომელიც უნიკალურ ისტორიულ ძეგლს წარმოადგენს.


ხელისუფლების შეცვლის დღიდან აქციონერები ელოდებიან სამართლიანობის აღდგენას, თუმცა მათ ჯერ ვერ მოახერხეს სიმართლის დამტკიცება და დღემდე უწვეთ ბრძოლა იმისთვის რომ წართმეული ქონება . სანამ პოლიტიკური გადაწყვეტილება მომწიფდება „სავანე" და უნიკალური მემკვიდრეობა ნადგურდება.


ისტორია ნაცნობი სცენარით განვითარდა;


სააქციო საზოგადოება „სავანე #1 ღვინის ქარხანა" თბილისში, პეტრიაშვილის # 1 ში მდებარე უძრავი ქონების მფლობელი იყო. დღეისათვის კი ეს ქონება წარმოადგენს მიმთვისებლების შპს. „კატრის" და მისი შვილობილი ორგანიზაციების საკუთრებას და მისი გადაცემა უკანონოდ განხორციელდა, უფრო სწორად კი ყაჩაღობის გზით. ამ საქმეში იკვეთება ყოფიული ხელისუფლების წარმომადგენლების და სამართალდამცავების სახელები. საბაბი სააკაშვილისთვის მარანის გაკეთება იყო.


თაღლითური დაჯგუფების მსხვერპლი კი ამჯერად არა ქართველი, არამედ უცხოელი ინვესტორი აღმოჩნდა. პრამოდ მიტალი, რომელსაც საქართველოში ორ მილიონიანი ინვესტიცია უნდა განეხორციელებინა, თუმცა მარტივად რომ ვთქვათ, მას ქონება მაშინდელი ხელისუფლების წარმომადგენლებმა „აახიეს". კომპანიის დირქტორმა ჯორჯ კურტისმა ბევრჯერ მიმართა როგორც საქართველოს ყოფილ, ასევე ახლანდელი ხელისუფლების წარმომადგენლებს, სახალხო დამცველს, პროკურატურას, თუმცა პასუხი არ მიღია და არც რეალური დახმარება აღმოუჩენიათ მისთვის.


ჯორჯ კურტისის პროკურატურისადმი გაგზავნილ წერილში აღწერილია პრამოდ მიტალის შეხვედრა იმხანად მოქმედ მინისტრ ნიკა გილაურთან; როგორც აღმოჩნდა, გილაურიც დაპირადა დახმარებას, მაგრამ უშედეგოდ. მიტალი სასტუმრო „თბილისი მერიოტში" ცხოვრობდა, ფოიეში მას "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატობის კანდიდატი ვლადიმერ კვარაცხელია და მიხეილ უგულავა დაეკონტაქტნენ. განუცხადეს, რომ ქარხანა მათ მფლობელობაში იყო, ყველა საბუთი წესრიგში ჰქონდათ და კანონიერების აღდგენის არანაირი შანსი არ არსებობდა. ამასთანავე, დაემუქრნენ რომ თუკი მათთან შემდგომ მოლაპარაკებებზე უარს განაცხადებდა, დაკარგავდა არამარტო ქარხანას, არამედ ნავთობის ბლოკს და საქართველოში არც საქმიანობის და არც გაჩერების საშუალებას არ მისცემდნენ. ამ საუბარს მიტალის იურიდიული მრჩველიც შეესწრო, რომლმაც ურჩია რომ არ ჩარეულიყო კორუმპირებულ გარიგებაში. ამის შემდეგ ბიზნესმენმა ყველა სასამათლო პროცესი წააგო და გაუუქმდა ნავთობის კონცესიაც. ის დღემდე აგრძელებს დავას და აპირებს საქართველოს განახლებულ პროკურატურას მიმართოს დახმარებისთვის.


წერილიდან ირკვევა, რომ ღვინის ქარხანში პირდაპირი გაგებით ვანდალიზმი ტრიალებდა; გატანილი იყო ყველა ტექნიკა და ჯართში იყო ჩაბარებული, უკვალოდ დაიკარგა ქარხნის დიდ სადეგუსტაცუიო დარბაზში არსებული ახლად ჩამოტანილი დანადგარები. მოპარული იყო ალკოპიპის დამამზადებელი ხაზი. გაქრა ქარხნის მიერ მიღებული ასობით დიპლომი და მედალი, საწყობში არსებული 200 000 აშშ დოლარის ღვინის პროდუქცია ან ადგილზე იყო დალეული ან წაღებული. ქარხნის ცოცხალი კუთხე მთლინად განადგურებული იყო. დარბეული გაპარტახებული იყო უცხოელ სპეციალისტთა საცხოვრებელი ბლოკი და ოფისები. გატანილი იყო ყევლა ინვენტარი, ყველა პირადი ნივთი.


„დანაშაულებრივი ჯგუფის (მ. უგულავა, ვლადიმერ კვარაცხელია, გრიგოლია) ქმედების შედეგად „კაპიტალ მენეჯმენტ ინვესტმენტმა" დაკარგა ქონება, „სავანე ღვინის 1 ქარხანამ" და აქციონერებმა ვერ მიიღეს სამ მილიონიანი კომპენსაცია, „იმპერიალ ჯორჯიანვ ვაინმა" ვერ დაიბრუნა ჩდებული ინვესტიცია, არ დასაქმდა 1200 ადამიანი, ბიუჯეტმა ვერ მიიღო მილიონობით შემოსავალი აქციზის და სხვა გადასახადების სახით, არ განხორციელდა 35 მილიონიანი ინვესტიცია საქართველოს მეღვინეობაში, გაიძარცვა და გაპარტახდა ღვინის საცავები. გაქურდულია ღვინის მარაგი, მიღებული და მითისებული იქნა დაახლოებით 13 მილიონინი სესხი", - ნათქვამია კურტისის წერილში.


ცალკე აღნიშვნის ღირსია "საქართველოს ბანკის" პრობლემური სესხების განყოფილების ხელმძღვანელი ზაზა გრიგოლია, რომელიც მონაწილეობდა მოწმეთა დაშინებაში და ხალხის გატაცებაში. „საქართვლოს ბანკის" მონაწილეობა ამ საქმეში ცალსახად დასტურდება. ბანკმა ერთ დღეში გასცა 12 მილიონის ოდენობის სესხი, რაც შეუძლებელია და ყველა კომერციული და ადმინისტრაციული ნორმის დარღვევაა. აღსანიშნავია, რომ სესხის გაცემიდან რამდენიმე კვირის შემდეგ საქართველოს ბანკის მმართველი ვლადიმერ გურგენაძე დაწინაურდა პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე. ხოლო მაშინდელი პრემიერი ნიკოლოზ გიგგაური ბანკში ხელმძღვანელ თანამდებობაზე გადავიდა.


შანტაჟი, დაშინება, მუქარა, გატაცება და გაუპატიურების მცდელობა - ეს ის მეთოდებია, რომლის საშუალებითაც დანაშაულებრივი ჯგუფი მოქმედებდა.


სავანეს ერთ-ერთი ხელმძღვანელის ზურა მარგველაშვილის ჩვენებიდან ირკვევა, რომ მან მხოლოდ იმიტომ მოაწერა ხელა ქონების გადაცემას რომ ღამით სახლში გამომძალველები დაადგნენ, რომლებიც საგამოძიებო ნაწილის უფროსთან გიორგი ლაცაბიძესთან სატელეფონი კოორდინციით მოქმედებდნენ. ემუქრებოდნენ დაპატიმრებით, მეუღლის გაუპატიურებით. ის სახლიდან გაიტაცეს მიხეილ უგულავამ და შეიარაღებული ბანდის წევრებმა, საჯარო რეესტრში ღამის 12 სააათზე მიიყვანეს, სადაც კომპანიის ბეჭედი წაართვეს.


მოწმე გიორგი მგალობლიშვილის წერილიდან ირკვევა, რომ მას მიხეილ უგულავა და ვლადიმერ კვარაცხელია ატერორებდნენ. სწორედ მიხელ უგუულავას მითითებით მისი 5 წლის შვილი მოიტაცეს და მძევლად აიყვანეს, მგალობლიშვილის მეუღლე კი საგურამოს ტყეში გაიტაცეს, არეკინებდნენ მგალობლიშვილთან, ატირებული მეუღლე თხოვდა, ყველაფერი დაეთმო და წინააღმდეგობა არ გაეწია მათთვის. ეს ფაქტი 2007 წელს მოხდა.


ზვიად ქურდაძე ქარხნის ერთ-ერთი აქციონერი იყო, ამ თემაზე საუბარი ახლაც უჭირს და აღელვებს. ჩვენებაზე ხელი შანტაჟის და ძალადობის გამო მოაწერა;


"ეს არის ისტორიული ძეგლი, რომელიც დღეს ინგრევა. დანგრეული და გაპარტახებულია. მე ვიყავი ერთ-ერთი დირექტორი და აქციონერი. პირადად ჩემზე ხორციელდებოდა ძალადობის ფაქტები. როდესაც ყოფილი პრეზიდენტი მიხელ სააკაშვილი ხელისუფლებაში მოვიდა, დაიჭირეს ჩემი ძმა, ბუღალტერი, მეც მიჭერდნენ. მხოლოდ იმიტომ რომ უარი ვუთხარი ქონების გადაცემაზე.


უფრო კონკრეტულად რა მოხდა იმ ღამეს, როდესაც გაგიტაცეს?


მიხეილ უგულავამ და ვლადიმერ კავარაცხელიამ პირადად მიმიყვანეს საჯარო რეესტრში, იქ იყო პროკურორიც. მაწამეს და ძალით გადამაფორმებინეს ქარხანა. ეს პირადად უგულავამ და მისმა ბანდამ ჩაიდინა. მიზეზი გვითხრეს, რომ იყო პრეზიდენტის დავალება.


ჩვენს გარდა უამრავი ადამიანი დაზარალდა, მათ შორის უცხოელი ინვესტორები, პრამოდ მიტალი, მილიარდელი, რომელიც აქ ინვესტიციების განხორცილებას გეგმავდა. მივმართეთ პროკურატურას, როგორც მაშინდელ ასევე ახლანდელი ხელისუფლების წარმომადგენლებს, მაგრამ დახმარება არავინ აღმოგვიჩინა.


ყველაზე მთავარი კი არის ის, რომ ეს არის კულტურული ძეგლი, რომ მიხვიდეთ ვერ იცნობთ, ყველაფერი დანგრეულია, იქ იყო ისტორიული ენოთეკა, სადაც ინახებოდა სტალინის დროინდელი ისტორიული ღვინოები. იყო უნიკალური კოლექცია, ყველაფერი გაანადგურეს. არც კი ვიცი რაიმე თუ გადარჩა. ისეთი პერიოდი გამოიარა ამ ქარხანამ, რომ მეეეჭვება რამე გადარჩენილიყო.


მე უკვე მივმართე პროკურატურას, რომ მიაქციოს ამ საქმეს ყურადღება და გამოიძიოს. აღდგეს სამართლიანობა. ის რაც მოხდა არის ყაჩაღობა და ქურდობა, არავის არ უნდა შერჩეს ასეთი ქცევა. მიკა უგულავამ და კვარაცხელიამ ჩიდინეს ეს დანაშაული და პასუხი უნდა აგონ პირველ რიგში საზოგადოების წინაშე, რომ ისტორიული მემკვიდრეობის ძეგლი გაანადგეურეს", - ამბობს ქურდაძე.


ალეკო ელისაშვილი - თბილისის საკრებულოს დეპუტატი;


ეს იყო უძველესი საუფლისწულო ღვინის ქარხანა, აქ სამეფო კარისთვის მზადდებოდა ღვინო და იყო შესანიშნავი ენოთეკა. რა თქმა უნდა, ეს არის ისტორიული მემკვიდრეობა, თუმცა დღეს კერძო საკუთრებაშია. კულტურის სამინისტროსგანაც აქვთ ნებართვა, სამწუხაროდ. რა გაუჭირდებოდათ ეხლა ამ ნებართვის მიღება? სადაც ძეგლთა დაცვის სამინისტრომ საყდრისი ააფეთქებინა და ბულდოზერები მიუშვა, აქ რატომ შეიკავებდნენ თავს? ან რაში ენაღვლებათ ნიკოლოზ ანთიძეს ან მის მსგავს ტიპებს ეს კულტურული ძეგლია თუ არა? მე რამდენადად ვიცი, სურთ, რომ ქარხნის ადგილზე მასშტაბური პროექტი განახორციელონ. ის ნებართვა, რაც მათ მიღებული აქვთ, აშკარად ველურია. ვნახე თუ არა რა ხდებოდა იქ, მაშინვე დავრეკე კულტურის სამინისტროში და ძეგლთა დაცვის დეპარტამენტში დაკატეგორიულად მოვთხოვე რომ ზედამხეველობის ჯგუფი მოსულიყო.


იყო რაიმე რეაგირება მათი მხრიდან?


ერთადერთი მხოლოდ ის, რომ სამუშაოები გაჩერდა. არ გაგრძელებულა. თბილისის ძელებთან დაკავშირებით ცოტა გაუგებრობაა. ჯერ კიდევ კულტურის სამინისტროს ექვემდებარება თბილისის ძეგლები, უნდა გადმოეცეს თბილისის მერიას. მერიაში კი არანაირი შესაბამისი სტრუქტურა არ არსებობს.


თქვენ ამბობთ, რომ ამ წუთებში სამუშაოები გაჩერებულია?


მე რამდენადაც მივდივარ და მოვდივარ აქტიური სამუშაოები აღარ მინახავს და არც მოსახლეობას არ დაურეკავს, იმიტომ რომ ყოველთვის მირეკავენ ხოლმე. საშინლად გამოიყურება იქაურობა. მე მინდა რომ უფრო მეტად გავერკვე ვითარებაში და ამის შემდეგ უფრო გამიადვილდება ვიმოქმედო.



(წყარო: ვერსია)


 

 

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016